წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური მოთხრობები

კითხვები „ბიბლიური მოთხრობებისთვის“

კითხვები „ბიბლიური მოთხრობებისთვის“

მოთხრობა 1

შემოქმედების დასაწყისი

  1. ვისგან მოდის ყოველივე კარგი? მოიყვანე მაგალითი.

  2. რა შექმნა ღმერთმა თავდაპირველად?

  3. რატომ იყო პირველი ანგელოზი განსაკუთრებული?

  4. როგორი იყო დედამიწა თავიდან? (იხილე სურათი)

  5. როგორ მოამზადა ღმერთმა დედამიწა ცხოველებისა და ადამიანებისთვის?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იერემიას 10:12.

    ღვთის რომელი თვისებები ჩანს მის ქმნილებებში? (ეს. 40:26; რომ. 11:33)

  2. წაიკითხე კოლოსელების 1:15—17.

    რა წვლილი მიუძღვის იესოს შემოქმედებაში და, აქედან გამომდინარე, რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იესოზე? (კოლ. 1:15—17)

  3. წაიკითხე დაბადების 1:1—10.

    1. ა) როგორ შეიქმნა დედამიწა? (დაბ. 1:1)

    2. ბ) რა მოხდა შემოქმედების პირველ დღეს? (დაბ. 1:3—5)

    3. გ) აღწერე, რა მოხდა შემოქმედების მეორე დღეს (დაბ. 1:7, 8).

მოთხრობა 2

ულამაზესი ბაღი

  1. როგორ მოამზადა ღმერთმა დედამიწა საცხოვრებლად?

  2. ჩამოთვალე, რა ცხოველები შექმნა ღმერთმა (იხილე სურათი).

  3. რატომ იყო ედემის ბაღი განსაკუთრებული ადგილი?

  4. რა უნდოდა ღმერთს, მთელ დედამიწაზე ყოფილიყო?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 1:11—25.

    1. ა) რა შექმნა ღმერთმა შემოქმედების მესამე დღეს? (დაბ. 1:12)

    2. ბ) რა მოხდა შემოქმედების მეოთხე დღეს? (დაბ. 1:16)

    3. გ) რა შექმნა ღმერთმა შემოქმედების მეხუთე და მეექვსე დღეს? (დაბ. 1:20, 21, 25)

  2. წაიკითხე დაბადების 2:8, 9.

    რომელი ორი განსაკუთრებული ხე დარგო ღმერთმა ედემის ბაღში და რისი სიმბოლო იყო ისინი?

მოთხრობა 3

პირველი ადამიანები

  1. რით განსხვავდება ამ მოთხრობის სურათი წინა მოთხრობის სურათისგან?

  2. ვინ შექმნა პირველი კაცი და რა დაარქვა მას?

  3. რა დაავალა ღმერთმა ადამს?

  4. რატომ დააძინა ღმერთმა ადამი?

  5. რამდენ ხანს შეეძლოთ ადამსა და ევას ეცოცხლათ და რა დავალება მისცა მათ იეჰოვამ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე ფსალმუნის 83:18.

    რა ჰქვია ღმერთს და რა მდგომარეობა უკავია მას? (იერ. 16:21; დან. 4:17)

  2. წაიკითხე დაბადების 1:26—31.

    1. ა) რით დააგვირგვინა ღმერთმა შემოქმედების მეექვსე დღე და რით განსხვავდებოდა ეს ქმნილება ცხოველებისგან? (დაბ. 1:26)

    2. ბ) რით უზრუნველყო ღმერთმა ადამიანები და ცხოველები? (დაბ. 1:30)

  3. წაიკითხე დაბადების 2:7—25.

    1. ა) როგორ უნდა შეერჩია ადამს ცხოველებისთვის სახელები? (დაბ. 2:19)

    2. ბ) როგორ გვეხმარება დაბადების 2:24, გავიგოთ იეჰოვას თვალსაზრისი ქორწინებაზე, ცალკე ცხოვრებასა და განქორწინებაზე? (მათ. 19:4—6, 9)

მოთხრობა 4

რატომ დაკარგეს მათ სამოთხე?

  1. რა დაემართათ ადამსა და ევას? (იხილე სურათი)

  2. რატომ დასაჯა ისინი იეჰოვამ?

  3. რა უთხრა გველმა ევას?

  4. ვინ ელაპარაკა ევას გველის მეშვეობით?

  5. რატომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 2:16, 17 და 3:1—13, 24.

    1. ა) როგორ დაუმახინჯა გველმა ევას წარმოდგენა იეჰოვაზე? (დაბ. 3:1—5; 1 იოან. 5:3)

    2. ბ) რატომ არის ჩვენთვის გამაფრთხილებელი ევას შემთხვევა? (ფილ. 4:8; იაკ. 1:14, 15; 1 იოან. 2:16)

    3. გ) როგორ ცდილობდნენ ადამი და ევა, თავიდან აეცილებინათ პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე? (დაბ. 3:12, 13)

    4. დ) როგორ იცავდნენ იეჰოვას უზენაესობას ედემის ბაღის აღმოსავლეთით დაყენებული ქერუბიმები? (დაბ. 3:24)

  2. წაიკითხე გამოცხადების 12:9.

    ჩამოაშორა სატანამ კაცობრიობა ღვთის მმართველობას? (1 იოან. 5:19)

მოთხრობა 5

ცხოვრება გართულდა

  1. როგორ ცხოვრობდნენ ადამი და ევა ედემის ბაღის გარეთ?

  2. რა დაემართათ ადამსა და ევას, და რატომ?

  3. რატომ დაბერდებოდნენ და მოკვდებოდნენ ადამისა და ევას შთამომავლები?

  4. თუ ადამი და ევა დაემორჩილებოდნენ იეჰოვას, როგორი ცხოვრება ექნებოდათ მათაც და მათ შვილებსაც?

  5. რა სადარდებელი გაუჩინა ურჩობამ ევას?

  6. რა ერქვა ადამისა და ევას პირველ ორ ვაჟს?

  7. ვინ არიან ეს ბავშვები? (იხილე სურათი)

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 3:16—23 და 4:1, 2.

