არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 1

შემოქმედების დასაწყისი

შემოქმედების დასაწყისი

ყველაფერი, რაც კარგია, ღმერთმა შექმნა. მან მზე დღის სინათლისთვის შექმნა, მთვარე და ვარსკვლავები — ღამის გასანათებლად, დედამიწა კი — საცხოვრებლად.

მაგრამ იცი, ვინ შექმნა ღმერთმა მზეზე, მთვარეზე, ვარსკვლავებსა და დედამიწაზე ადრე? მან პირველად შექმნა თავისი მსგავსი სულიერი ქმნილებები. ეს ქმნილებები ღმერთივით უხილავები არიან. ბიბლია მათ ანგელოზებს უწოდებს. ღმერთმა ისინი ზეცაში საცხოვრებლად შექმნა.

პირველი ანგელოზი განსაკუთრებული იყო. ის ღვთის პირმშო იყო და მამას სხვა ყველაფრის შექმნაში დაეხმარა, მათ შორის მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და დედამიწის შექმნაში.

როგორი იყო მაშინ დედამიწა? თავიდან მასზე ცხოვრება შეუძლებელი იყო, რადგან მთელ დედამიწას ოკეანე ფარავდა. მაგრამ ღმერთს უნდოდა, მასზე ადამიანებს ეცხოვრათ. ამიტომ მან საცხოვრებელი პირობების შექმნა დაიწყო. რა გააკეთა მან?

თავდაპირველად, საჭირო იყო სინათლე. ამიტომ ღმერთმა დედამიწა მზის შუქით გაანათა. მან ისე გააკეთა, რომ დღეც ყოფილიყო და ღამეც. შემდეგ ღმერთმა ოკეანიდან ხმელეთი გამოაჩინა.

მაშინ დედამიწაზე არაფერი ხარობდა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც სურათზეა ნაჩვენები. არ იყო ყვავილები, ხეები და ცხოველები; არც თევზები იყო ოკეანეში. ღმერთს ძალიან ბევრი საქმე უნდა გაეკეთებინა, რომ დედამიწა ცხოველებისა და ადამიანებისთვის მშვენიერ საცხოვრებლად ექცია.