წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 70

იონა და დიდი თევზი

იონა და დიდი თევზი

შეხედე, ეს კაცი იძირება და სადაცაა, თევზი გადაყლაპავს! იცი, ვინ არის ის? ის იონაა. მოდი გავიგოთ, როგორ აღმოჩნდა იონა წყალში.

იონა იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო. ელისე ახალი მკვდარი იყო, როცა იეჰოვამ იონას უთხრა: ‘წადი დიდ ქალაქ ნინევეში. იქაური ხალხი ძალიან დიდ ბოროტებას სჩადის; მინდა, რომ გავაფრთხილო ისინი’.

მაგრამ იონას წასვლა არ უნდოდა. ის ავიდა გემზე, რომელიც სულ სხვა მხარეს მიდიოდა. იეჰოვას ეს არ მოეწონა და ქარიშხალი ამოაგდო. გემს ჩაძირვა ემუქრებოდა. მეზღვაურებს ძალიან შეეშინდათ და ყველამ თავ-თავის ღმერთს მოუხმო საშველად.

ბოლოს იონამ უთხრა მათ: ‘მე იეჰოვას, ცისა და დედამიწის შემოქმედის თაყვანისმცემელი ვარ. გამოვიქეცი, რომ იეჰოვას დავალება არ შემესრულებინა’. მეზღვაურებმა ჰკითხეს: ‘რა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?’

‘ზღვაში გადამაგდეთ და დაწყნარდება’, — უპასუხა იონამ. მეზღვაურებს ამის გაკეთება არ უნდოდათ, მაგრამ ზღვა ისე აღელდა, რომ იძულებულები გახდნენ, იონა ზღვაში გადაეგდოთ. უცბად ქარიშხალი ჩადგა და ზღვა დაწყნარდა.

როცა იონა იძირებოდა, დიდმა თევზმა გადაყლაპა, მაგრამ ის არ მომკვდარა და სამი დღე-ღამე თევზის მუცელში იყო. მან ძალიან ინანა, რომ არ დაემორჩილა იეჰოვას და ნინევეში არ წავიდა. იცი, როგორ მოიქცა ის ამის შემდეგ?

მან დახმარება სთხოვა იეჰოვას. იეჰოვამ ისე გააკეთა, რომ თევზმა იონა ნაპირზე ამოანთხია. ამის შემდეგ იონა ნინევეში წავიდა. აქედან ვსწავლობთ, რომ ყოველთვის უნდა შევასრულოთ ის, რასაც იეჰოვა გვეუბნება.

ბიბლიის წიგნი იონა.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — იონა

იეჰოვას რომელ თვისებებს ვხედავთ იონას შემთხვევიდან?