არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 50

ორი მამაცი ქალი

ორი მამაცი ქალი

გაჭირვებაში მყოფმა ისრაელებმა იეჰოვას მოუხმეს. დასახმარებლად იეჰოვამ მათ მამაცი წინამძღოლები დაუყენა. ბიბლიაში მათ მსაჯულები ეწოდებათ. პირველი მსაჯული იესო ნავეს ძე იყო. ოთნიელი, ეჰუდი და შამგარიც მსაჯულები იყვნენ. მაგრამ მათ შორის, ვინც ისრაელს ეხმარებოდა, ორი ქალიც იყო — დებორა და იაელი.

დებორა წინასწარმეტყველი იყო. იეჰოვა მისი მეშვეობით უცხადებდა ხალხს, რა მოხდებოდა. დებორა მსაჯულიც იყო. ის პალმის ხის ქვეშ იჯდა ქვეყნის მთიან მხარეში და ხალხი დახმარებისთვის მასთან მიდიოდა.

იმ დროს ქანაანში იაბინი მეფობდა. მას 900 საომარი ეტლი ჰქონდა და იმდენად ძლიერი ჯარი ჰყავდა, რომ ისრაელთა დიდი ნაწილი მას ემსახურებოდა. იაბინის ჯარის მხედართმთავარს სისარა ერქვა.

ერთ დღეს დებორამ მსაჯული ბარაკი თავისთან დაიბარა და უთხრა: ‘იეჰოვამ თქვა: შეკრიბე 10 000 კაცი და თაბორის მთასთან მიიყვანე. იქ მოგიყვან სისარას და ხელში ჩაგიგდებ მას და მის ჯარს’.

ბარაკმა მიუგო: ‘თუ წამომყვები, წავალ’. დებორა გაჰყვა, მაგრამ უთხრა: ‘ვეღარ მიიღებ დიდებას ამ გამარჯვებიდან, რადგან იეჰოვა ქალის ხელში ჩააგდებს სისარას’. ეს ასეც მოხდა.

ბარაკი დაეშვა თაბორის მთიდან, რომ სისარას მეომრებს შებრძოლებოდა. მოულოდნელად იეჰოვამ წყალდიდობა გამოიწვია და მტრის უამრავი მეომარი დაიხრჩო. სისარა გადმოხტა ეტლიდან და გაიქცა.

ცოტა ხანში ის იაელის კარავს მიადგა. იაელმა შეიპატიჟა კარავში და რძე დაალევინა. სისარას ძილი მოერია და მალე ჩაეძინა კიდეც. იაელმა აიღო კარვის პალო და ამ ბოროტ კაცს თავი გაუხვრიტა. მოგვიანებით, როცა ბარაკი მივიდა, იაელმა მკვდარი სისარა უჩვენა. დებორას სიტყვები გამართლდა.

ბოლოს მეფე იაბინიც მოკლეს და ისრაელში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა.