არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 18

იაკობი ხარანში

იაკობი ხარანში

იცი, ვინ არიან ეს კაცები, ვისაც იაკობი ელაპარაკება? ისინი მწყემსები არიან. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ იაკობი მათ ჭასთან შეხვდა და ჰკითხა: ‘საიდანა ხართ?’

‘ხარანიდან’, — მიუგეს მათ.

‘იცნობთ ლაბანს?’ — ჰკითხა იაკობმა.

‘დიახ, — უპასუხეს მათ. — აი მისი ქალიშვილი რახელი ცხვარს მოერეკება’. ხედავ სურათზე რახელს?

როდესაც რახელი მამამისის, ლაბანის, ცხვართან ერთად მივიდა ჭასთან, იაკობმა ლოდი გადააგორა, რომ ცხვარს წყალი დაელია. მერე რახელს აკოცა და უთხრა, ვინც იყო. რახელი გახარებული დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის მამას, ლაბანს მოუყვა.

ლაბანს ძალიან გაუხარდა, რომ იაკობი მასთან დარჩა. ერთხელ იაკობმა რახელის ხელი სთხოვა ლაბანს. ლაბანი სიხარულით დასთანხმდა. თუმცა იაკობს უთხრა, რომ რახელის გულისთვის შვიდი წელი უნდა ემსახურა. იაკობს ძალიან უყვარდა რახელი და უარი არ უთქვამს. მაგრამ იცი, რა მოხდა ქორწილის დღეს?

ლაბანმა რახელის ნაცვლად იაკობს უფროსი ქალიშვილი, ლეა მიათხოვა. როცა იაკობი დათანხმდა, ლაბანისთვის კიდევ შვიდი წელი ემსახურა, ლაბანმა რახელიც მიათხოვა. მაშინ ღმერთი არ კრძალავდა მრავალცოლიანობას. მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, დღეს კაცს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს.