წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 26

ღვთის ერთგული იობი

ღვთის ერთგული იობი

გეცოდება ეს ავადმყოფი კაცი? მას იობი ჰქვია, ქალი კი მისი ცოლია. იცი, რას ეუბნება ის იობს? ‘დაგმე ღმერთი და მოკვდი’. მოდი გავიგოთ, რატომ ამბობს მისი ცოლი ამას და რატომ იტანჯება იობი?

იობი იეჰოვას ერთგული და მორჩილი კაცი იყო. ის ქანაანთან ახლოს, უცის მიწაზე ცხოვრობდა. იეჰოვას ძალიან უყვარდა იობი, მაგრამ ერთ ვიღაცას სძულდა. იცი, ვის?

იობი სატანა ეშმაკს სძულდა. გახსოვს, სატანა ბოროტი ანგელოზია, რომელსაც არ უყვარს იეჰოვა? მან ადამი და ევა იეჰოვას წინააღმდეგ განაწყო და ეგონა, რომ ყველას შეცდენას შეძლებდა, მაგრამ ვერ შეძლო. გაიხსენე, რამდენი ერთგული მამაკაცისა და ქალის შესახებ წავიკითხეთ. გახსოვს მათი სახელები?

ეგვიპტეში იაკობისა და იოსების სიკვდილის შემდეგ მთელ დედამიწაზე იეჰოვას ყველაზე ერთგული მსახური იობი იყო. იეჰოვას სურდა, სატანისთვის ეჩვენებინა, რომ ყველას ვერ გააბოროტებდა. ამიტომ უთხრა: ‘შეხედე იობს. ნახე, როგორ ერთგულად მემსახურება’.

‘ის ერთგულია, რადგან შენ დიდი ქონებით აკურთხე, — უპასუხა სატანამ. — მაგრამ, თუ მთელ ქონებას წაართმევ, დაგგმობს’.

‘წადი, წაართვი ყველაფერი და რაც გინდა, ის დამართე იობს. ნახავ, თუ დამგმობს. ოღონდ ფრთხილად იყავი, არ მოკლა’, — უთხრა იეჰოვამ სატანას.

სატანამ იობის საქონელი და აქლემები ქურდებს მოაპარინა, ცხვარი კი გაუწყვიტა. შემდეგ ქარიშხლით ათივე შვილი მოუკლა. ბოლოს იობს საშინელი სენი შეჰყარა. ის ძალიან იტანჯებოდა. სწორედ ამიტომ უთხრა ცოლმა: ‘დაგმე ღმერთი და მოკვდი’. მაგრამ იობი ასე არ მოიქცა. ის სამმა მეგობარმაც მოინახულა და უთხრა, რომ ცოდვის გამო იტანჯებოდა. ყველაფრის მიუხედავად, იობი ერთგული დარჩა.

მისმა ერთგულებამ იეჰოვა ძალიან გაახარა და, როგორც ამ სურათზე ხედავ, იეჰოვამ აკურთხა იობი და გამოაჯანმრთელა. იობს კიდევ 10 მშვენიერი შვილი შეეძინა, ცხვარ-ძროხა და აქლემები კი ადრინდელზე ორჯერ მეტი ჰყავდა.

იქნები შენც იობივით ყოველთვის იეჰოვას ერთგული? მაშინ იეჰოვა შენც გაკურთხებს და მარადიულად იცხოვრებ დედამიწაზე, რომელიც ედემის ბაღივით ლამაზი იქნება.

გაიგეთ მეტი

ბიბლიური ბარათი — იობი

იობის მაგალითი გამბედაობას გვმატებს, რომ ერთგულება შევინარჩუნოთ ნებისმიერი განსაცდელის დროს. ჩამოტვირთე ეს ბიბლიური ბარათი და გაიგე მეტი.