წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 28

როგორ გადარჩა ახალშობილი მოსე?

როგორ გადარჩა ახალშობილი მოსე?

ხედავ მტირალ ბავშვს, რომელიც ქალს თითზე ეჭიდება? ეს მოსეა. იცი, ვინ არის ეს ლამაზი ქალბატონი? ის ეგვიპტის ფარაონის ქალიშვილია.

მოსეს დედა სამ თვემდე მალავდა ბავშვს, რომ ეგვიპტელებს არ მოეკლათ. მან იცოდა, რომ ეგვიპტელები იპოვიდნენ ბავშვს, ამიტომ აი რა გააკეთა მის გადასარჩენად.

მან აიღო კალათი და ფისი წაუსვა, რომ წყალი არ შესულიყო; ჩააწვინა შიგ პატარა მოსე და კალათი ნილოსის ნაპირზე მაღალ ბალახებში ჩადგა. შემდეგ მოსეს დას, მირიამს უთხრა, თვალყური ედევნებინა.

მალე ნილოსზე საბანაოდ ფარაონის ქალიშვილი ჩავიდა. უცბად მან მაღალ ბალახებში კალათი შენიშნა. დაუძახა მსახურ გოგონას და უთხრა: ‘მომიტანე ის კალათი’. ფარაონის ქალიშვილმა კალათში ლამაზი ბავშვი ნახა. პატარა მოსე ტიროდა. ქალიშვილს ძალიან შეეცოდა ის და არ უნდოდა, რომ მოეკლათ.

ამ დროს მასთან მირიამმა მიირბინა. ხედავ მას სურათზე? მან ფარაონის ქალიშვილს ჰკითხა: ‘წავიდე და მოვიყვანო ბავშვისთვის ისრაელი ძიძა?’

‘წადი, მოიყვანე’, — უპასუხა ფარაონის ქალიშვილმა.

მირიამი სწრაფად გაიქცა დედასთან და ყველაფერი უამბო. მოსეს დედა მივიდა ფარაონის ქალიშვილთან. ‘წაიყვანე ეს ბავშვი და გაზარდე; გასამრჯელოს მოგცემ’, — უთხრა ფარაონის ქალიშვილმა.

ასე გაზარდა მოსეს დედამ საკუთარი შვილი. როცა მოსე წამოიზარდა, დედამ ის ფარაონის ქალიშვილს მიუყვანა. ფარაონის ქალიშვილმა იშვილა მოსე, ამიტომ ის ფარაონის სასახლეში გაიზარდა.

გაიგეთ მეტი

მოსე ეგვიპტეში იზრდებოდა

რას ვსწავლობთ მოსესგან, რომელიც ეგვიპტეში გაიზარდა? ჩამოტვირთეთ ეს სავარჯიშოები და ოჯახთან ერთად განიხილეთ.