    1. ა) როგორ აისახა ადამის ცხოვრებაზე მიწის დაწყევლა? (დაბ. 3:17—19; რომ. 8:20, 22)

    2. ბ) რატომ შეეფერებოდა სახელი ევა ანუ „ცოცხალი“ პირველ ქალს? (დაბ. 3:20)

    3. გ) როგორ იზრუნა იეჰოვამ ადამსა და ევაზე შეცოდების შემდეგ? (დაბ. 3:7, 21)

  2. წაიკითხე გამოცხადების 21:3, 4.

    რის მოსპობას ელოდები ‘წინანდელიდან’?

მოთხრობა 6

კარგი ვაჟი და ცუდი ვაჟი

  1. რა საქმიანობას ეწეოდნენ კაენი და აბელი?

  2. რა შესაწირავი მიუტანეს მათ იეჰოვას?

  3. რატომ მოეწონა იეჰოვას აბელის შესაწირავი?

  4. როგორი ადამიანი იყო კაენი და როგორ ცდილობდა იეჰოვა მის სწორ გზაზე დაყენებას?

  5. რა გააკეთა კაენმა, როცა ძმასთან ერთად იყო მინდორში?

  6. როგორ დაისაჯა კაენი ძმის მკვლელობისთვის? ახსენი.

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 4:2—26.

    1. ა) რა საშიშროების წინაშე იდგა კაენი? (დაბ. 4:7)

    2. ბ) როგორ გამოაშკარავდა კაენის გულისნადები? (დაბ. 4:9)

    3. გ) როგორ უყურებს იეჰოვა უდანაშაულოთა სისხლის ღვრას? (დაბ. 4:10; ეს. 26:21)

  2. წაიკითხე 1 იოანეს 3:11, 12.

    1. ა) რატომ აენთო რისხვით კაენი და რატომ არის ეს ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითი? (დაბ. 4:4, 5; იგავ. 14:30; 28:22)

    2. ბ) ბიბლიის თანახმად, შესაძლებელია თუ არა ერთგულების შენარჩუნება მაშინაც კი, როცა მთელი ოჯახი იეჰოვას წინააღმდეგია? (ფსალმ. 27:10; მათ. 10:21, 22)

  3. წაიკითხე იოანეს 11:25.

    რა იმედს აძლევს იეჰოვა მათ, ვინც სიმართლისთვის სწირავს თავს? (იოან. 5:24)

მოთხრობა 7

მამაცი კაცი

  1. რით განსხვავდებოდა ენოქი სხვებისგან?

  2. რატომ გამრავლდა ენოქის დროს ბოროტება?

  3. რა ცუდ საქციელს სჩადიოდა ხალხი? (იხილე სურათი)

  4. რატომ სჭირდებოდა ენოქს სიმამაცე?

  5. რამდენ ხანს ცოცხლობდნენ ადამიანები იმ დროს და რამდენ ხანს იცოცხლა ენოქმა?

  6. რა მოხდა ენოქის სიკვდილის შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 5:21—24, 27.

    1. ა) როგორი ურთიერთობა ჰქონდა ენოქს იეჰოვასთან? (დაბ. 5:24)

    2. ბ) ბიბლიის თანახმად, ვინ იცოცხლა ყველაზე დიდხანს და რამდენი წლის მოკვდა ის? (დაბ. 5:27)

  2. წაიკითხე დაბადების 6:5.

    ენოქის სიკვდილის შემდეგ როგორ გაუარესდა მდგომარეობა დედამიწაზე და რით ჰგავს ის ჩვენს დროს? 2 ტიმ. 3:13)

  3. წაიკითხე ებრაელების 11:5.

    რით ასიამოვნა ენოქმა ღმერთს და რა იყო შედეგი? (დაბ. 5:22)

  4. წაიკითხე იუდას 14, 15.

    რაში შეგვიძლია მივბაძოთ ენოქს, როცა ხალხს მოახლოებული არმაგედონის შესახებ ვაფრთხილებთ? (2 ტიმ. 4:2; ებრ. 13:6)

მოთხრობა 8

ბუმბერაზები დედამიწაზე

  1. რა მოხდა, როცა ღვთის ზოგმა ანგელოზმა სატანას დაუჯერა?

  2. რატომ შეწყვიტეს მათ ზეცაში თავიანთი დავალების შესრულება და რატომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე?

  3. რატომ იყო ცუდი, რომ ანგელოზები დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ხორცი შეისხეს?

  4. რით განსხვავდებოდნენ ანგელოზების შვილები სხვა ბავშვებისგან?

  5. როგორ იქცეოდნენ ანგელოზების შვილები, როცა ბუმბერაზები გახდნენ? (იხილე სურათი)

  6. ვინ იყო ის კარგი ადამიანი, რომელიც ენოქის შემდეგ ცხოვრობდა, და რატომ მოსწონდა ის ღმერთს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 6:1—8.

    დაბადების 6:6-ის თანახმად, როგორ მოქმედებს იეჰოვაზე ჩვენი საქციელი? (ფსალმ. 78:40, 41; იგავ. 27:11)

  2. წაიკითხე იუდას 6.

    რატომ არის ჩვენთვის გამაფრთხილებელი ის, რომ ნოეს დროს ანგელოზებმა „არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა“? (1 კორ. 3:5—9; 2 პეტ. 2:4, 9, 10)

მოთხრობა 9

ნოეს კიდობანი

  1. რამდენი იყვნენ ნოეს ოჯახში და რა ერქვათ ნოეს ვაჟებს?

  2. რა უცნაური დავალება მისცა ღმერთმა ნოეს და რატომ?

  3. როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს, როცა ნოე კიდობანზე ელაპარაკებოდა?

  4. კიდევ რა დაავალა ღმერთმა ნოეს?

  5. რას აკეთებდნენ ნოე და მისი ოჯახი, როცა ღმერთმა კიდობნის კარი ჩაკეტა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 6:9—22.

