წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 71

ღვთის დაპირებული სამოთხე

ღვთის დაპირებული სამოთხე

შესაძლოა, ღმერთმა ესაია წინასწარმეტყველს ისეთივე სამოთხე აჩვენა ხილვაში, როგორსაც ამ სურათზე ხედავ. ესაია იონას სიკვდილის შემდეგ დაიბადა.

სამოთხე ბაღს ან პარკს ნიშნავს. გახსოვს, მსგავსი სურათი უკვე ვნახეთ ამ წიგნში? ეს მართლაც ჰგავს იმ შესანიშნავ ბაღს, რომელიც იეჰოვამ ადამისა და ევასთვის შექმნა. მაგრამ იქცევა ოდესმე მთელი დედამიწა სამოთხედ?

იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველს დაავალა, აღეწერა სამოთხე. მან თქვა: ‘მგლები და ცხვრები ერთად მშვიდობიანად იცხოვრებენ. ხბოები და ლომის ბოკვრები ერთად მოძოვენ და პატარა ბავშვები იზრუნებენ მათზე. შხამიანი გველი თოთო ბავშვისთვისაც კი არ იქნება საშიში’.

ბევრი ამბობს, ეს არასდროს მოხდება, რადგან დედამიწაზე უბედურება ყოველთვის იყო და იქნებაო. მაგრამ გაიხსენე, როგორი იყო ის ბაღი, სადაც ღმერთმა ადამი და ევა დაასახლა.

ადამი და ევა ღმერთმა სამოთხეში დაასახლა, მაგრამ ურჩობის გამო მათ ეს მშვენიერი საცხოვრებელი დაკარგეს, დაბერდნენ და დაიხოცნენ. ღმერთი გვპირდება, რომ თავის მოყვარულებს მისცემს იმას, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს.

სამოთხეში არავინ არაფერს დააშავებს და არაფერს გაანადგურებს. იქ სრული სიმშვიდე დაისადგურებს. ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იქნება. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღმერთს სურდა, რომ ყოფილიყო. მოგვიანებით გავიგებთ, როგორ შეასრულებს ღმერთი ამ დაპირებას.