არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 17

განსხვავებული ტყუპები

განსხვავებული ტყუპები

ეს ბიჭები ძმები არიან, მაგრამ სულ არ ჰგვანან ერთმანეთს. იცი მათი სახელები? მონადირე ბიჭს ესავი ჰქვია, მწყემსს კი — იაკობი.

ესავი და იაკობი ისაკისა და რებეკას ტყუპი შვილები იყვნენ. ისაკს ძალიან უყვარდა ესავი, რადგან ის კარგი მონადირე იყო და სახლში ნანადირევი მოჰქონდა; რებეკას კი იაკობი უფრო უყვარდა, რადგან ის მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო.

მათი პაპა აბრაამი ჯერაც ცოცხალი იყო. წარმოიდგინე, რა გაფაციცებით უსმენდა იაკობი აბრაამს, როცა ის იეჰოვაზე უყვებოდა. აბრაამი 175 წლის ასაკში მოკვდა. ამ დროს ტყუპები 15 წლისანი იყვნენ.

ესავი 40 წლისა იყო, როცა ორი ქანაანელი ქალი მოიყვანა ცოლად. ამან ისაკი და რებეკა ძალიან დაამწუხრა, რადგან ეს ქალები იეჰოვას არ სცემდნენ თაყვანს.

ერთ დღეს ესავი ძალიან განაწყენდა იაკობზე. დადგა დრო, როცა ისაკს უფროსი ვაჟი უნდა ეკურთხებინა. ესავი უფროსი იყო, ამიტომ მამისგან კურთხევას მოელოდა. თუმცა კურთხევის მიღების უფლება მან უკვე თავის ძმას, იაკობს, შეჭამანდში გაუცვალა. გარდა ამისა, ბიჭების დაბადებისას ღმერთმა თქვა, რომ კურთხევას იაკობი მიიღებდა. ეს ასეც მოხდა. ისაკმა იაკობი აკურთხა.

ეს რომ ესავმა გაიგო, ძალიან გაბრაზდა. ის იმდენად იყო განრისხებული, რომ იაკობს მოკვლას უპირებდა. რებეკა ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა, ამიტომ თავის ქმარს, ისაკს უთხრა: ‘საშინელება იქნება, თუ იაკობიც ქანაანელ ქალს მოიყვანს ცოლად’.

ისაკმა დაუძახა იაკობს და უთხრა: ‘არ შეირთო ცოლად ქანაანელი ქალი. წადი ხარანში, პაპაშენ ბეთუელის სახლში და მისი ვაჟის, ლაბანის ქალიშვილი მოიყვანე ცოლად’.

იაკობმა დაუჯერა მამას და დაადგა ხარანისკენ მიმავალ გრძელ გზას.

გაიგეთ მეტი

სურათები

იაკობი, ესავი და შეჭამანდი

გაიგე მეტი იაკობსა და ესავზე. ჩამოტვირთე ეს სურათი, ამობეჭდე და გააფერადე.