წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 43

ისრაელის ახალი წინამძღოლი

ისრაელის ახალი წინამძღოლი

მოსეს სურდა, რომ ისრაელებთან ერთად შესულიყო ქანაანის მიწაზე. ის სთხოვდა ღმერთს: ‘იეჰოვა, ნება მომეცი, რომ გადავლახო მდინარე იორდანე და ვნახო მადლიანი მიწა’. მაგრამ იეჰოვამ უთხრა: ‘კმარა! მეტად აღარ დამელაპარაკო ამაზე!’ გაინტერესებს, რატომ უპასუხა იეჰოვამ ასე?

გაიხსენე, რა მოხდა, როცა მოსემ კლდეს ჯოხი დაარტყა. მან და აარონმა იეჰოვა არ განადიდეს. მათ არ უთხრეს ხალხს, რომ კლდიდან წყალს იეჰოვა აძლევდათ. ამიტომ უთხრა იეჰოვამ მათ, რომ ქანაანის მიწაზე ვერ შევიდოდნენ.

აარონის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, იეჰოვამ მოსეს უთხრა: ‘წაიყვანე იესო ნავეს ძე ელეაზარ მღვდელთან და ხალხთან და ყველას გასაგონად თქვი, რომ იესო ნავეს ძე ახალი წინამძღოლი იქნება’. როგორც სურათზე ვხედავთ, მოსე ზუსტად ასრულებს იეჰოვას მითითებას.

იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: ‘გამაგრდი და ნურაფრის შეგეშინდება. შენ წაუძღვები ისრაელებს ქანაანის მიწაზე, რომელიც მე აღგითქვით. მე შენთან ვიქნები’.

მოგვიანებით იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ მოაბში ნებოს მთაზე ასულიყო. ამ მთიდან მოსეს შეეძლო დაენახა მდინარე იორდანის გადაღმა მდებარე ქანაანის მშვენიერი მიწა. იეჰოვამ უთხრა: ‘აბრაამს, ისაკსა და იაკობს აღვუთქვი, რომ ამ მიწას მათ შთამომავლებს მივცემდი. დაგანახვე, მაგრამ იქ არ შეგიყვან’.

მოსე ნებოს მთაზე გარდაიცვალა. ის 120 წლისა იყო, მაგრამ მხნედ გამოიყურებოდა და თვალიც კარგად უჭრიდა. მისმა სიკვდილმა ხალხი ძალიან დაამწუხრა. თუმცა უხაროდათ, რომ იესო ნავეს ძე მათი ახალი წინამძღოლი იყო.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — იესო ნავეს ძე

როგორ დაამხვეს იესო ნავეს ძემ და მისმა ჯარმა იერიხონის გალავანი? გაიგე მეტი ამ უშიშარი ბიბლიური პერსონაჟის შესახებ!