არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 32

ათი სასჯელი

ათი სასჯელი

დააკვირდი სურათებს. მათზე ნაჩვენებია ის სასჯელები, რომლებიც იეჰოვამ დაატეხა ეგვიპტეს. პირველ სურათზე ხედავ, რომ აარონმა მდინარე ნილოსს ჯოხი დაჰკრა და წყალი სისხლად იქცა. თევზები დაიხოცნენ და მდინარე აყროლდა.

ამის შემდეგ იეჰოვამ ბაყაყები ამოიყვანა ნილოსიდან. ღუმლებში, ჭურჭელში და საწოლებში, ერთი სიტყვით ყველგან, ბაყაყები იყვნენ. როცა ბაყაყები დაიხოცნენ, ეგვიპტელებმა გროვებად დაყარეს და მთელი ქვეყანა აყროლდა.

შემდეგ აარონმა მიწას დაარტყა ჯოხი და მტვერი მწერებად იქცა. ისინი ადამიანებს კბენდნენ. მწერების შემოსევა ეგვიპტისთვის მესამე სასჯელი იყო.

დანარჩენი სასჯელები იეჰოვამ მხოლოდ ეგვიპტელებს დაატეხა თავს. მეოთხე სასჯელის დროს ეგვიპტელთა სახლებს ბუზანკალი შეესია, ხოლო მეხუთე სასჯელის დროს მათი საქონლის დიდი ნაწილი ჭირმა გაწყვიტა.

შემდეგ მოსემ და აარონმა ჭვარტლი ააფრქვიეს ცისკენ. ხალხსაც და ცხოველებსაც მუწუკები გაუჩნდა. ეს მეექვსე სასჯელი იყო.

ამის შემდეგ მოსემ ხელი გაიწოდა ზეცისკენ და იეჰოვამ ჭექა-ქუხილი და სეტყვა მოუვლინა ეგვიპტეს. ეგვიპტელებს ასეთი სეტყვა არ ახსოვდათ.

მერვე სასჯელი კალიების შემოსევა იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ ეგვიპტელებს არ უნახავთ ამდენი კალია. რაც სეტყვას გადაურჩა, კალიებმა შეჭამეს.

მეცხრე სასჯელი სიბნელე იყო. სამი დღის მანძილზე მთელი ქვეყანა უკუნმა სიბნელემ მოიცვა, ისრაელების საცხოვრებელში კი სინათლე იყო.

ბოლოს ღმერთმა უთხრა ისრაელებს, რომ კარის წირთხლებზე თხის ან ბატკნის სისხლი წაეცხოთ. მთელ ეგვიპტეში ღვთის ანგელოზმა ჩამოიარა. როცა ანგელოზი წირთხლებზე წასმულ სისხლს ხედავდა, იმ სახლში არავის კლავდა. მაგრამ იქ, სადაც წირთხლებზე სისხლი არ ესვა, ღვთის ანგელოზმა ადამიანთა და ცხოველთა პირმშოები დახოცა. ეს მეათე სასჯელი იყო.

ამ სასჯელის შემდეგ ფარაონმა უთხრა ისრაელებს, რომ წასულიყვნენ. ღვთის ხალხი წასასვლელად მზად იყო, ამიტომ იმავე ღამეს დაიწყეს ეგვიპტიდან გასვლა.

გაიგეთ მეტი

შესასწავლი მასალა ოჯახური თაყვანისცემისთვის

ღმერთმა მოსე ეგვიპტეში გაგზავნა

მოსეს და აარონს დიდი გაბედულება სჭირდებოდათ, რომ ძლევამოსილი ფარაონის წინაშე წარმდგარიყვნენ. ჩამოტვირთეთ ეს სავარჯიშოები და ოჯახთან ერთად განიხილეთ.