წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

ნაწილი 2

წარღვნიდან ისრაელთა გათავისუფლებამდე

წარღვნიდან ისრაელთა გათავისუფლებამდე

წარღვნის დროს მხოლოდ რვა ადამიანი გადარჩა. დროთა განმავლობაში ისინი გამრავლდნენ და მათმა რიცხვმა ათასებს მიაღწია. წარღვნიდან 352 წლის შემდეგ დაიბადა აბრაამი. ჩვენ გავიგებთ, როგორ მისცა ღმერთმა აბრაამს დაპირებული შვილი, ისაკი. მოგვიანებით ღმერთმა ისაკის ორი ვაჟიდან იაკობი ამოირჩია.

იაკობს დიდი ოჯახი ჰქონდა; მას 12 ვაჟი და რამდენიმე ქალიშვილი ჰყავდა. იაკობის 10 ვაჟს სძულდა თავიანთი უმცროსი ძმა, იოსები, და ეგვიპტეში ის მონად გაყიდეს. წლების შემდეგ იოსები ეგვიპტის გავლენიანი მმართველი გახდა. როცა შიმშილობა ჩამოვარდა, იოსებმა გამოსცადა თავისი ძმები, რომ გაეგო, რა ჰქონდათ გულში. ბოლოს, ისრაელები, ანუ იაკობი და მისი ოჯახი, ეგვიპტეში გადავიდნენ საცხოვრებლად. ეს აბრაამის დაბადებიდან 290 წლის შემდეგ მოხდა.

ისრაელებმა ეგვიპტეში 215 წელი დაჰყვეს. იოსების სიკვდილის შემდეგ ისინი ეგვიპტელთა მონები გახდნენ. იმ ხანებში დაიბადა მოსე. ღმერთმა მისი მეშვეობით იხსნა ისრაელი მონობისგან. მეორე ნაწილში წავიკითხავთ 857 წლის მანძილზე მომხდარი მოვლენების შესახებ.

 

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 11

პირველი ცისარტყელა

რა უნდა გაგახსენდეთ ცისარტყელას დანახვაზე?

მოთხრობა 12

ბაბილონის კოშკი

ღმერთმა არ მოიწონა მათი საქმე, ხოლო მათთვის განკუთვნილი სასჯელი დღემდე მოქმედებს ჩვენზე.

მოთხრობა 13

ღვთის მეგობარი აბრაამი

რატომ დატოვა აბრაამმა თავისი კეთილმოწყობილი სახლი და რატომ იცხოვრა ცხოვრების დარჩენილი ნაწილი კარვებში?

მოთხრობა 14

ღმერთმა გამოსცადა აბრაამი

რატომ სთხოვა ღმერთმა აბრაამს, რომ თავისი შვილი ისაკი შეეწირა მსხვერპლად?

მოთხრობა 15

ლოტის ცოლი

ის, რაც ლოტის ცოლმა გააკეთა ჩვენთვის გაკვეთილია.

მოთხრობა 16

ისაკი და რებეკა

რატომ იყო რებეკა კარგი ცოლი? სილამაზის გამო, თუ სხვა მიზეზის გამო?

მოთხრობა 17

განსხვავებული ტყუპები

მამას, ისაკს ესავი უფრო უყვარდა, ხოლო დედას, რებეკას — იაკობი.

მოთხრობა 18

იაკობი ხარანში

იაკობს თავდაპირველად ლეა მოჰყავს ცოლად, თუმცა მას რახელი უყვარდა.

მოთხრობა 19

იაკობის დიდი ოჯახი

ისრაელის 12 ტომი იაკობის 12 ვაჟის სახელს ატარებდა?

მოთხრობა 20

დინა ხიფათს გადაეყარა

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დინამ ცუდი მეგობრები აირჩია.

მოთხრობა 21

ძმებს სძულდათ იოსები

რა უნდა აღძრას ადამიანი, რომ საკუთარი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტოს?

მოთხრობა 22

იოსები ციხეში

ციხეში იოსები იმის გამო არ მოხვდა, რომ რომელიმე კანონი დაარღვია, არამედ იმიტომ რომ სწორად მოიქცა.

მოთხრობა 23

ფარაონის სიზმრები

შვიდ ძროხასა და შვიდ თავთავს შორის რაღაც საერთოა.

მოთხრობა 24

იოსებმა გამოსცადა ძმები

როგორ შეეძლო იოსებს გაეგო შეიცვალნენ თუ არა მისი ძმები მას შემდეგ, რაც ის მონად გაყიდეს?

მოთხრობა 25

იაკობის ოჯახის ეგვიპტეში გადასვლა

რატომ ეწოდა იაკობის ოჯახს ისრაელები და არა იაკობელები?

მოთხრობა 26

ღვთის ერთგული იობი

იობმა დაკარგა ქონება, შვილები და ჯანმრთელობა. ღმერთმა დასაჯა ის?

მოთხრობა 27

ეგვიპტის ბოროტი მმართველი

რატომ უთხრა ფარაონმა თავის ხალხს, რომ ყველა ისრაელი ახალშობილი ბიჭი მოეკლათ?

მოთხრობა 28

როგორ გადარჩა ახალშობილი მოსე?

კანონის მიუხედავად მოსეს დედამ შეძლო მისი გადარჩენა.

მოთხრობა 29

რატომ გაიქცა მოსე?

მოსე 40 წლის ასაკში ფიქრობდა რომ მზად იყო, გაეთავისუფლებინა ისრაელები, თუმცა სინამდვილეში ის არ იყო ამისთვის მზად.

მოთხრობა 30

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

სასწაულების მეშვეობით ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ ახლა უკვე შეეძლო ისრაელების ეგვიპტიდან გათავისუფლება.

მოთხრობა 31

მოსე და აარონი ფარაონის წინაშე

რატომ არ მოუსმინა ფარაონმა მოსეს და რატომ არ გაუშვა ისრაელები?

მოთხრობა 32

ათი სასჯელი

ღმერთმა ეგვიპტეს 10 სასჯელი მოუვლინა, რადგან ეგვიპტის ფარაონმა უარი თქვა ისრაელების გაშვებაზე.

მოთხრობა 33

წითელი ზღვის გადაკვეთა

მოსემ ღვთის ძალით წითელი ზღვა შუაზე გაყო. ისრაელები მშრალ ფსკერზე გაიარეს.