წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 41

სპილენძის გველი

სპილენძის გველი

ნამდვილია ამ ბოძზე დახვეული გველი? არა. ის სპილენძისგან არის გაკეთებული. იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ ის ბოძზე დაემაგრებინა, რათა ხალხს შეეხედა და არ დახოცილიყვნენ. მაგრამ მიწაზე ნამდვილი გველები დასრიალებენ. ისინი ხალხს კბენენ და კლავენ. იცი, რატომ?

ეს იმიტომ მოხდა, რომ ისრაელებმა ღვთისა და მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყეს. ისინი ამბობდნენ: ‘იმიტომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ ამ უდაბნოში დაგეხოცეთ? აქ არც საჭმელი გვაქვს და არც წყალი. მოგვბეზრდა მანანის ჭამა’.

სინამდვილეში მანანა გემრიელი საჭმელი იყო. იეჰოვა სასწაულებრივად აძლევდა მათ მანანასა და წყალს, მაგრამ ხალხი არ აფასებდა ღვთის მზრუნველობას. ამიტომ იეჰოვამ ისრაელებს დასასჯელად შხამიანი გველები მიუსია. ისინი კბენდნენ ხალხს და ბევრი დაიხოცა.

ბოლოს ხალხი მივიდა მოსესთან და უთხრა: ‘შევცოდეთ, რომ იეჰოვასა და შენ წინააღმდეგ ვილაპარაკეთ. სთხოვე იეჰოვას, გველები მოგვაშოროს’.

მოსემ ილოცა ხალხისთვის. იეჰოვამ უთხრა მას, სპილენძის გველი გაეკეთებინა. მოსეს ის ბოძზე უნდა დაემაგრებინა, რომ დაკბენილს შეეხედა მისთვის. მოსემ ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა უთხრა. როგორც კი დაკბენილი სპილენძის გველს შეხედავდა, კარგად ხდებოდა.

ამ შემთხვევიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. სიმბოლური გაგებით ჩვენ დაკბენილი ისრაელების მდგომარეობაში ვართ. ყველას სიკვდილი გვემუქრება. ჩვენ ვბერდებით, ავად ვხდებით და ვკვდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ პირველი მამაკაცი და ქალი, ადამი და ევა, განუდგნენ იეჰოვას, ჩვენ კი მათი შთამომავლები ვართ. თუმცა იეჰოვამ მონახა გამოსავალი, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ.

იეჰოვამ დედამიწაზე თავისი ძე, იესო ქრისტე გამოგზავნა. ადამიანებმა იესო ბოძზე გააკრეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ცუდი ადამიანი იყო. მაგრამ იეჰოვა იესოს მეშვეობით გადაგვარჩენს. თუ მას შევყურებთ, ანუ მისი მიმდევრები ვართ, მარადიულად ვიცოცხლებთ. მოგვიანებით ამის შესახებ მეტს გავიგებთ.