წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 39

აარონის კვერთხი აყვავდა

აარონის კვერთხი აყვავდა

შეხედე, კვერთხმა ნუშის ყვავილები და ნაყოფი გამოიღო! ეს აარონის კვერთხია. ის ერთ ღამეში აყვავდა კიდეც და ნაყოფიც გამოიღო. მოდი გავიგოთ, რა მოხდა.

ისრაელები უკვე დიდი ხანი იყო, რაც უდაბნოში დაეხეტებოდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ არც მოსე უნდა ყოფილიყო მათი წინამძღოლი და არც აარონი — მღვდელმთავარი. ასე ფიქრობდნენ კორახი, დათანი, აბირამი და სხვა 250 თავკაცი. ისინი მივიდნენ მოსესთან და უთხრეს: ‘რატომ დაგვიდექი წინამძღოლად?’

მოსემ კორახსა და მის თანამოაზრეებს უპასუხა: ‘ხვალ დილით იეჰოვას კარავთან მოიტანეთ საცეცხლურები და შიგ საკმეველი ჩადეთ. ვნახოთ, ვის აირჩევს იეჰოვა’.

მეორე დღეს კორახი და მისი 250 თანამოაზრე კარავთან მივიდნენ. მათ სხვებმაც აუბეს მხარი. იეჰოვა ძალიან გაბრაზდა. მოსემ უთხრა ხალხს: ‘გაეცალეთ ამ უკეთური კაცების კარვებს! მათსას არაფერს შეეხოთ’. ხალხი დაემორჩილა და კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს გაეცალა.

ამის შემდეგ მოსემ თქვა: ‘გაიგებთ, ვინ აირჩია იეჰოვამ: მიწა პირს გახსნის და შთანთქავს ამ ბოროტ ხალხს’.

ამ სიტყვების თქმისთანავე გაიხსნა მიწა. კორახის კარავი და ქონება, ასევე დათანი, აბირამი და მათთან მყოფი ხალხი შიგ ჩაცვივდნენ და მიწამ პირი შეკრა. როცა ხალხს მათი ყვირილი მოესმა, თქვეს: ‘გავიქცეთ, ჩვენც რომ არ გვშთანთქოს მიწამ!’

კორახი და მისი 250 თანამოაზრე ჯერ კიდევ იეჰოვას კარავთან იდგნენ. იეჰოვასგან გამოსულმა ცეცხლმა შთანთქა ისინი. იეჰოვამ აარონის ვაჟს, ელეაზარს უთხრა, აეღო იმ კაცთა საცეცხლურები და მათგან თხელი ფირფიტები გაეკეთებინა სამსხვერპლოს დასაფარავად. ეს ფირფიტები ისრაელებს შეახსენებდა, რომ იეჰოვას წინაშე აარონისა და მისი ვაჟების გარდა, სხვას არავის უნდა ემსახურა მღვდლად.

იეჰოვას სურდა, ყველასთვის ნათელი გაეხადა, რომ აარონი და მისი ვაჟები აირჩია მღვდლებად. ამიტომ მოსეს უთხრა: ‘ისრაელის ტომების ყველა თავკაცმა მოიტანოს თავისი კვერთხი. ლევის ტომიდან კვერთხი აარონმა მოიტანოს. კვერთხები შეთანხმების კიდობნის წინ დააწყვე კარავში. ვისაც მღვდლად ავირჩევ, მისი კვერთხი აყვავდება’.

მეორე დილას მოსემ ნახა, რომ აარონის კვერთხი აყვავებულიყო და ნაყოფი გამოეღო! მიხვდი, რატომ აყვავდა აარონის კვერთხი?

გაიგეთ მეტი

აარონის ბიბლიური ბარათი

რატომ ვერ შევიდა აარონი აღთქმულ მიწაზე?