    1. ა) რით გამოირჩეოდა ნოე, როგორც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი? (დაბ. 6:9, 22)

    2. ბ) რას ფიქრობს იეჰოვა ძალადობაზე და როგორ უნდა იმოქმედოს ამის ცოდნამ ჩვენზე გართობის არჩევისას? (დაბ. 6:11, 12; ფსალმ. 11:5)

    3. გ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნოეს, როცა იეჰოვას ორგანიზაციისგან მითითებებს ვიღებთ? (დაბ. 6:22; 1 იოან. 5:3)

  2. წაიკითხე დაბადების 7:1—9.

    რატომ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ ღმერთმა არასრულყოფილი ნოე მართლად ჩათვალა? (დაბ. 7:1; იგავ. 10:16; ეს. 26:7)

მოთხრობა 10

დიდი წარღვნა

  1. რატომ ვერ შევიდა ხალხი კიდობანში წვიმის დაწყების შემდეგ?

  2. რამდენი დღე-ღამე წვიმდა და სადამდე მიაღწია წყალმა?

  3. რა დაემართა კიდობანს, როცა წყალმა იმატა?

  4. გადაურჩნენ წარღვნას ბუმბერაზები და მათი მამები?

  5. რა მოხდა წვიმის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ?

  6. რატომ გაუშვა ნოემ კიდობნიდან ყორანი?

  7. როგორ მიხვდა ნოე, რომ წყალი დაშრა?

  8. რა უთხრა ღმერთმა ნოეს მას შემდეგ, რაც ნოე ოჯახთან ერთად წელიწადზე მეტხანს კიდობანში იყო?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 7:10—24.

    1. ა) გადაურჩა ვინმე წარღვნას? (დაბ. 7:23)

    2. ბ) რამდენი ხანი დასჭირდა წყლის დაშრობას? (დაბ. 7:24)

  2. წაიკითხე დაბადების 8:1—17.

    როგორ ჩანს დაბადების 8:17-დან, რომ დედამიწასთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა? (დაბ. 1:22)

  3. წაიკითხე 1 პეტრეს 3:19, 20.

    1. ა) როგორ დაისაჯნენ ურჩი ანგელოზები, რომლებიც ზეცაში დაბრუნდნენ? (იუდ. 6)

    2. ბ) როგორ გვიმტკიცებს ნოესა და მისი ოჯახის შემთხვევა იმის რწმენას, რომ იეჰოვას შეუძლია თავისი ხალხის გადარჩენა? (2 პეტ. 2:9)

მოთხრობა 11

პირველი ცისარტყელა

  1. რა გააკეთა ნოემ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ? (იხილე სურათი)

  2. რა დავალება მისცა ღმერთმა ნოესა და მის ოჯახს?

  3. რას დაჰპირდა ღმერთი ადამიანებს?

  4. რას შეგვახსენებს ცისარტყელა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 8:18—22.

    1. ა) როგორ შეგვიძლია იეჰოვასთვის „დამამშვიდებელი სურნელების“ შეწირვა? (დაბ. 8:21; ებრ. 13:15, 16)

    2. ბ) რა აღნიშნა იეჰოვამ ადამიანთა გულის მდგომარეობის შესახებ და რას უნდა გავუფრთხილდეთ? (დაბ. 8:21; მათ. 15:18, 19)

  2. წაიკითხე დაბადების 9:9—17.

    1. ა) რა შეთანხმება დაუდო იეჰოვამ დედამიწის ყველა ქმნილებას? (დაბ. 9:10, 11)

    2. ბ) რამდენ ხანს დარჩება ძალაში ცისარტყელათი დადებული შეთანხმება? (დაბ. 9:16)

მოთხრობა 12

ბაბილონის კოშკი

  1. ვინ იყო ნიმროდი და რას ფიქრობდა ღმერთი მასზე?

  2. რატომ აკეთებს ხალხი აგურებს? (იხილე სურათი)

  3. რატომ არ მოსწონდა იეჰოვას ეს მშენებლობა?

  4. როგორ შეაწყვეტინა ღმერთმა ხალხს კოშკის მშენებლობა?

  5. რა უწოდეს ქალაქს და რას ნიშნავს მისი სახელი?

  6. რა გააკეთა ხალხმა, როცა ღმერთმა ისინი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 10:1, 8—10.

    როგორი ადამიანი იყო ნიმროდი და რატომ არის მისი მაგალითი ჩვენთვის გამაფრთხილებელი? (იგავ. 3:31)

  2. წაიკითხე დაბადების 11:1—9.

    რატომ აგებდა ხალხი კოშკს და რატომ არ ექნებოდათ მათ წარმატება? (დაბ. 11:4; იგავ. 16:18; იოან. 5:44)

მოთხრობა 13

ღვთის მეგობარი აბრაამი

  1. როგორი ხალხი ცხოვრობდა ურში?

  2. ვინ არის ეს კაცი, როდის დაიბადა ის და სად ცხოვრობდა? (იხილე სურათი)

  3. რა დაავალა ღმერთმა აბრაამს?

  4. რატომ ეწოდა აბრაამს ღვთის მეგობარი?

  5. ვინ გაჰყვა აბრაამს ურიდან?

  6. რა უთხრა ღმერთმა აბრაამს ქანაანში?

  7. რას დაჰპირდა ღმერთი 99 წლის აბრაამს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 11:27—32.

    1. ა) როგორი ნათესავები იყვნენ აბრაამი და ლოტი? (დაბ. 11:27)

    2. ბ) თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ თერახმა წაიყვანა ოჯახი ურიდან, საიდან ვიგებთ, რომ ეს აბრაამის ინიციატივით მოხდა და რატომ მოიქცა ის ასე? (დაბ. 11:31; საქ. 7:2—4)

  2. წაიკითხე დაბადების 12:1—7.

    კიდევ რა აღუთქვა იეჰოვამ ქანაანის მიწაზე აბრაამს? (დაბ. 12:7)

  3. წაიკითხე დაბადების 17:1—8, 15—17.

    1. ა) რა უწოდა ღმერთმა 99 წლის აბრამს და რატომ? (დაბ. 17:5)

    2. ბ) რა აღუთქვა იეჰოვამ სარას? (დაბ. 17:15, 16)

  4. წაიკითხე დაბადების 18:9—19.

