წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

 მოთხრობა 8

ბუმბერაზები დედამიწაზე

ბუმბერაზები დედამიწაზე

რას იფიქრებ ისეთ მაღალ ადამიანზე, რომელიც თავით ჭერს სწვდება? ალბათ, იფიქრებ, რომ ის ბუმბერაზია. ერთ დროს დედამიწაზე მართლა ცხოვრობდნენ ბუმბერაზები. ბიბლია ამბობს, რომ მათი მამები ზეციდან ჩამოსული ანგელოზები იყვნენ. მაგრამ როგორ მოხდა ეს?

გაიხსენე, ბოროტ ანგელოზ სატანას სურდა, რომ ყველა ბოროტი გამხდარიყო. ის ცდილობდა, ღვთის ანგელოზებიც გაებოროტებინა. დროთა განმავლობაში ზოგმა ანგელოზმა დაუჯერა სატანას და შეწყვიტა ზეცაში იმ საქმის კეთება, რაც ღმერთმა მათ დაავალა. ისინი ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ხორცი შეისხეს. იცი, რატომ მოიქცნენ ასე?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის ამ სულიერმა ძეებმა დაინახეს ლამაზი ქალები და მათთან ცხოვრება მოინდომეს. ისინი ჩამოვიდნენ დედამიწაზე და ცოლები შეირთეს. ბიბლია ამბობს, რომ ეს ცუდი საქციელი იყო, რადგან ღმერთმა ანგელოზები ზეცაში საცხოვრებლად შექმნა.

ანგელოზებისგან ქალებს ბავშვები შეეძინათ, რომლებიც სხვა ბავშვებისგან განსხვავდებოდნენ. თავიდან ეს შეიძლება შესამჩნევი არ იყო, მაგრამ როცა გაიზარდნენ და გაძლიერდნენ, ისინი ბუმბერაზები გახდნენ.

ბუმბერაზები ბოროტები, ძალიან დიდები და ძლიერები იყვნენ და სხვებს ჩაგრავდნენ. ისინი ცდილობდნენ, რომ ყველა მათსავით გაბოროტებულიყო.

ენოქი ცოცხალი აღარ იყო, თუმცა დედამიწაზე ერთი კარგი კაცი მაინც ცხოვრობდა. ეს იყო ნოე, რომელიც ყოველთვის ასრულებდა ღვთის ნებას.

ერთ დღეს ღმერთმა უთხრა ნოეს, რომ ბოროტი ადამიანების განადგურებას აპირებდა. თუმცა ის გადაარჩენდა ნოეს, მის ოჯახსა და ცხოველებს. მოდი გავიგოთ, როგორ გააკეთებდა ამას.