წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 90

იესო და სამარიელი ქალი

იესო და სამარიელი ქალი

იესომ სამარიაში ჭასთან შეისვენა. მისი მოწაფეები საჭმლის საყიდლად ქალაქში წავიდნენ. ეს ქალი, რომელსაც იესო ელაპარაკება, წყლის ამოსაღებად მივიდა ჭასთან. იესომ უთხრა მას: ‘დამალევინე წყალი’.

ქალი ძალიან გაოცდა. იცი, რატომ? იმიტომ, რომ იესო იუდეველი იყო, ქალი კი — სამარიელი. იუდეველთა უმეტესობას სამარიელები არ უყვარდა. ისინი არც კი ელაპარაკებოდნენ მათ. მაგრამ იესოს ყველა უყვარდა. მან ქალს უთხრა: ‘რომ იცოდე, ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი მას და ის სიცოცხლის წყალს მოგცემდა’.

‘ბატონო, — მიუგო ქალმა, — წყლის ამოსაღები ჭურჭელი არა გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდანა გაქვს სიცოცხლის წყალი?’

‘თუ ამ წყალს დალევ, ისევ მოგწყურდება, მაგრამ ის, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, მარადიულად იცოცხლებს’, — აუხსნა იესომ.

‘ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ’, — სთხოვა ქალმა.

ქალს ეგონა, რომ იესო ჩვეულებრივ წყალს გულისხმობდა. სინამდვილეში ის ლაპარაკობდა ჭეშმარიტებაზე, რომელიც ღმერთსა და მის სამეფოს ეხებოდა. ეს ჭეშმარიტება სიცოცხლის მომცემ წყალს ჰგავს. ის მარადიულ სიცოცხლეს აძლევს ადამიანს.

იესომ უთხრა ქალს: ‘წადი შენს ქმარს დაუძახე და მოდი’.

‘ქმარი არა მყავს’, — მიუგო ქალმა.

‘მართალი თქვი, — უთხრა იესომ, — ხუთი ქმარი გყავდა. ის კი, ვისთანაც ახლა ცხოვრობ, შენი ქმარი არ არის’.

ქალი გაოცდა, რადგან ეს სიმართლე იყო. საიდან იცოდა იესომ მის შესახებ? იესო ღვთის მიერ აღთქმული მესია იყო, ამიტომ ეს ღმერთმა გაუმჟღავნა. ამ დროს იესოს მოწაფეებიც დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ ის სამარიელ ქალს ელაპარაკებოდა.

რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? აქედან ჩანს, რომ იესო კეთილად ექცეოდა ყველა ეროვნების ადამიანს. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვინც ჩვენი ეროვნების არ არის, ცუდია. იესოს სურდა, რომ ყველა ადამიანს სცოდნოდა ჭეშმარიტება, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანდა მათ. ჩვენც უნდა გვსურდეს, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ჭეშმარიტების სწავლაში.

გაიგეთ მეტი

იესო სამარიელ ქალს ჭეშმარიტებას უმჟღავნებს

იესომ სამარიელ ქალს ისეთი რამ გაუმხილა, რაც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არავისთვის ჰქონდა ასე აშკარად ნათქვამი.