    1. ა) მამების რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი დაბადების 18:19-ში? (კან. 6:6, 7; ეფეს. 6:4)

    2. ბ) როგორ გვიჩვენებს სარას მაგალითი, რომ იეჰოვას ვერაფერს დავუმალავთ? (დაბ. 18:12, 15; ფსალმ. 44:21)

მოთხრობა 14

ღმერთმა გამოსცადა აბრაამი

  1. რას დაჰპირდა ღმერთი აბრაამს და როგორ შეასრულა დანაპირები?

  2. როგორ გამოსცადა ღმერთმა აბრაამის რწმენა? (იხილე სურათი)

  3. როგორ მოიქცა აბრაამი მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდა, რატომ სთხოვდა ღმერთი ისაკის მოკვლას?

  4. რა მოხდა, როცა აბრაამმა ისაკის მოკვლა დააპირა?

  5. რამდენად ძლიერი იყო აბრაამის რწმენა?

  6. როგორ გამოუჩინა ღმერთმა სხვა შესაწირავი აბრაამს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 21:1—7.

    რატომ წინადაცვითა აბრაამმა ისაკი მერვე დღეს? (დაბ. 17:10—12; 21:4)

  2. წაიკითხე დაბადების 22:1—18.

    როგორ დაემორჩილა ისაკი აბრაამს და რა მნიშვნელოვან მოვლენას განასახიერებდა ეს? (დაბ. 22:7—9; 1 კორ. 5:7; ფილ. 2:8, 9)

მოთხრობა 15

ლოტის ცოლი

  1. რატომ გაიყარნენ აბრაამი და ლოტი?

  2. რატომ გადავიდა ლოტი სოდომში საცხოვრებლად?

  3. როგორი ხალხი ცხოვრობდა სოდომში?

  4. როგორ გააფრთხილეს ანგელოზებმა ლოტი?

  5. რატომ იქცა ლოტის ცოლი მარილის სვეტად?

  6. რას ვსწავლობთ ლოტის ცოლის მაგალითიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 13:5—13.

    როგორ შეგვიძლია უთანხმოების დროს მივბაძოთ აბრაამს? (დაბ. 13:8, 9; რომ. 12:10; ფილ. 2:3, 4)

  2. წაიკითხე დაბადების 18:20—33.

    როგორ გვიმტკიცებს აბრაამის შემთხვევა იმის რწმენას, რომ იეჰოვა და იესო სამართლიანად გაგვასამართლებენ? (დაბ. 18:25, 26; მათ. 25:31—33)

  3. წაიკითხე დაბადების 19:1—29.

    1. ა) რას ვიგებთ ბიბლიის ამ მონაკვეთიდან ჰომოსექსუალიზმის შესახებ ღვთის თვალსაზრისზე? (დაბ. 19:5, 13; ლევ. 20:13)

    2. ბ) რა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ლოტსა და აბრაამს ღვთის მითითებებზე და რას ვსწავლობთ აქედან? (დაბ. 19:15, 16, 19, 20; 22:3)

  4. წაიკითხე ლუკას 17:28—32.

    რა ადგილი ეკავა ლოტის ცოლის გულში სიმდიდრეს და რატომ არის ეს ჩვენთვის გამაფრთხილებელი? (ლუკ. 12:15; 17:31, 32; მათ. 6:19—21, 25)

  5. წაიკითხე 2 პეტრეს 2:6—8.

    ლოტის მსგავსად, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უღვთო ქვეყნიერების მიმართ? (ეზეკ. 9:4; 1 იოან. 2:15—17)

მოთხრობა 16

ისაკი და რებეკა

  1. ვინ არიან ეს კაცი და ქალი? (იხილე სურათი)

  2. რა გააკეთა აბრაამმა, რომ ისაკისთვის ცოლი მოეყვანა და რატომ?

  3. როგორ უპასუხა ღმერთმა აბრაამის მსახურის ლოცვას?

  4. თანახმა იყო თუ არა რებეკა, ცოლად გაჰყოლოდა ისაკს?

  5. რამ დაუბრუნა ისაკს სიხარული?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 24:1—67.

    1. ა) რა თვისებები გამოავლინა რებეკამ, როცა აბრაამის მსახურს ჭასთან შეხვდა? (დაბ. 24:17—20; იგავ. 31:17, 31)

    2. ბ) რატომ არის ქრისტიანებისთვის კარგი მაგალითი ის, თუ როგორ გადაჭრა აბრაამმა ისაკისთვის ცოლის მოყვანის საკითხი? (დაბ. 24:37, 38; 1 კორ. 7:39; 2 კორ. 6:14)

    3. გ) ისაკის მსგავსად, რატომ უნდა გამოვნახოთ დრო ფიქრისთვის? (დაბ. 24:63; ფსალმ. 77:12; ფილ. 4:8)

მოთხრობა 17

განსხვავებული ტყუპები

  1. ვინ იყვნენ ესავი და იაკობი და ჰგავდნენ თუ არა ერთმანეთს?

  2. რამდენი წლისანი იყვნენ ესავი და იაკობი, როცა მათი პაპა, აბრაამი მოკვდა?

  3. რატომ დაამწუხრა ესავმა მშობლები?

  4. რატომ გაბრაზდა ესავი იაკობზე?

  5. როგორ დაარიგა ისაკმა იაკობი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 25:5—11, 20—34.

    1. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ რებეკას ორ ვაჟზე? (დაბ. 25:23)

    2. ბ) რა განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ ესავსა და იაკობს პირმშოობაზე? (დაბ. 25:31—34)

  2. წაიკითხე დაბადების 26:34, 35; 27:1—46 და 28:1—5.

    1. ა) რით ცხადყო ესავმა, რომ სულიერს არ აფასებდა? (დაბ. 26:34, 35; 27:46)

    2. ბ) ისაკის დარიგების თანახმად, რა უნდა გაეკეთებინა იაკობს ღვთის კურთხევის მისაღებად? (დაბ. 28:1—4).

  3. წაიკითხე ებრაელების 12:16, 17.

    როგორც ესავის მაგალითიდან დავინახეთ, რა მოჰყვება იმის უგულებელყოფას, რაც წმინდაა?

