არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

ნაწილი 1

შემოქმედების დაწყებიდან წარღვნამდე

შემოქმედების დაწყებიდან წარღვნამდე

როგორ გაჩნდა ცა და დედამიწა? როგორ გაჩნდა მზე, მთვარე, ვარსკვლავები და დედამიწაზე მრავალი რამ? სწორ პასუხს ბიბლიიდან ვიგებთ. ბიბლიაში წერია, რომ ისინი ღმერთმა შექმნა. ჩვენს წიგნს შემოქმედების შესახებ მოთხრობებით დავიწყებთ.

ჩვენ გავიგებთ, რომ პირველად ღმერთმა შექმნა თავისი მსგავსი სულიერი ქმნილებები, ანგელოზები. შემდეგ მან დედამიწა ადამიანებისთვის შექმნა და პირველი კაცი და ქალი, ადამი და ევა, ულამაზეს ბაღში დაასახლა. მაგრამ ისინი ეურჩნენ ღმერთს და დაკარგეს მარადიული სიცოცხლე.

ადამის შექმნიდან წარღვნამდე 1 656 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ბოროტი ადამიანი ცხოვრობდა. ზეცაში იყვნენ უხილავი ბოროტი ქმნილებები, სატანა და მისი ანგელოზები, დედამიწაზე კი  — კაენი და სხვა ბოროტი ადამიანები, რომელთაგან ზოგი უჩვეულოდ ძლიერი იყო. თუმცა ცხოვრობდნენ კარგი ადამიანებიც — აბელი, ენოქი და ნოე. პირველ ნაწილში წავიკითხავთ ყველა ამ ადამიანსა და მოვლენაზე.

 

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 1

შემოქმედების დასაწყისი

შემოქმედების დასაწყისის ისტორია პატარებისთვისაც კი საინტერესო და ადვილად გასაგებია.

მოთხრობა 2

ულამაზესი ბაღი

დაბადების წიგნის თანახმად ღმერთმა ედემის ბაღი შექმნა. ღმერთს სურდა, რომ ადამიანებს მთელი დედამიწა გადაექციათ ლამაზ ბაღად.

მოთხრობა 3

პირველი ადამიანები

ღმერთმა ადამი და ევა შექმნა და ედემის ბაღში დაასახლა. ეს იყო ადამიანთა პირველი ოჯახი.

მოთხრობა 4

რატომ დაკარგეს მათ სამოთხე?

დაბადების წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა სამოთხე.

მოთხრობა 5

ცხოვრება გართულდა

ედემის ბაღის გარეთ ადამი და ევას ცხოვრება პრობლემებით იყო სავსე. ღმერთს რომ დამორჩილებოდნენ, ადამი და ევაც ბედნიერები იქნებოდნენ და მათი შვილებიც.

მოთხრობა 6

კარგი შვილი და ცუდი შვილი

კაენისა და აბელის ისტორია გვასწავლის, თუ როგორები უნდა ვიყოთ და რას უნდა მოვერიდოთ დროულად.

მოთხრობა 7

მამაცი კაცი

ენოქის მაგალითი გვანახვებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ სხვები ბოროტებს სჩადიან, თქვენ შეგვიძლიათ სწორად მოიქცეთ.

მოთხრობა 8

ბუმბერაზები დედამიწაზე

დაბადების მე-6 თავში მოთხრობილია ბუმბერაზებზე, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობდნენ. მათი მამები ზეციდან ჩამოსული ანგელოზები იყვნენ.

მოთხრობა 9

ნოეს კიდობანი

ნოე და მისი ოჯახი დაემორჩილნენ ღმერთს და წარღვნას გადაურჩნენ, მაშინ როცა ადამიანების უმრავლესობამ ყური არ ათხოვა გაფრთხილებას.

მოთხრობა 10

დიდი წარღვნა

ხალხი ნოეს გამაფრთხილებელ ცნობას სასაცილოდ იგდებდა. თუმცა მათი სიცილი შეწყდა, როდესაც ციდან მოსულმა წყალმა ყველაფერი დაფარა. გაიგეთ, როგორ გადაურჩა წარღვნას კიდობანში მყოფი ნოე, მისი ოჯახი და ცხოველები.