წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 68

მკვდრეთით აღდგენილი ორი ბიჭი

მკვდრეთით აღდგენილი ორი ბიჭი

შეგიძლია წარმოიდგინო, რა ბედნიერი იქნებოდა შვილმკვდარი დედა, შვილი რომ გასცოცხლებოდა? მაგრამ შესაძლებელია, რომ მკვდარი გაცოცხლდეს? მომხდარა ასეთი რამ ოდესმე?

ამ სურათზე ჩანს კაცი, ქალი და პატარა ბიჭი. კაცი წინასწარმეტყველი ელიაა, ქალი სარეფთელი ქვრივია, ბიჭი კი — მისი ვაჟი. ერთ დღეს ბიჭი ავად გახდა. მისი ჯანმრთელობა უფრო და უფრო გაუარესდა და ბიჭი მოკვდა. ელიამ ქალს უთხრა: ‘მომეცი შენი შვილი’.

ელიამ მკვდარი ბავშვი ზემოთა ოთახში აიყვანა, საწოლზე დააწვინა და ილოცა: ‘ო, იეჰოვა, გააცოცხლე ბიჭი!’ ბავშვმა სუნთქვა დაიწყო. ელიამ ბიჭი დაბლა ჩაიყვანა და ქალს უთხრა: ‘ნახე, ცოცხალია შენი შვილი!’ დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველს ელისე ერქვა. ის ელიას დამხმარე იყო. იეჰოვა ელისეს მეშვეობითაც ახდენდა სასწაულებს. ერთხელ ელისე გაემგზავრა ქალაქ შუნემში, სადაც ერთმა ოჯახმა მას დიდი სიკეთე გაუკეთა. მოგვიანებით მათ ბიჭი შეეძინათ.

ერთ დილას, როცა ბიჭი წამოიზარდა, ის მამის დასახმარებლად ყანაში წავიდა. უცბად მან დაიყვირა: ‘ვაიმე, თავი მტკივა!’ ბიჭი სახლში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორ მოუკვდებოდა დედას გული! ის მაშინვე ელისეს მოსაყვანად წავიდა.

ელისე მისვლისთანავე იმ ოთახში შევიდა, სადაც მკვდარი ბავშვი იყო. მან ლოცვით მიმართა იეჰოვას და ზემოდან დააწვა ბავშვს. მალე ბავშვს სხეული გაუთბა და შვიდჯერ დააცემინა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბავშვი კვლავ ცოცხალი ნახა!

დღესაც ბევრი ადამიანი კვდება, რაც უდიდეს ტკივილს აყენებს მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ მკვდრების გაცოცხლება არ შეგვიძლია, მაგრამ იეჰოვას შეუძლია. მოგვიანებით გავიგებთ, როგორ გააცოცხლებს ის მილიონობით ადამიანს.

გაიგეთ მეტი

დაიცავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა!

ცხოვრების რომელ სფეროებში შეგიძლია გამოავლინო მეტი სიმამაცე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დასაცავად?