წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 73

ისრაელის ბოლო კარგი მეფე

ისრაელის ბოლო კარგი მეფე

იოშია მხოლოდ რვა წლისა იყო, როცა სამხრეთის ორტომიან სამეფოში გამეფდა. ის მეფობისთვის ძალიან პატარა იყო, ამიტომ მას ქვეყნის მართვაში უფროსები ეხმარებოდნენ.

გამეფებიდან შვიდი წლის შემდეგ იოშიამ იეჰოვას თაყვანისცემა დაიწყო. ის ჰბაძავდა კარგ მეფეებს — დავითს, იეჰოშაფატს და ხიზკიას. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იოშიამ დიდი სიმამაცე გამოავლინა.

დიდი ხნის განმავლობაში ისრაელების უმეტესობა ძალიან ცუდად იქცეოდა. ისინი ცრუ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და კერპების წინ იჩოქებდნენ. ამიტომ იოშია თავის ხალხთან ერთად ქვეყნიდან ცრუ თაყვანისმცემლობის აღმოფხვრას შეუდგა. ეს რთული საქმე იყო, რადგან ცრუღმერთებს ძალიან ბევრი ადამიანი სცემდა თაყვანს. სურათზე ჩანს, როგორ ამსხვრევენ იოშია და მისი მსახურები კერპებს.

ამის შემდეგ იოშიამ სამ კაცს დაავალა იეჰოვას ტაძრის შეკეთება. ფული ხალხში აკრიფეს და ამ კაცებს მისცეს, რომ სამუშაოს შესასრულებლად გამოეყენებინათ. ტაძარში მიმდინარე სამუშაოების დროს მღვდელმთავარმა ხილკიამ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იპოვა. ეს იყო იეჰოვას კანონის წიგნი, რომელიც მოსემ დიდი ხნის წინათ დაწერა. ის მრავალი წელი დაკარგული იყო.

წიგნი იოშიას მიუტანეს, რომელმაც მოითხოვა, ხმამაღლა წაეკითხათ. მოსმენის დროს იოშია მიხვდა, რომ ხალხი არ იცავდა იეჰოვას კანონს. ამის გამო ის ძალიან დამწუხრდა და, როგორც სურათზე ხედავ, ტანსაცმელი შემოიხია. მან თქვა: ‘დიდია იეჰოვას რისხვა, რადგან ჩვენმა მამებმა არ დაიცვეს ამ წიგნში ჩაწერილი კანონები’.

იოშიამ სთხოვა მღვდელმთავარ ხილკიას, გაეგო, რის გაკეთებას აპირებდა იეჰოვა. ხილკია წავიდა წინასწარმეტყველ ქალთან, ხულდასთან, რომ შეკითხვოდა. მან იოშიასთვის იეჰოვას სიტყვა გადასცა: ‘იერუსალიმი და მთელი ხალხი დაისჯება, რადგან ცრუღმერთებს სცემდნენ თაყვანს და ბოროტებით აავსეს ქვეყანა. და რადგან შენ, იოშია, ღვთის თვალში სწორად იქცევი, ეს შენს სიცოცხლეში არ მოხდება’.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — იოშია

მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ცუდ მაგალითს აძლევდა, იოშიამ მაინც ღმერთის მსახურება აირჩია.