წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 54

უძლიერესი კაცი

უძლიერესი კაცი

იცი, ვინ იყო ყველაზე ძლიერი კაცი? ეს იყო მსაჯული სამსონი. ძალა მას იეჰოვამ მისცა. სანამ სამსონი დაიბადებოდა, იეჰოვამ დედამისს უთხრა: ‘მალე ვაჟი გეყოლება. ის გადაარჩენს ისრაელს ფილისტიმელებისგან’.

ქანაანში მცხოვრები ფილისტიმელები ბოროტები იყვნენ. მათ ბევრი მეომარი ჰყავდათ და ისრაელებს ავიწროებდნენ. ერთხელ, როცა სამსონი ფილისტიმელებთან მიდიოდა, გამძვინვარებულ ლომს გადაეყარა. სამსონმა ის ცარიელი ხელებით მოკლა. მან ასობით ბოროტი ფილისტიმელიც დახოცა.

მოგვიანებით სამსონს დალილა შეუყვარდა. ფილისტიმელი თავკაცები დაჰპირდნენ დალილას, რომ თითოეული 1 100 ვერცხლს მისცემდა, თუ გაიგებდა, რაში იყო სამსონის ძალა. დალილა ფულს დახარბდა. სინამდვილეში მას არც სამსონი უყვარდა და არც ღვთის ხალხი. ის დაჟინებით სთხოვდა სამსონს, გაემხილა, რაში იყო მისი ძალა.

ბოლოს დალილამ ათქმევინა სამსონს მისი ძალის საიდუმლოება. ‘თმა არასოდეს შემიჭრია, — უთხრა სამსონმა. — დაბადებიდან ღვთის რჩეული მსახური, ნაზირი ვარ. თმას თუ შევიჭრი, ძალა გამომეცლება’.

დალილამ სამსონი თავის კალთაზე დააძინა. შემდეგ მოუხმო კაცებს, რომ მისთვის თმა შეეჭრათ. გაიღვიძა სამსონმა და ძალა აღარ ჰქონდა. მივიდნენ ფილისტიმელები და შეიპყრეს ის, თვალები დასთხარეს და მონად გაიხადეს.

ერთ დღეს ფილისტიმელები თავიანთი ღვთის, დაგონის თაყვანსაცემად შეიკრიბნენ და სამსონიც მიაყვანინეს, რომ ემხიარულათ. ამ დროისთვის სამსონს თმა უკვე წამოზრდილი ჰქონდა. პატარა ბიჭს, რომელსაც ხელჩაკიდებული მიჰყავდა, სამსონმა უთხრა: ‘ხელი მომაკიდებინე სვეტებზე, რომლებზეც ეს შენობა დგას’. მან იეჰოვას სთხოვა ძალა, სვეტებს მიაწვა და დაიყვირა: ‘დაე მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!’ ამ შენობაში 3 000 ფილისტიმელი იყო შეკრებილი. როცა სამსონი სვეტებს მიაწვა, შენობა ჩამოინგრა და ეს ბოროტი ხალხი გაანადგურა.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — სამსონი

გაიგე, რატომ იყო სამსონი ძლიერი.