წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 37

თაყვანისმცემლობის კარავი

თაყვანისმცემლობის კარავი

იცი, ეს რა არის? ეს არის იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი კარავი. ხალხმა მისი კეთება ეგვიპტის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ დაასრულა. იცი, ვინ განიზრახა მისი აგება?

ეს იეჰოვას განზრახვა იყო. სინას მთაზე ასულ მოსეს იეჰოვამ უთხრა, როგორ უნდა გაეკეთებინა ის. კარავი ადვილად დასაშლელი უნდა ყოფილიყო. ამგვარად შესაძლებელი იქნებოდა კარვის სხვა ადგილზე გადატანა და აწყობა. უდაბნოში მოგზაურობის დროს ისრაელებს კარავი თან დაჰქონდათ.

ხედავ კარვის ბოლოს პატარა ოთახში ყუთს? ამ ყუთს შეთანხმების კიდობანი ეწოდება. ყუთის ორივე მხარეზე დამაგრებულია ორი ოქროს ქერუბიმი ანუ ანგელოზი. ღმერთმა ახლიდან დაწერა ათი მცნება ქვის ორ ფილაზე, რადგან პირველი ფილები მოსემ დაამსხვრია. ქვის ორი ფილა შეთანხმების კიდობანში ინახებოდა. კიდობანში პატარა ჭურჭლით მანანაც ინახებოდა. გახსოვს, რა იყო მანანა?

იეჰოვამ მღვდელმთავრად მოსეს ძმა აარონი აირჩია. ის ეხმარებოდა ხალხს, რომ იეჰოვასთვის თაყვანი ეცათ. მისი ვაჟებიც მღვდლები იყვნენ.

ახლა კარვის დიდ ოთახს შეხედე. ის პატარა ოთახზე ორჯერ დიდია. ხედავ პატარა ყუთს, რომელსაც კვამლი ასდის? ეს არის სამსხვერპლო, რომელზეც მღვდლები სურნელოვან საკმეველს აკმევდნენ. აქვე დგას სალამპრე შვიდი ლამპრით და მაგიდა. მაგიდაზე 12 პური აწყვია.

კარვის ეზოში დგას წყლით სავსე დიდი ჭურჭელი. მღვდლები ამ წყალს ხელ-ფეხის დასაბანად იყენებდნენ. აქვეა დიდი სამსხვერპლო, რომელზეც დაკლულ ცხოველებს სწირავდნენ იეჰოვას. კარავი ბანაკის შუაგულში იდგა, ისრაელები კი საცხოვრებელ კარვებს მის გარშემო დგამდნენ.