წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 64

ტაძრის მშენებლობა

ტაძრის მშენებლობა

სიკვდილის წინ დავითმა სოლომონს მისცა იეჰოვას ტაძრის გეგმა, რომელიც ღვთისგან მიიღო. თავისი მეფობის მეოთხე წელს სოლომონმა დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რაც შვიდწელიწად-ნახევარი გაგრძელდა. ტაძარს ათი ათასობით ადამიანი აშენებდა. მის შესამკობად დიდძალი ოქრო-ვერცხლი გამოიყენეს, ამიტომ ტაძრის მშენებლობას ძალიან ბევრი ფული დასჭირდა.

კარვის მსგავსად ტაძარშიც ორი მთავარი ოთახი იყო. მაგრამ ეს ოთახები ორჯერ აღემატებოდა კარვის ოთახებს. სოლომონმა შეთანხმების კიდობანი ტაძრის შიდა ოთახში დაადებინა, სხვა ნივთები კი, რომლებიც კარავში ინახებოდა, ტაძრის მეორე ოთახში შეატანინა.

ტაძრის მშენებლობის დასრულება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. როგორც ამ სურათზე ხედავ, ტაძრის წინ დაჩოქილმა სოლომონმა ილოცა. ‘ზეცაც ვერ გიტევს და ეს ტაძარი როგორ დაგიტევს?! ღმერთო, უსმინე შენს ხალხს, როცა ამ ადგილისკენ მობრუნებულები ილოცებენ’, — შეევედრა სოლომონი იეჰოვას.

როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და შთანთქა შეწირული ცხოველები. ტაძარი იეჰოვას ბრწყინვალებით აივსო. ეს ნიშნავდა, რომ იეჰოვას მოეწონა ტაძარი და სოლომონის ლოცვა. კარვის ნაცვლად ახლა ტაძარი გახდა თაყვანისმცემლობის ადგილი.

დიდი ხნის მანძილზე სოლომონი ბრძნულად მართავდა ქვეყანას და ხალხი ბედნიერი იყო. მაგრამ სოლომონმა ცოლად მოიყვანა უცხოელი ქალები, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ იყვნენ. ხედავ სურათზე, ერთ-ერთი მისი ცოლი კერპს თაყვანს სცემს? ბოლოს ცოლებმა სოლომონიც სხვა ღმერთების თაყვანისმცემელი გახადეს. იცი, როგორ იმოქმედა ამან სოლომონზე? ის სასტიკი გახდა და ცუდად ექცეოდა ხალხს. ხალხი ისეთი ბედნიერი აღარ იყო, როგორც უწინ.

ამან იეჰოვა განარისხა და სოლომონს უთხრა: ‘წაგართმევ სამეფოს და სხვას მივცემ. ამას შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ, არამედ შენი შვილის მეფობის დროს. თუმცა სამეფოს ნაწილს დავუტოვებ მას’. მოდი ვნახოთ, როგორ შესრულდა იეჰოვას სიტყვები.