წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 67

იეჰოშაფატი იეჰოვას მიენდო

იეჰოშაფატი იეჰოვას მიენდო

იცი, ვინ არიან ეს კაცები და რას აკეთებენ? ისინი საბრძოლველად მიდიან, მათ წინ მიმავალი კაცები კი მღერიან. ალბათ გაინტერესებს, რატომ არა აქვთ მომღერალ კაცებს მახვილები და შუბები? მოდი გავიგოთ.

ისრაელის ორტომიანი სამეფოს მეფე იეჰოშაფატი იმავე პერიოდში ცხოვრობდა, რომელშიც იზებელი, რომლის ქმარი ახაბიც ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფოს მეფე იყო. იეჰოშაფატი თავისი მამის, ასას მსგავსად კარგი მეფე იყო. ამიტომ სამხრეთის ორტომიან სამეფოში ხალხი მრავალი წელი ბედნიერად ცხოვრობდა.

მაგრამ ერთ დღესაც იეჰოშაფატთან მაცნეები მივიდნენ და უთხრეს: ‘შენთან საბრძოლველად მოაბელთა, ამონელთა და ედომელთა დიდი ჯარი მოემართება’. ამან ისრაელები შეაშფოთა. უამრავი ხალხი იერუსალიმში შეიკრიბა, რომ იეჰოვასთვის დახმარება ეთხოვათ. ისინი მივიდნენ ტაძარში, სადაც იეჰოშაფატი ღმერთს შეევედრა: ‘იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. უძლურნი ვართ ამ დიდძალი ჯარის წინაშე. უშენოდ ვერაფერს გავხდებით’.

იეჰოვამ მოისმინა მისი ლოცვა და თავისი მსახურის მეშვეობით ხალხს უთხრა: ‘ეს ბრძოლა თქვენი კი არა, ღვთისაა. თქვენ არ იბრძოლებთ. დადექით და უყურეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა’.

მეორე დილას იეჰოშაფატმა ხალხს მიმართა: ‘მიენდეთ იეჰოვას!’ მეომრების წინ მან მომღერალი კაცები დააყენა, რომ იეჰოვასთვის სადიდებელი სიმღერები ემღერათ, როცა მტრის დასახვედრად გაემართებოდნენ. იცი, რა მოხდა მათ მისვლამდე ბრძოლის ველზე? იეჰოვამ მტრის მეომრები აღძრა, ერთმანეთი დაეხოცათ. იქ მისულ ისრაელებს ცოცხალი აღარავინ დახვდათ.

ხომ გონიერი იყო იეჰოშაფატი, იეჰოვას რომ მიენდო?! ჩვენც გონიერები ვიქნებით, თუ მას მივენდობით.