არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 66

ბოროტი დედოფალი იზებელი

ბოროტი დედოფალი იზებელი

იერობოამის სიკვდილის შემდეგ ისრაელის ათტომიანი სამეფოს ყველა მეფე ბოროტებას სჩადიოდა. მათგან ახაბი ყველაზე უარესი იყო. იცი, რატომ? უმთავრესი მიზეზი იყო მისი ცოლი, ბოროტი დედოფალი იზებელი.

იზებელი სიდონის მეფის ასული იყო და ცრუ ღვთაებას, ბაალს სცემდა თაყვანს. მან ახაბი და სხვა ბევრი ისრაელიც ჩაითრია ბაალის თაყვანისმცემლობაში. იზებელს სძულდა იეჰოვა და ბევრი მისი წინასწარმეტყველი მოაკვლევინა, სხვა წინასწარმეტყველები კი გამოქვაბულებში იმალებოდნენ. იზებელი თუ რაიმეს მოისურვებდა, მის მისაღებად არავის დაინდობდა.

ერთ დღეს დაღონებულ მეფე ახაბს იზებელმა ჰკითხა: ‘რატომ ხარ დაღონებული?’

‘ნაბოთისგან ვენახის ყიდვა მინდოდა, მან კი უარი მითხრა’, — უპასუხა ახაბმა.

‘არ ინერვიულო, მე ვიზრუნებ ამაზე’, — დაჰპირდა იზებელი.

იზებელმა დაწერა წერილები და ნაბოთის ქალაქში მცხოვრებ დიდებულებს გაუგზავნა. ‘თქვას ორმა უვარგისმა კაცმა, რომ ნაბოთმა ღმერთი და მეფე დაგმო, — წერდა ის. — შემდეგ გაიყვანეთ ნაბოთი ქალაქიდან და ჩაქოლეთ’.

როგორც კი იზებელმა გაიგო, რომ ნაბოთი ჩაქოლეს, ახაბს უთხრა: ‘წადი და დაეუფლე ვენახს’. შენი აზრით, იმსახურებდა იზებელი ამისთვის დასჯას?

მალე იეჰოვამ იზებელის დასასჯელად იეჰუ გაგზავნა. როცა იზებელმა გაიგო, რომ იეჰუ მივიდა, თვალები შეიღება და მოირთო. როცა იეჰუმ სარკმელში იზებელი დაინახა, იქვე მყოფ კაცებს დაუძახა: ‘გადმოაგდეთ ძირს’. როგორც სურათზე ჩანს, კაცები ასეც მოიქცნენ და იზებელი მოკვდა. ასეთი იყო ბოროტი დედოფლის, იზებელის აღსასრული.

გაიგეთ მეტი

ბიბლიის შესასწავლი სავარჯიშოები

ღმერთი, რომელსაც სძულს უსამართლობა

ჩამოტვირთე ეს სავარჯიშო და ნახე რა შეგიძლია ისწავლო ახაბის, იზებელის, ნაბოთის და ელიას ისტორიიდან.