მოთხრობა 18

იაკობი ხარანში

  1. ვინ არის ეს ქალიშვილი და როგორ დაეხმარა იაკობი მას? (იხილე სურათი)

  2. რა გააკეთა იაკობმა რახელის გულისთვის?

  3. როგორ მოიქცა ლაბანი, როცა იაკობისთვის რახელის მითხოვების დრო დადგა?

  4. კიდევ რაზე დასთანხმდა იაკობი ლაბანს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 29:1—30.

    1. ა) მიუხედავად იმისა, რომ ლაბანმა მოატყუა, როგორ მოიქცა იაკობი და რის სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან? (დაბ. 25:27; 29:26—28; მათ. 5:37)

    2. ბ) როგორ ჩანს იაკობის მაგალითიდან, რომ ნამდვილი სიყვარული განსხვავდება გატაცებისგან? (დაბ. 29:18, 20, 30; ქებ. 8:6)

    3. გ) რომელმა ოთხმა ქალმა გაუჩინა იაკობს შვილები? (დაბ. 29:23, 24, 28, 29)

მოთხრობა 19

იაკობის დიდი ოჯახი

  1. რომელი ექვსი ვაჟი გაუჩინა იაკობს პირველმა ცოლმა, ლეამ?

  2. რომელი ორი ვაჟი გაუჩინა იაკობს ლეას მხევალმა, ზილფამ?

  3. რომელი ორი ვაჟი გაუჩინა იაკობს რახელის მხევალმა, ბილჰამ?

  4. რომელი ორი ვაჟი გააჩინა რახელმა და რა მოხდა მეორე ვაჟის დაბადების დროს?

  5. რამდენი ვაჟი ჰყავდა იაკობს და ვისი წინაპრები გახდნენ ისინი? (იხილე სურათი)

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 29:32—35; 30:1—26 და 35:16—19.

    როგორ არქმევდნენ ძველად შვილებს სახელებს, როგორც ეს იაკობის 12 ვაჟის სახელებიდან ჩანს?

  2. წაიკითხე დაბადების 37:35.

    თუმცა ბიბლიაში მხოლოდ დინა არის სახელით მოხსენიებული, საიდან ვიცით, რომ იაკობს სხვა ქალიშვილებიც ჰყავდა? (დაბ. 37:34, 35)

მოთხრობა 20

დინა ხიფათს გადაეყარა

  1. რატომ არ უნდოდათ აბრაამსა და ისაკს, რომ მათი შვილები ქანაანელებზე დაქორწინებულიყვნენ?

  2. მოსწონდა იაკობს, რომ მისი ქალიშვილი ქანაანელ გოგონებთან მეგობრობდა?

  3. ვინ არის ეს კაცი, რომელიც დინას უყურებს და რა ჩაიდინა მან? (იხილე სურათი)

  4. როგორ მოიქცნენ დინას ძმები, სიმონი და ლევი, როცა მომხდარის შესახებ შეიტყვეს?

  5. მოეწონა იაკობს სიმონისა და ლევის საქციელი?

  6. რატომ დაატყდა უბედურება იაკობის მთელ ოჯახს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 34:1—31.

    1. ა) მხოლოდ ერთხელ მივიდა დინა ქანაანელ გოგონებთან? ახსენი (დაბ. 34:1).

    2. ბ) რატომ იყო ქალიშვილობის დაკარგვა ნაწილობრივ დინას ბრალიც? (გალ. 6:7)

    3. გ) როგორ შეუძლიათ დღეს ახალგაზრდებს ცხადყონ, რომ დინას მაგალითიდან სწავლობენ? (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:33; 1 იოან. 5:19)

მოთხრობა 21

ძმებს სძულდათ იოსები

  1. რატომ შურდათ ძმებს იოსების და რა გააკეთეს მათ?

  2. რის გაკეთება უნდოდათ ძმებს იოსებისთვის, მაგრამ რა თქვა რეუბენმა?

  3. რა მოხდა, როცა ისმაელელმა ვაჭრებმა ჩამოიარეს?

  4. რა გააკეთეს იოსების ძმებმა, რომ მამას იოსები მკვდარი ჰგონებოდა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 37:1—35.

    1. ა) როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს მიჰბაძონ იოსებს და შეატყობინონ ძმებს, თუ კრებაში რაღაც არასწორი ხდება? (დაბ. 37:2; ლევ. 5:1; 1 კორ. 1:11)

    2. ბ) რატომ მოექცნენ ძმები იოსებს ვერაგულად? (დაბ. 37:11, 18; იგავ. 27:4; იაკ. 3:14—16)

    3. გ) ნორმალურია თუ არა მწუხარების გამოხატვა? (დაბ. 37:35)

მოთხრობა 22

იოსები ციხეში

  1. რამდენი წლისა იყო იოსები, როცა ეგვიპტეში წაიყვანეს და რა მოხდა იქ?

  2. როგორ მოხვდა იოსები ციხეში?

  3. რა ევალებოდა იოსებს ციხეში?

  4. როგორ დაეხმარა იოსები ფარაონის მერიქიფესა და მცხობელს?

  5. რა მოხდა მერიქიფის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 39:1—23.

    თუმცა იმ დროს არ არსებობდა ღვთის დაწერილი კანონი მრუშობის აკრძალვის შესახებ, რატომ გაექცა იოსები ფოტიფარის ცოლს? (დაბ. 2:24; 20:3; 39:9)

  2. წაიკითხე დაბადების 40:1—23.

    1. ა) მოკლედ მოყევი მერიქიფის სიზმარი და მისი ახსნა, რომელიც იოსებმა იეჰოვასგან მიიღო (დაბ. 40:9—13).

    2. ბ) რა სიზმარი ნახა მცხობელმა და რას ნიშნავდა ის? (დაბ. 40:16—19)

    3. გ) რაში ჰგავს ერთგული და გონიერი მონის დამოკიდებულება იოსების დამოკიდებულებას? (დაბ. 40:8; ფსალმ. 36:9; იოან. 17:17; საქმ. 17:2, 3)

    4. დ) როგორ ჰფენს ნათელს დაბადების 40:20 დაბადების დღის აღნიშვნაზე ქრისტიანების თვალსაზრისს? (ეკლ. 7:1; მარკ. 6:21—28)

მოთხრობა 23

ფარაონის სიზმრები

  1. რა ნახა ფარაონმა ერთ ღამეს?

