წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 44

რახაბი და მზვერავები

რახაბი და მზვერავები

ეს კაცები საფრთხეში არიან. თუ არ გაიქცევიან, დახოცავენ. ისინი ისრაელი მზვერავები არიან, ქალი კი, რომელიც მათ ეხმარება, რახაბია. ის ქალაქ იერიხონის გალავანში ცხოვრობს. მოდი გავიგოთ, რატომ აღმოჩნდნენ ეს კაცები საფრთხეში.

ისრაელები მზად იყვნენ მდინარე იორდანის გადასაკვეთად და ქანაანში შესასვლელად. მაგრამ სანამ გადავიდოდნენ, იესო ნავეს ძემ ორი მზვერავი გაგზავნა და უთხრა: ‘დაზვერეთ ეს მიწა და ქალაქი იერიხონი’.

იერიხონში მზვერავები რახაბის სახლში მივიდნენ. ვიღაცამ ამბავი მიუტანა იერიხონის მეფეს: ‘ღამით ორი ისრაელი მოვიდა ჩვენი მიწის დასაზვერად’. მეფემ რახაბთან თავისი ხალხი გაგზავნა, რომლებმაც უბრძანეს რახაბს: ‘გამოიყვანე სახლიდან ის კაცები!’ მაგრამ რახაბმა მზვერავები სხვენზე დამალა. მან მეფის ხალხს უთხრა: ‘ვიღაც კაცები კი მოვიდნენ ჩემს სახლში, მაგრამ არ ვიცი, სადაურები იყვნენ. ისინი შებინდებულზე წავიდნენ აქედან, სანამ ქალაქის კარიბჭეს ჩაკეტავდნენ. თუ იჩქარებთ, დაეწევით!’ კაცები მზვერავებს დაედევნენ.

მათი წასვლისთანავე რახაბი სხვენზე ავიდა და მზვერავებს უთხრა: ‘ვიცი, რომ იეჰოვა ამ მიწას მოგცემთ. გაგებული გვაქვს, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, და როგორ დაამარცხეთ მეფე სიხონი და მეფე ოგი. მე სიკეთე გაგიკეთეთ, ამიტომ, გთხოვთ, თქვენც სიკეთით გადამიხადეთ — გადამირჩინეთ დედ-მამა და და-ძმები’.

მზვერავები შეჰპირდნენ რახაბს, რომ ასეც მოიქცეოდნენ, მაგრამ მას რაღაც უნდა გაეკეთებინა. ‘ეს წითელი თოკი სარკმელზე გადმოკიდე, — უთხრეს მზვერავებმა, — და შენს სახლში შეკრიბე ყველა შენი ნათესავი. როცა იერიხონის ასაღებად მოვალთ, დავინახავთ ამ თოკს და შენს სახლში არავის მოვკლავთ’. მზვერავები დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან და ყველაფერი უამბეს.

გაიგეთ მეტი

რახაბმა ირწმუნა იეჰოვა

წაიკითხე და გაიგე, როგორ გადარჩნენ რახაბი და მისი ოჯახის წევრები იერიხონის განადგურებისას.

რახაბი „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“

როგორ შეიძლება რახაბის ისტორიიდან იმის დანახვა, რომ იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს აფასებს? რას ვსწავლობთ რახაბის რწმენისგან?