ისრაელის პირველი მეფე საული გახდა, მაგრამ იეჰოვამ უარყო ის და მის ნაცვლად დავითი აირჩია. ამ ნაწილში ბევრ რამეს გავიგებთ დავითის შესახებ. ახალგაზრდა დავითმა გოლიათი დაამარცხა. მოგვიანებით ის შურიან მეფე საულს გაურბოდა. ერთხელ გონიერმა აბიგაილმა შეაჩერა დავითი, რომ უგუნურება არ ჩაედინა.

ბევრ რამეს გავიგებთ ასევე დავითის ვაჟ სოლომონზე, რომელიც ისრაელში მის შემდეგ გამეფდა. ისრაელის პირველმა სამმა მეფემ 40-40 წელი იმეფა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ ისრაელი ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად დაიყო.

ჩრდილოეთის ათტომიანმა სამეფომ 257 წელი იარსება, სანამ ასურელებმა არ გაანადგურეს; 133 წლის შემდეგ კი სამხრეთის ორტომიანი სამეფო განადგურდა. ამ დროს ისრაელები ტყვედ წაასხეს ბაბილონში. მეოთხე ნაწილში მოთხრობილია მრავალი საინტერესო შემთხვევა, რომლებიც 510 წლის განმავლობაში მოხდა.