  2. რატომ გაახსენდა მერიქიფეს იოსები?

  3. აღწერე ფარაონის ორი სიზმარი (იხილე სურათი).

  4. როგორ ახსნა იოსებმა სიზმრები?

  5. როგორ გახდა იოსები ეგვიპტეში მეორე კაცი?

  6. რატომ ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში და რატომ ვერ იცნეს ის?

  7. რომელი სიზმარი გაახსენდა იოსებს და რას მიხვდა ის?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 41:1—57.

    1. ა) როგორ განადიდა იოსებმა იეჰოვა და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას? (დაბ. 41:16, 25, 28; მათ. 5:16; 1 პეტ. 2:12)

    2. ბ) როგორ განასახიერებს ეგვიპტეში სიუხვისა და შიმშილობის წლები იეჰოვას ხალხისა და ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობას? (დაბ. 41:29, 30; ამოს. 8:11, 12)

  2. წაიკითხე დაბადების 42:1—8 და 50:20.

    არასწორი იქნება, რომ იეჰოვას მსახურმა პატივისცემის ნიშნად ქედი მოიხაროს ძალაუფლების მქონე ადამიანის წინაშე, თუ ქვეყანაში ასეთი წესი არსებობს? (დაბ. 42:6)

მოთხრობა 24

იოსებმა გამოსცადა ძმები

  1. რატომ უთხრა იოსებმა თავის ძმებს, რომ მზვერავები იყვნენ?

  2. რატომ გაუშვა ეგვიპტეში იაკობმა უმცროსი ვაჟი, ბენიამინი?

  3. როგორ აღმოჩნდა იოსების ვერცხლის სასმისი ბენიამინის ტომარაში?

  4. რა შესთავაზა იუდამ იოსებს ბენიამინის სანაცვლოდ?

  5. როგორ შეიცვალნენ იოსების ძმები?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 42:9—38.

    რატომ არის დაბადების 42:18-ში ჩაწერილი სიტყვები კარგი შეხსენება მათთვის, ვისაც იეჰოვას ორგანიზაციაში პასუხისმგებლობა აკისრია? (ნეემ. 5:15; 2 კორ. 7:1, 2)

  2. წაიკითხე დაბადების 43:1—34.

    1. ა) თუმცა რეუბენი იყო პირმშო, რამ ცხადყო, რომ იუდამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ძმების სახელით დაიწყო ლაპარაკი? (დაბ. 43:3, 8, 9; 44:14, 18; 1 მატ. 5:2)

    2. ბ) როგორც ჩანს, კიდევ როგორ გამოსცადა იოსებმა ძმები და რატომ? (დაბ. 43:33, 34)

  3. წაიკითხე დაბადების 44:1—34.

    1. ა) რა მეთოდს მიმართა იოსებმა, რომ ძმებისთვის თავისი ვინაობა დაემალა? (დაბ. 44:5, 15; ლევ. 19:26)

    2. ბ) როგორ ცხადყვეს იოსების ძმებმა, რომ შურიანები აღარ იყვნენ? (დაბ. 44:13, 33, 34)

მოთხრობა 25

იაკობის ოჯახის ეგვიპტეში გადასვლა

  1. რა მოხდა, როცა იოსებმა ძმებს თავისი ვინაობა გაუმხილა?

  2. როგორ დაამშვიდა იოსებმა ძმები?

  3. რა თქვა ფარაონმა, როცა იოსების ძმების ჩამოსვლა შეიტყო?

  4. რამდენი სულისგან შედგებოდა იაკობის ოჯახი, როცა ეგვიპტეში ჩავიდნენ?

  5. რა ეწოდათ იაკობის შთამომავლებს? ახსენი.

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დაბადების 45:1—28.

    როგორ ცხადყოფს იოსების შემთხვევა, რომ იეჰოვას შეუძლია ბოროტება თავისი მსახურების სასიკეთოდ შეცვალოს? (დაბ. 45:5—8; ეს. 8:10; ფილ. 1:12—14)

  2. წაიკითხე დაბადების 46:1—27.

    რაში დაარწმუნა იეჰოვამ ეგვიპტეში მიმავალი იაკობი? (დაბ. 46:1—4)

მოთხრობა 26

ღვთის ერთგული იობი

  1. ვინ იყო იობი?

  2. რის გაკეთებას ცდილობდა სატანა და მიაღწია თუ არა საწადელს?

  3. რის უფლება მისცა იეჰოვამ სატანას და რატომ?

  4. რატომ უთხრა იობს ცოლმა: ‘დაგმე ღმერთი და მოკვდი’? (იხილე სურათი)

  5. როგორ აკურთხა იეჰოვამ იობი და რატომ? (იხილე მეორე სურათი)

  6. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ იობივით იეჰოვას ერთგული დავრჩებით?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იობის 1:1—22.

    როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს მიბაძონ იობს? (იობ. 1:1; ფილ. 2:15; 2 პეტ. 3:14)

  2. წაიკითხე იობის 2:1—13.

    რა განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ იობსა და მის ცოლს სატანის თავდასხმაზე? (იობ. 2:9, 10; იგავ. 19:3; მიქ. 7:7; მალ. 3:14)

  3. წაიკითხე იობის 42:10—17.

    1. ა) რა მსგავსებაა იმ კურთხევებს შორის, რომლებიც იობმა და იესომ მიიღეს ერთგულებისთვის? (იობ. 42:12; ფილ. 2:9—11)

    2. ბ) რატომ არის ჩვენთვის გამამხნევებელი, რომ იობმა ღვთისადმი ერთგულებისთვის კურთხევები მიიღო? (იობ. 42:10, 12; ებრ. 6:10; იაკ. 1:2—4, 12; 5:11)

მოთხრობა 27

ეგვიპტის ბოროტი მმართველი

  1. ვინ არის ეს კაცი, რომელსაც შოლტი უჭირავს, და ვის შოლტავს? (იხილე სურათი)

  2. რა დაემართათ ისრაელებს იოსების სიკვდილის შემდეგ?

