წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 21

ძმებს სძულდათ იოსები

ძმებს სძულდათ იოსები

ნახე, რა უიმედოდ და საცოდავად გამოიყურება იოსები. საკუთარმა ძმებმა ის ეგვიპტეში მიმავალ კაცებს მიჰყიდეს. ეგვიპტეში მას მონად გაჰყიდიან. რატომ ჩაიდინეს მისმა ნახევარძმებმა ასეთი ბოროტება? იმიტომ, რომ შურდათ იოსების.

მათ მამას, იაკობს, ძალიან უყვარდა იოსები და მისთვის ლამაზი, ზოლებიანი ტანსაცმელი დაამზადებინა. როცა ათმა უფროსმა ძმამ დაინახა, როგორ უყვარდა მამას იოსები, შეშურდათ და შეიძულეს ის. მაგრამ სიძულვილისთვის მათ სხვა მიზეზიც ჰქონდათ.

იოსებმა ორი სიზმარი ნახა. ორივე სიზმარში ძმები თაყვანს სცემდნენ მას. როცა იოსებმა ძმებს სიზმრები მოუყვა, მათი სიძულვილი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ერთ დღეს, როცა იოსების უფროსი ძმები მამის ცხვარს მწყემსავდნენ, მამამ იოსებს სთხოვა, ძმები მოენახულებინა. დაინახეს თუ არა ძმებმა იოსები, ერთმანეთს უთხრეს: ‘მოდი მოვკლათ!’ მაგრამ უფროსმა ძმამ, რეუბენმა თქვა: ‘არა, არ ჩაიდინოთ ასეთი რამ!’ მათ შეიპყრეს იოსები და ამომშრალ ჭაში ჩააგდეს. მერე დასხდნენ და მსჯელობა დაიწყეს, რა გაეკეთებინათ.

ამ დროს ისმაელელმა კაცებმა ჩამოიარეს. იუდამ ნახევარძმებს უთხრა: ‘მოდი, იოსები ისმაელელებს მივყიდოთ’. ისინი დასთანხმდნენ და იოსები 20 ვერცხლად გაყიდეს. რა სიბოროტე და სისასტიკეა!

რას ეტყოდნენ ძმები მამას? მათ დაკლეს თხა, იოსების ტანსაცმელი სისხლში ამოსვარეს, მამას მიუტანეს და უთხრეს: ‘ეს ვიპოვეთ, ნახე, იოსებისა ხომ არ არის?’

იაკობმა შვილის ტანსაცმელი იცნო. ‘ეტყობა ნადირმა შეჭამა!’ — წამოიძახა მან. იოსების ძმებმაც ხომ ეს ჩაიფიქრეს. იაკობმა ძალიან განიცადა შვილის დაკარგვა და დიდხანს გლოვობდა მას. მაგრამ იოსები არ მომკვდარა. მოდი ვნახოთ, რა გადახდა მას.

გაიგეთ მეტი

იოსები მონად გაყიდეს

ჩამოტვირთე და ამობეჭდე ეს გასაფერადებელი გვერდი და მოძებნე ორი რამ, რაც არ შეესაბამება ბიბლიურ ისტორიას.

იოსები ეგვიპტის მიწაზე

როგორ შეგიძლია გული გაუხარო იეჰოვას მაშინაც კი, თუ არავინ გხედავს? წაიკითხე ეს ბიბლიური ისტორია და ისწავლე იოსების მაგალითზე.