ბაბილონის ტყვეობაში ისრაელების რწმენა მრავალჯერ გამოიცადა. შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა ისინი სიკვდილს. მოგვიანებით მიდიელებმა და სპარსელებმა ბაბილონი დაამარცხეს. დანიელი ლომების ხაროში ჩააგდეს. ღმერთმა ლომებს პირები აუკრა და დანიელი სიკვდილს გადაარჩინა.

ბოლოს სპარსეთის მეფე კიროსმა ისრაელები ტყვეობიდან გაათავისუფლა. ისინი ზუსტად 70 წლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში და მალევე იეჰოვას ტაძრის აგებას შეუდგნენ. მაგრამ მტრებმა ხელი შეუშალეს, ამიტომ ტაძრის მშენებლობა მათ იერუსალიმში დაბრუნებიდან დაახლოებით 22 წლის შემდეგ დაასრულეს.

ტაძრის მშენებლობის დამთავრებიდან 47 წლის შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა ეზრა, რომელსაც იეჰოვას ტაძარი უნდა შეემკო. 13 წლის შემდეგ ისრაელებს იერუსალიმის გალავნის აღდგენაში ნეემია დაეხმარა. მეხუთე ნაწილი მოიცავს 152-წლიან პერიოდს.