  3. რატომ შეეშინდათ ეგვიპტელებს ისრაელებისა?

  4. რა უბრძანა ფარაონმა ქალებს, რომლებიც ისრაელ დედებს მშობიარობის დროს ეხმარებოდნენ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 1:6—22.

    1. ა) როგორ დაიწყო იეჰოვამ აბრაამისთვის მიცემული დაპირების შესრულება? (გამ. 1:7; დაბ. 12:2; საქ. 7:17)

    2. ბ) როგორ ცხადყვეს ებრაელმა ბებიაქალებმა, რომ სიცოცხლის სიწმინდეს აფასებდნენ? (გამ. 1:17; დაბ. 9:6)

    3. გ) რა ჯილდო მიიღეს ბებიაქალებმა იეჰოვასადმი ერთგულებისთვის? (გამ. 1:20, 21; იგავ. 19:17)

    4. დ) როგორ შეეცადა სატანა, ხელი შეეშალა იეჰოვას განზრახვისთვის, რომელიც აბრაამის შთამომავლობას ეხებოდა? (გამ. 1:22; მათ. 2:16)

მოთხრობა 28

როგორ გადარჩა ახალშობილი მოსე?

  1. ვინ არის ეს ბავშვი და ვის თითს ეჭიდება? (იხილე სურათი)

  2. რა გააკეთა მოსეს დედამ ბავშვის გადასარჩენად?

  3. ვინ არის ეს გოგონა და რა გააკეთა მან? (იხილე სურათი)

  4. რა შესთავაზა მირიამმა ფარაონის ქალიშვილს, როცა მან მოსე იპოვა?

  5. რა დაავალა ფარაონის ქალიშვილმა მოსეს დედას?

დამატებითი კითხვა:

  1. წაიკითხე გამოსვლის 2:1—10.

    რა შესაძლებლობა მიეცა მოსეს დედას და რის სწავლა შეუძლიათ აქედან მშობლებს? (გამ. 2:9, 10; კან. 6:6—9; იგავ. 22:6; ეფეს. 6:4; 2 ტიმ. 3:15)

მოთხრობა 29

რატომ გაიქცა მოსე?

  1. სად გაიზარდა მოსე და რა იცოდა მშობლებზე?

  2. რა გააკეთა მოსემ, როცა 40 წლისა იყო?

  3. რა უთხრა მოსემ ებრაელ კაცს, რომელიც თავის მოძმეს სცემდა და რა უპასუხა მან?

  4. რატომ გაიქცა მოსე ეგვიპტიდან?

  5. სად გაიქცა მოსე და ვის შეხვდა იქ?

  6. რას აკეთებდა მოსე ეგვიპტიდან გაქცევის შემდეგ 40 წლის განმავლობაში?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 2:11—25.

    ეგვიპტეში წლების მანძილზე მიღებული სიბრძნის მიუხედავად, როგორ გამოავლინა მოსემ ერთგულება იეჰოვასა და თავისი ხალხის მიმართ? (გამ. 2:11, 12; ებრ. 11:24)

  2. წაიკითხე საქმეების 7:22—29.

    რას ვსწავლობთ მოსეს შემთხვევიდან, როცა ის თავისი ძალით ცდილობდა ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლებას? (საქ. 7:23—25; 1 პეტ. 5:6, 10)

მოთხრობა 30

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

  1. რა ჰქვია ამ მთას? (იხილე სურათი)

  2. აღწერე, რა ნახა უჩვეულო მოსემ, როცა ცხვარს მწყემსავდა.

  3. რა მოესმა მოსეს ცეცხლმოკიდებული ბუჩქიდან და ვინ ელაპარაკებოდა მას?

  4. რა უპასუხა მოსემ, როცა ღმერთმა ეგვიპტიდან თავისი ხალხის გამოყვანა დაავალა?

  5. რა უნდა ეთქვა მოსეს ხალხისთვის, თუ ჰკითხავდნენ, ვინ გააგზავნა მათთან?

  6. რით დაამტკიცებდა მოსე, რომ ღვთისგან იყო გაგზავნილი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 3:1—22.

    როგორ გვარწმუნებს მოსეს შემთხვევა იეჰოვას მხარდაჭერაში, თუ ვფიქრობთ, რომ თეოკრატიული დავალების შესრულებას ვერ შევძლებთ? (გამ. 3:11, 13; 2 კორ. 3:5, 6)

  2. წაიკითხე გამოსვლის 4:1—20.

    1. ა) როგორ შეეცვალა მოსეს თვალსაზრისი მიდიანის მიწაზე გატარებული 40 წლის მანძილზე და რის სწავლა შეუძლიათ აქედან კრებაში პასუხისმგებლობის მიღების მსურველთ? (გამ. 2:11, 12; 4:10, 13; მიქ. 6:8; 1 ტიმ. 3:1, 6, 10)

    2. ბ) რაში გვარწმუნებს მოსეს შემთხვევა, თუ იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით შეგვაგონებს? (გამ. 4:12—14; ფსალმ. 103:14; ებრ. 12:4—11)

მოთხრობა 31

მოსე და აარონი ფარაონის წინაშე

  1. როგორ იმოქმედა ისრაელებზე მოსესა და აარონის მიერ მოხდენილმა სასწაულებმა?

  2. რა უთხრეს მოსემ და აარონმა ფარაონს და რა პასუხი მიიღეს?

  3. რა მოხდა, როცა აარონმა ჯოხი ძირს დააგდო? (იხილე სურათი)

  4. როგორ ასწავლა იეჰოვამ ფარაონს ჭკუა და როგორ მოიქცა ფარაონი?

  5. რა მოხდა მეათე სასჯელის შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 4:27—31 და 5:1—23.

    რა იგულისხმა ფარაონმა, როცა თქვა: ‘მე არ ვიცნობ იეჰოვას’? (გამ. 5:2; 1 სამ. 2:12; რომ. 1:21)

  2. წაიკითხე გამოსვლის 6:1—13, 26—30.

