არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 97

იერუსალიმში მეფესავით შესვლა

იერუსალიმში მეფესავით შესვლა

ორი უსინათლო მათხოვრის განკურნების შემდეგ იესო ჩავიდა იერუსალიმთან ახლოს მდებარე პატარა სოფელში. მან ორ მოწაფეს უთხრა: ‘შედით სოფელში; იქ ჩოჩორს ნახავთ; აუშვით და მომიყვანეთ’.

იესო შეჯდა ჩოჩორზე, რომელიც მათ მიუყვანეს, და იერუსალიმისკენ გაემართა. როცა ქალაქს მიუახლოვდა, დიდძალი ხალხი შეეგება. ბევრმა მოსასხამი გაიხადა და გზაზე დაუფინა, სხვები კი პალმის ტოტებს ჭრიდნენ, გზაზე უფენდნენ და გაიძახოდნენ: ‘კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი მეფე!’

ძველად ისრაელის ახალი მეფეები ჩოჩორზე ამხედრებულები შედიოდნენ იერუსალიმში, რომ ხალხს დაენახა. იესოც ასე მოიქცა. ამ ხალხს უნდოდა, იესო მათი მეფე ყოფილიყო. თუმცა მისი გამეფება ყველას არ სურდა. ეს ცხადი გახდა, როცა იესო ტაძარში შევიდა.

იესომ იქ უსინათლოები და ხეიბრები განკურნა. როცა ბავშვებმა დაინახეს ეს, განადიდეს იესო. მღვდლები განრისხდნენ და იესოს უთხრეს: ‘გესმის, რას ამბობენ ბავშვები?’

‘მესმის, — მიუგო იესომ. — ნუთუ არ წაგიკითხავთ ბიბლიაში: ღმერთი პატარა ბავშვებს აალაპარაკებსო თავის საქებრად?’ ასე რომ, ბავშვები ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს განადიდებდნენ.

შენც გინდა, ამ ბავშვებს მიჰბაძო?! ზოგი შეიძლება ცდილობს, შეგაჩეროს, რომ ღვთის სამეფოს შესახებ არ იქადაგო. მაგრამ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ იმ შესანიშნავ საქმეებზე ლაპარაკი, რომელთაც იესო ხალხისთვის გააკეთებს.

მაგრამ იესო დედამიწაზე ყოფნის დროს არ უნდა გამეფებულიყო. მაშ, როდის გამეფდებოდა ის? ეს იესოს მოწაფეებსაც აინტერესებდათ. ამის შესახებ მომდევნო მოთხრობაში წავიკითხავთ.

გაიგეთ მეტი

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

მეფე იერუსალიმში ჩოჩორზე ამხედრებული შედის

მან ხუთასი წლით ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება შეასრულა.