წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 56

საული — ისრაელის პირველი მეფე

საული — ისრაელის პირველი მეფე

ნახე, სამუელი ახალგაზრდა კაცს ზეთს ასხამს თავზე. ძველად ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანს მეფედ ირჩევდნენ. იეჰოვამ სამუელს უთხრა, რომ ზეთი საულისთვის დაესხა თავზე. ეს იყო განსაკუთრებული, სურნელოვანი ზეთი.

საული საკუთარ თავს მეფობის ღირსად არ თვლიდა. ‘მე ხომ ისრაელის უმცირესი ტომიდან, ბენიამინიდან ვარ, — უთხრა მან სამუელს. — რატომ მეუბნები, რომ მეფე გავხდები?’ იეჰოვას მოსწონდა საული, რადგან ის განდიდების სურვილით არ იყო შეპყრობილი. სწორედ ამიტომ აირჩია ის მეფედ.

თუმცა საული არც ღარიბი იყო და არც სუსტი. ის მდიდარ ოჯახში გაიზარდა და წარმოსადეგი კაცი იყო. სხვა ისრაელ მამაკაცებზე ის ერთი თავით მაღალი იყო! ის ასევე სწრაფად დარბოდა და ძალაც ერჩოდა. ხალხს უხაროდა, რომ იეჰოვამ მეფედ საული აირჩია. ‘დღეგრძელი იყოს მეფე!’ — გაიძახოდა ხალხი.

ისრაელის მტრები ძალიან გაძლიერდნენ და ავიწროებდნენ მათ. საულის გამეფებიდან ცოტა ხანში ისრაელს ამონელები შეესივნენ. მაგრამ საულმა შეკრიბა დიდძალი ჯარი და დაამარცხა ამონელები. ხალხს უხაროდა, რომ საული მათი მეფე იყო.

წლების მანძილზე საულმა უამრავი გამარჯვება მოიპოვა. საულის ვაჟი, იონათანიც მამაცი იყო. იონათანის დახმარებით ისრაელმა ბევრჯერ გაიმარჯვა ომში. ფილისტიმელები კვლავ ისრაელის დაუძინებელი მტრები იყვნენ. ერთხელ ათასობით ფილისტიმელი გამოვიდა ისრაელების წინააღმდეგ.

სამუელმა შეუთვალა საულს, დალოდებოდა, რომ მსხვერპლი ანუ ძღვენი მიეტანათ იეჰოვასთვის. სამუელი იგვიანებდა. საულს შეეშინდა, რომ ფილისტიმელები ბრძოლას დაიწყებდნენ და თვითონ შესწირა იეჰოვას მსხვერპლი. როცა სამუელი მივიდა, საული ურჩობაში ამხილა და უთხრა: ‘იეჰოვა სხვას აირჩევს ისრაელის მეფედ’.

მოგვიანებით საული კვლავ ეურჩა ღმერთს. სამუელმა უთხრა მას: ‘უკეთესია, დაემორჩილო იეჰოვას, ვიდრე საუკეთესო ცხვარი შესწირო მსხვერპლად. შენ ეურჩე იეჰოვას, ამიტომ მეფობას წაგართმევს’.

ეს ჩვენთვის საყურადღებო მაგალითია. აქედან ვსწავლობთ, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის დავემორჩილოთ იეჰოვას. ასევე ვიგებთ, რომ კარგი ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გაბოროტდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მსგავსი რამ დაგვემართოს!