არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 47

ქურდი ისრაელში

ქურდი ისრაელში

რას მალავს ეს კაცი თავის კარავში? ლამაზ მოსასხამს, ოქროს ზოდსა და ვერცხლის ფულს. მან იერიხონიდან წამოიღო ისინი. მაგრამ გახსოვს, რა უნდა ექნათ იერიხონში ნაპოვნი ნივთებისთვის?

ოქრო-ვერცხლი იეჰოვას საგანძურში უნდა მიეტანათ, სხვა ყველაფერი კი უნდა გაენადგურებინათ. მაგრამ აქანი და მისი ოჯახი, რომლებსაც სურათზე ხედავ, არ დაემორჩილნენ იეჰოვას. მათ მიითვისეს ის, რაც ღმერთს ეკუთვნოდა. მოდი ვნახოთ, რა მოხდა შემდეგ.

მალევე, რაც აქანმა ეს ნივთები მოიპარა, იესო ნავეს ძემ მეომრების ნაწილი ქალაქ აის დასაპყრობად გაგზავნა. მაგრამ ისინი დამარცხდნენ ბრძოლაში. ზოგი მოკლეს, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს. იესო ნავეს ძე ძალიან დამწუხრდა. ის დამხობილი ლოცულობდა: ‘იეჰოვა, რატომ დაუშვი ეს?’

იეჰოვამ უთხრა: ‘ადექი! შესცოდა ისრაელმა. მათ ის აიღეს, რაც უნდა გაენადგურებინათ ან საგანძურში მიეტანათ. მათ მოიპარეს ლამაზი მოსასხამი და დამალეს. არ გაკურთხებთ, სანამ არ გაანადგურებთ ამ მოსასხამს და ქურდს’. ის დაჰპირდა იესო ნავეს ძეს, რომ ქურდის პოვნაში დაეხმარებოდა.

იესო ნავეს ძემ შეკრიბა მთელი ხალხი და იეჰოვამ ბოროტი აქანი გამოარჩია. აქანმა თქვა: ‘შევცოდე. დავინახე ლამაზი მოსასხამი, ოქროს ზოდი და ვერცხლის ფული. ისე მომეწონა, რომ მოვიპარე და ჩემი კარვის შუაგულში ჩავფალი მიწაში’.

როცა მიუტანეს ეს ნივთები, იესო ნავეს ძემ აქანს უთხრა: ‘რატომ დაგვატეხე თავს უბედურება? იეჰოვა დღესვე დაგატეხს უბედურებას!’ მთელმა ხალხმა ქვებით ჩაქოლა აქანი და მისი ოჯახი. აქედან ვსწავლობთ, რომ არ უნდა ავიღოთ ის, რაც ჩვენი არ არის.

ისრაელებმა კვლავ გაილაშქრეს ქალაქ აის წინააღმდეგ და იეჰოვას დახმარებით გაიმარჯვეს.