წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 53

იფთახის დაპირება

იფთახის დაპირება

შეპირებიხარ ვინმეს რამეს და გაგჭირვებია შესრულება? ამ კაცს, რომელსაც სურათზე ხედავ, გაუჭირდა დაპირების შესრულება და ამიტომ არის დაღონებული. ეს კაცი ისრაელის მამაცი მსაჯული იფთახია.

იფთახი იმ დროს ცხოვრობდა, როცა ისრაელი აღარ სცემდა იეჰოვას თაყვანს. ისინი ცუდ საქმეებს დაუბრუნდნენ. იეჰოვამ ნება დართო ამონელებს, შეევიწროებინათ ისინი. ამიტომ ისრაელებმა შეჰღაღადეს იეჰოვას: ‘შეგცოდეთ. გვიხსენი გასაჭირისგან!’

ისრაელებმა მოინანიეს თავიანთი ცუდი საქციელი და კვლავ იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. იეჰოვამაც გაუწოდა ისრაელს დახმარების ხელი.

ხალხმა იფთახი აირჩია მეთაურად, რომ ბოროტ ამონელებს შებრძოლებოდნენ. იფთახს სურდა, რომ იეჰოვა დახმარებოდა ომში. ამიტომ ის დაჰპირდა იეჰოვას: ‘თუ ამონელებზე გამამარჯვებინებ, პირველს, ვინც ჩემი სახლიდან შემომეგებება, შენ მოგცემ’.

იეჰოვამ მოუსმინა იფთახს და გაამარჯვებინა. იცი, ვინ შეეგება პირველი სახლში დაბრუნებულ იფთახს? მისი ერთადერთი ქალიშვილი. ‘ვაიმე, შვილო! როგორ დამამწუხრე! — ტიროდა იფთახი. — მაგრამ სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ’.

თავიდან იფთახის ქალიშვილიც დანაღვლიანდა, როცა მამის დაპირების შესახებ გაიგო. მას მამა და მეგობრები უნდა დაეტოვებინა და მთელი სიცოცხლე იეჰოვას კარავში უნდა გაეტარებინა შილოში. მან მამას უთხრა: ‘თუ დაჰპირდი იეჰოვას, უნდა შეუსრულო კიდეც’.

იფთახის ქალიშვილი წავიდა შილოში და მთელი დარჩენილი სიცოცხლე იეჰოვას ემსახურებოდა კარავში. ყოველ წელს ისრაელი ქალები ოთხი დღით მიდიოდნენ მასთან და ამხნევებდნენ. ხალხს უყვარდა იფთახის ქალიშვილი, რადგან ის იეჰოვას ერთგული მსახური იყო.