წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

შესავალი

შესავალი

ამ წიგნში ნამდვილი ამბებია მოთხრობილი. ისინი აღებულია მსოფლიოში ყველაზე შესანიშნავი წიგნიდან — ბიბლიიდან. ის გვამცნობს მსოფლიოს ისტორიას ღვთის შემოქმედებიდან დღემდე. მოთხრობებიდან ღვთის იმ დანაპირების შესახებაც გავიგებთ, რაც მომავალში შესრულდება.

ეს წიგნი წარმოდგენას გვიქმნის ბიბლიაზე. ის მოგვითხრობს ბიბლიის პერსონაჟებისა და მათი ცხოვრების შესახებ; აგრეთვე გვინერგავს დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესანიშნავ იმედს, რაც ადამიანებს ღმერთმა მისცა.

ამ წიგნში 116 მოთხრობაა. ის რვა ნაწილად არის დაყოფილი. თითოეული ნაწილი იწყება მოკლე მიმოხილვით. მოთხრობები მოცემულია ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, რაც დაგეხმარება, გაიგო, დროის რომელ მონაკვეთში ხდებოდა ესა თუ ის მოვლენა.

ისინი მარტივი ენით არის დაწერილი. ასე რომ, ბავშვებო, ბევრი თქვენგანი თავად შეძლებს მათ წაკითხვას. თქვენ კი, მშობლებო, დაინახავთ, რომ პატარები არაერთხელ მოგთხოვენ ამ მოთხრობების წაკითხვას. თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს წიგნი არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც საინტერესოა.

ყოველი მოთხრობის ბოლოს მითითებულია ბიბლიური მუხლები, რომლებზეც ეს მოთხრობაა დაფუძნებული. ამიტომ კარგი იქნება, თუ მათ წაიკითხავთ. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ასევე უპასუხეთ შესაბამის კითხვებს, რომლებიც წიგნის ბოლოშია მოცემული.