არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 89

ვაჭრების ტაძრიდან გაძევება

ვაჭრების ტაძრიდან გაძევება

იესო ძალიან გაბრაზებული ჩანს. იცი, რამ გააბრაზა ის? იმ კაცების სიხარბემ, რომლებიც ტაძარში ვაჭრობენ. ისინი ფულს სძალავენ ხალხს, რომლებიც ღვთის თაყვანსაცემად მიდიან იქ.

ხედავ მოზვრებს, ცხვრებსა და მტრედებს? ეს კაცები მათ პირდაპირ ტაძარში ყიდიან. იცი, რატომ? ისრაელებს ცხოველები და ფრინველები სჭირდებათ, რომ ღმერთს შესწირონ.

ღვთის კანონში ნათქვამი იყო, რომ ისრაელები თუ შესცოდავდნენ, მსხვერპლი უნდა შეეწირათ ღვთისთვის. თუმცა მათ სხვა დროსაც უნდა მიეტანათ შესაწირავები. მაგრამ საიდან უნდა მოეყვანათ ფრინველები და ცხოველები?

ზოგ ისრაელს ჰყავდა თავისი ფრინველები და ცხოველები და მათ სწირავდნენ. მაგრამ ბევრს არ ჰყავდა. ზოგი იმდენად შორს ცხოვრობდა იერუსალიმიდან, რომ ვერ ჩამოიყვანდნენ თავიანთ ცხოველებს. ამიტომ ხალხი მიდიოდა და ტაძარში ყიდულობდა ყველაფერს, რაც შესაწირავად სჭირდებოდათ. მაგრამ ეს კაცები ბევრ ფულს ართმევდნენ ხალხს და ატყუებდნენ; თანაც ღვთის ტაძარში ვაჭრობის უფლება არავის ჰქონდა.

სწორედ ამან განარისხა იესო. მან მაგიდები გადაუყირავა ფულის გადამცვლელებს და ფული დაუბნია. თოკისგან მათრახი გააკეთა და ტაძრიდან გარეკა საქონელი. მტრედების გამყიდველებს მან უთხრა: ‘მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა’.

იესოსთან ერთად იერუსალიმის ტაძარში მისი რამდენიმე მოწაფეც იყო. ისინი გააოცა იესოს მოქმედებამ. მათ გაახსენდათ ბიბლიაში ღვთის ძის შესახებ ნათქვამი: ‘ღვთის სახლის სიყვარული ცეცხლივით იგიზგიზებს მასში’.

იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ყოფნისას იესომ მრავალი სასწაული მოახდინა. შემდეგ დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა. გზად მან სამარიაში შეიარა. მოდი ვნახოთ, რა მოხდა იქ.

გაიგეთ მეტი

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

იეჰოვას სახლის მოშურნე

ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, იერუსალიმში ჩასულთ შეეძლოთ ადგილზევე ეყიდათ ის ცხოველები, რომელთაც მსხვერპლად შესწირავდნენ. მაშ, რატომ აღშფოთდა იესო ტაძარში მყოფ ვაჭრებზე?

სურათები

იესო წმენდს ტაძარს

წაიკითხე ეს მონაკვეთი ბიბლიაში და იპოვე ოთხი შეცდომა სურათზე.