წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 86

ვარსკვლავის კვალდაკვალ

ვარსკვლავის კვალდაკვალ

ხედავ ამ კაშკაშა ვარსკვლავს, რომლისკენაც ეს კაცი იშვერს თითს? ვარსკვლავი მაშინ გამოჩნდა, როდესაც ეს კაცები იერუსალიმიდან გამოვიდნენ. ისინი აღმოსავლეთიდან არიან და ვარსკვლავებს აკვირდებიან. მათ სჯერათ, რომ ეს ახალი ვარსკვლავი ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან მიიყვანს.

იერუსალიმში ჩასვლისას მათ იკითხეს: ‘სად არის ის ბავშვი, რომელიც იუდეველთა მეფე გახდება?’ ისრაელებს იუდეველებსაც ეძახდნენ. კაცებმა თქვეს: ‘აღმოსავლეთში ამ ბავშვის ვარსკვლავი ვიხილეთ და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ’.

ამის გაგებამ ძალიან შეაშფოთა ჰეროდე, რომელიც იერუსალიმში მეფობდა, რადგან არ სურდა, ვინმე შესცილებოდა. მან დაიბარა უფროსი მღვდლები და ჰკითხა: ‘სად დაიბადება აღთქმული მეფე?’ მათ მიუგეს: ‘ბიბლია ამბობს, რომ ბეთლემში’.

ჰეროდემ დაიბარა აღმოსავლეთიდან მოსული კაცები და უთხრა: ‘წადით, მოძებნეთ ის ბავშვი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც წავიდე და თაყვანი ვცე’. მაგრამ სინამდვილეში ჰეროდეს ბავშვის მოკვლა სურდა!

ვარსკვლავმა ეს კაცები ბეთლემში მიიყვანა და იქ გაჩერდა, სადაც ბავშვი იყო. როცა კაცები სახლში შევიდნენ, მარიამი და პატარა იესო ნახეს. მათ იესოს საჩუქრები მიართვეს. მოგვიანებით იეჰოვამ ეს კაცები სიზმარში გააფრთხილა, რომ ჰეროდესთან აღარ მისულიყვნენ. ამიტომ სამშობლოში ისინი სხვა გზით დაბრუნდნენ.

როდესაც ჰეროდემ ეს შეიტყო, ძალიან გაბრაზდა. მან გასცა ბრძანება, რომ ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი მოეკლათ. მაგრამ იეჰოვამ გააფრთხილა იოსები სიზმარში და ისიც ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით, როცა ჰეროდე მოკვდა, იოსები მარიამთან და იესოსთან ერთად ნაზარეთში დაბრუნდა. სწორედ იქ გაიზარდა იესო.

შენი აზრით, ვინ გამოაჩინა ეს ვარსკვლავი? ალბათ, გახსოვს, ის კაცები ვარსკვლავის დანახვის შემდეგ ჯერ იერუსალიმში ჩავიდნენ. სატანა ეშმაკს ღვთის ძის მოკვლა სურდა და იცოდა, რომ მეფე ჰეროდე მის მოკვლას შეეცდებოდა. ასე რომ, ის, ვინც ვარსკვლავი გამოაჩინა, სატანა უნდა ყოფილიყო.

გაიგეთ მეტი

პატარა იესოს ასტროლოგები ინახულებენ

რატომ მიიყვანა თავდაპირველად „ვარსკვლავმა“ ასტროლოგები სისხლისმსმელ მეფე ჰეროდესთან და არა იესოსთან?