წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 61

დავითის გამეფება

დავითის გამეფება

საული ისევ ცდილობდა დავითის შეპყრობას. მან შეკრიბა 3 000 რჩეული მეომარი და მის საძებნელად გაემართა. დავითმა მზვერავები გაგზავნა, რომ გაეგო, სად გაათევდნენ ღამეს საული და მისი ჯარი. მან ჰკითხა თავის ორ მსახურს: ‘რომელი წამომყვებით საულის ბანაკში?’

‘მე წამოგყვები’, — მიუგო აბიშაიმ. ის დავითის დის, ცერუიას ვაჟი იყო. როცა საულსა და მის ხალხს ეძინათ, დავითი და აბიშაი ჩუმად შეიპარნენ ბანაკში. მათ აიღეს საულის შუბი და წყლის მათარა, რომლებიც საულს თავთან ედო. არავის არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგია, რადგან ღრმად ეძინათ.

ხედავ სურათზე დავითსა და აბიშაის? ისინი უჩუმრად გავიდნენ ბანაკიდან და გორაზე ავიდნენ. დავითმა დაუძახა ისრაელის ჯარის მეთაურს: ‘აბნერ, რატომ არ იცავ შენს მეფე-ბატონს? ნახე, სად არის მეფის შუბი და მათარა?’

საულს გაეღვიძა. მან იცნო დავითის ხმა და ჰკითხა: ‘შენა ხარ, დავით?’ ხედავ საულსა და აბნერს მეორე სურათზე?

‘მე ვარ, მეფე-ბატონო, — მიუგო დავითმა. — რატომ მდევნი? რა დაგიშავე? აი შენი შუბი, მეფეო! გამოგზავნე კაცი, რომ წაიღოს’.

‘შევცოდე, — აღიარა საულმა. — უგუნურად მოვიქეცი’. ამის შემდეგ დავითი თავისი გზით წავიდა, საული კი სახლში დაბრუნდა. დავითმა გულში თქვა: ‘ერთ დღესაც საულის ხელით მოვკვდები. ჯობია ფილისტიმელების მიწაზე გავიქცე’. ის ასეც მოიქცა. დავითმა დააჯერა ფილისტიმელები, რომ მათ მხარეს იყო.

ცოტა ხანში ფილისტიმელებმა ისრაელების წინააღმდეგ გაილაშქრეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ საულიც და იონათანიც. ამან ძალიან დაამწუხრა დავითი. მან თავის სამგლოვიარო სიმღერაში დაწერა: ‘ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან. ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის!’

ამის შემდეგ დავითი ისრაელის ქალაქ ხებრონში დასახლდა. ხალხი ერთმანეთს ებრძოდა, რადგან ზოგს საულის ვაჟის, იშბოშეთის გამეფება სურდა, ზოგს კი — დავითის. ბოლოს დავითის ხალხმა გაიმარჯვა. დავითი 30 წლისა გამეფდა. შვიდ წელიწად-ნახევრის მანძილზე ის ხებრონში მეფობდა. იქ დაიბადნენ მისი ვაჟები — ამნონი, აბესალომი და ადონია.

მოგვიანებით დავითმა და მისმა ხალხმა დაიპყრეს მშვენიერი ქალაქი იერუსალიმი. იოაბი, რომელიც ასევე დავითის დის, ცერუიას ვაჟი იყო, ამ ბრძოლას ხელმძღვანელობდა. დავითმა ის თავისი ჯარის მეთაურად დააყენა. იერუსალიმი სატახტო ქალაქი გახდა.

გაიგეთ მეტი

დავითს არაფრის ეშინოდა

წაიკითხე დავითის შესახებ ბიბლიური ისტორია და გაიგე, რატომ იყო დავითი უშიშარი.

ისრაელები მეფეს ითხოვენ

როდესაც ისრაელებმა მეფე მოითხოვეს, იეჰოვამ მეფედ საული აირჩია. რატომ გაამეფა იეჰოვამ დავითი საულის ნაცვლად?