წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 16

ისაკი და რებეკა

ისაკი და რებეკა

იცი, ვინ არის ეს ქალი? ის რებეკაა, კაცი კი, რომლისკენაც ის მიდის, ისაკია. რებეკა ცოლად უნდა გაჰყვეს ისაკს. მოდი მეტი გავიგოთ მათ შესახებ.

აბრაამს სურდა, რომ ისაკს კარგი ცოლი მოეყვანა. მას არ უნდოდა, რომ ისაკს ქანაანელი ქალი შეერთო ცოლად, რადგან ქანაანელები ცრუღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ამიტომ აბრაამმა დაუძახა მსახურს და უთხრა: ‘წადი ხარანში, ჩემს ნათესავებთან და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს, ისაკს’.

მსახური დაემორჩილა აბრაამს, წაიყვანა ათი აქლემი და გაუდგა გზას. ხარანს რომ მიუახლოვდა, ჭასთან შეჩერდა. საღამო ხანს ქალაქიდან ქალები წყლის ამოსაღებად მიდიოდნენ ჭასთან. აბრაამის მსახურმა ლოცვაში სთხოვა იეჰოვას: ‘დაე, ის იყოს ისაკის საცოლე, რომელიც მეც დამალევინებს წყალს და ჩემს აქლემებსაც დაარწყულებს’.

მალევე ჭასთან რებეკა მივიდა წყლის ამოსაღებად. როდესაც აბრაამის მსახურმა სთხოვა წყალი, მან დაალევინა, შემდეგ კი აქლემებიც დაურწყულა. აქლემების დარწყულება ადვილი არ არის, რადგან ისინი ძალიან ბევრ წყალს სვამენ.

ბოლოს აბრაამის მსახურმა გამოჰკითხა რებეკას, ვისი შვილი იყო და შეიძლებოდა თუ არა მათთან ღამის გათევა. რებეკამ უპასუხა: ‘ბეთუელის ასული ვარ და ღამის გასათევი ადგილიც გვაქვს’. აბრაამის მსახურმა იცოდა, რომ ბეთუელი აბრაამის ძმის, ნახორის, შვილი იყო. მან მუხლი მოიყარა და იეჰოვას მადლობა გადაუხადა, რომ აბრაამის ნათესავებთან მიიყვანა.

იმავე საღამოს აბრაამის მსახურმა თავისი მისვლის მიზეზი გაუმხილა ბეთუელსა და რებეკას ძმას, ლაბანს. ორივე თანახმა იყო, რებეკა ისაკს გაჰყოლოდა ცოლად. მაგრამ რას ფიქრობდა თვითონ რებეკა? ისიც თანახმა იყო. მეორე დღეს მათ მოამზადეს აქლემები და ქანაანისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგნენ.

როცა მათ სახლამდე მიაღწიეს, საღამო ხანი იყო. რებეკამ მინდორში მოსეირნე კაცი დაინახა. ეს კაცი ისაკი იყო. მას ძალიან გაუხარდა რებეკას დანახვა. უკვე სამი წელი იყო, რაც ისაკი თავის გარდაცვლილ დედას, სარას გლოვობდა. ახლა ისაკს რებეკა შეუყვარდა და უწინდელი ხალისიც დაუბრუნდა.

გაიგეთ მეტი

რებეკას შესანიშნავი თვისებები

ჩამოტვირთე სურათი და ბიბლიის დახმარებით გაიგე, თუ როგორ შეგიძლია მიჰბაძო რებეკას.

რებეკას იეჰოვას გულის გახარება უნდოდა

როგორ მივბაძოთ რებეკას? წაიკითხე ეს ბიბლიური ისტორია და უკეთ გაიცანი რებეკა.