წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 74

უშიშარი კაცი

უშიშარი კაცი

შეხედე, ხალხი ამ ახალგაზრდა კაცს დასცინის. იცი, ვინ არის ის? ის ღვთის წინასწარმეტყველი იერემიაა.

მას შემდეგ, რაც მეფე იოშიამ ქვეყანაში კერპების განადგურება დაიწყო, იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველად აირჩია იერემია. ის ფიქრობდა, რომ ამისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ იეჰოვა დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა.

იერემია ეუბნებოდა ისრაელებს, რომ შეეწყვიტათ ბოროტების ჩადენა. ‘ისინი, ვისაც უცხოტომელები სცემენ თაყვანს, ცრუღმერთები არიან’, — აცხადებდა ის. მაგრამ ბევრმა ებრაელმა ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისცემას ცრუღმერთების თაყვანისცემა არჩია. როცა იერემია უცხადებდა ხალხს, რომ ღმერთი დასჯიდა ბოროტებისთვის, ისინი დასცინოდნენ.

გავიდა წლები. იოშია მოკვდა და სამი თვის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაკიმი გამეფდა. იერემია ისევ და ისევ აფრთხილებდა ხალხს: ‘თუ არ მიატოვებთ ბოროტების ჩადენას, იერუსალიმი განადგურდება’. გაბრაზებულმა მღვდლებმა შეიპყრეს იერემია და უთხრეს: ‘სიკვდილის ღირსი ხარ’. მათ ქვეყნის მთავრებს უთხრეს: ‘მოსაკლავია იერემია, რადგან ჩვენი ქალაქის წინააღმდეგ ლაპარაკობს’.

რას გააკეთებდა ახლა იერემია? მას არ შეშინებია. მან მიმართა მთავრებსა და მთელ ხალხს: ‘ამის სათქმელად იეჰოვამ გამომგზავნა. თუ არ მიატოვებთ ბოროტების კეთებას, იეჰოვა გაანადგურებს იერუსალიმს, მაგრამ იცოდეთ: თუ მომკლავთ, უდანაშაულო კაცის სისხლს დაღვრით’.

მთავრებმა იერემია არ მოკლეს, მაგრამ ხალხს ბოროტების ჩადენა არ შეუწყვეტია. მოგვიანებით ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაილაშქრა იერუსალიმზე და დაიპყრო ის. მან ათასობით ისრაელი გადაასახლა ბაბილონში. როგორ იგრძნობდი თავს, თუ უცხო ხალხი უცხო ქვეყანაში წაგიყვანდა?

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — იერემია

როდის აირჩია ღმერთმა იერემია წინასწარმეტყველად? ჩამოტვირთე ეს ბიბლიური ბარათი და გაიგე.