    1. ა) რა გაგებით არ გაუმჟღავნა იეჰოვამ თავი აბრაამს, ისაკსა და იაკობს? (გამ. 3:13, 14; 6:3; დაბ. 12:8)

    2. ბ) როგორ მოქმედებს ჩვენზე იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ მაშინაც კი გამოიყენა მოსე, როცა თავად მოსეს შეუფერებლად მიაჩნდა თავი? (გამ. 6:12, 30; ლუკ. 21:13—15).

  3. წაიკითხე გამოსვლის 7:1—13.

    1. ა) რა მაგალითი დაუტოვეს ღვთის მსახურებს მოსემ და აარონმა ფარაონისთვის იეჰოვას სასჯელის გაბედულად გაცხადებით? (გამ. 7:2, 3, 6; საქმ. 4:29—31)

    2. ბ) როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ ეგვიპტის ღვთაებებზე აღმატებული იყო? (გამ. 7:12; 1 მატ. 29:12)

მოთხრობა 32

ათი სასჯელი

  1. სურათების დახმარებით აღწერე პირველი სამი სასჯელი, რომლებიც იეჰოვამ ეგვიპტეს დაატეხა.

  2. რით განსხვავდებოდა პირველი სამი სასჯელი დანარჩენებისგან?

  3. რა იყო მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სასჯელები?

  4. აღწერე, რა მოხდა მეშვიდე, მერვე და მეცხრე სასჯელების დროს.

  5. რის გაკეთება დაავალა იეჰოვამ ისრაელებს მეათე სასჯელამდე?

  6. რა იყო მეათე სასჯელი და რა მოხდა მის შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 7:19—8:23.

    1. ა) თუმცა ეგვიპტის ქურუმებმა შეძლეს პირველი ორი სასჯელის გამეორება, რის აღიარება მოუწიათ მესამე სასჯელის დროს? (გამ. 8:18, 19; მათ. 12:24—28)

    2. ბ) როგორ ცხადყო მეოთხე სასჯელმა, რომ იეჰოვას შეუძლია თავისი ხალხის დაცვა და როგორ მოქმედებს ამის ცოდნა ღვთის ხალხზე „დიდი გასაჭირის“ მოახლოებისას? (გამ. 8:22, 23; გამოცხ. 7:13, 14; 2 მატ. 16:9)

  2. წაიკითხე გამოსვლის 8:24; 9:3, 6, 10, 11, 14, 16, 23—25 და 10:13—15, 21—23.

    1. ა) ადამიანთა რომელი ორი ჯგუფი გამოვლინდა ათი სასჯელის დროს და ჩვენ რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მათზე? (გამ. 8:10, 18, 19; 9:14)

    2. ბ) როგორ გვეხმარება გამოსვლის 9:16, გავიგოთ, რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ სატანა დღემდე? (რომ. 9:21, 22)

  3. წაიკითხე გამოსვლის 12:21—32.

    როგორ გადარჩა პასექის მეშვეობით უამრავი ადამიანი და რაზე მიუთითებდა ის? (გამ. 12:21—23; იოან. 1:29; რომ. 5:18, 19, 21; 1 კორ. 5:7)

მოთხრობა 33

წითელი ზღვის გადაკვეთა

  1. ქალებისა და ბავშვების გარდა, რამდენმა ისრაელმა მამაკაცმა დატოვა ეგვიპტე და კიდევ ვინ გაჰყვა მათ?

  2. როგორ მოიქცა ფარაონი ისრაელების გაშვების შემდეგ?

  3. როგორ შეუშალა იეჰოვამ ხელი ეგვიპტელებს, რომ ისრაელს თავს არ დასხმოდნენ?

  4. რა მოხდა, როცა მოსემ თავისი ჯოხი წითელი ზღვისკენ გაიწოდა და როგორ მოიქცნენ ისრაელები?

  5. რა მოხდა, როცა ეგვიპტელები ისრაელებს ფეხდაფეხ შეჰყვნენ ზღვაში?

  6. როგორ გამოხატეს სიხარული და იეჰოვასადმი მადლიერება გადარჩენილმა ისრაელებმა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 12:33—36.

    როგორ აუნაზღაურა იეჰოვამ ისრაელებს ეგვიპტის მონობაში გატარებული წლები? (გამ. 3:21, 22; 12:35, 36)

  2. წაიკითხე გამოსვლის 14:1—31.

    როგორ ეხმარება არმაგედონის მოლოდინში მყოფ იეჰოვას მსახურებს გამოსვლის 14:13, 14-ში ჩაწერილი სიტყვები? (2 მატ. 20:17; ფსალმ. 91:8)

  3. წაიკითხე გამოსვლის 15:1—8, 20, 21.

    1. ა) რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა სიმღერებით? (გამ. 15:1, 2; ფსალმ. 105:2, 3; გამოცხ. 15:3, 4)

    2. ბ) იეჰოვას განდიდების რა მაგალითი დაუტოვეს ქრისტიან ქალებს მირიამმა და სხვა ქალებმა? (გამ. 15:20, 21; ფსალმ. 68:11)

მოთხრობა 34

უჩვეულო საკვები

  1. რას აგროვებს ხალხი და რა ეწოდება მას? (იხილე სურათი)

  2. რა მითითებები მისცა ხალხს მოსემ მანანის შეგროვებაზე?

  3. რა უთხრა იეჰოვამ ხალხს კვირის მეექვსე დღესთან დაკავშირებით და რატომ?

  4. რა სასწაულს ახდენდა იეჰოვა, როცა მანანას მეშვიდე დღისთვის ინახავდნენ?

  5. რამდენ ხანს კვებავდა იეჰოვა ხალხს მანანით?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 16:1—36 და რიცხვების 11:7—9.

    1. ა) როგორ აჩვენებს გამოსვლის 16:8, რომ პატივი უნდა ვცეთ მათ, ვისაც ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია? (ებრ. 13:17)

    2. ბ) რა შეახსენებდა ისრაელებს უდაბნოში, რომ ყოველდღე იეჰოვაზე იყვნენ დამოკიდებულნი? (გამ. 16:14—16, 35; კან. 8:2, 3)

    3. გ) რა სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა იესომ მანანას და როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ‘პურით ზეციდან’? (იოან. 6:31—35, 40)

  2. წაიკითხე იესო ნავეს ძის 5:10—12.

    რამდენი წელი იკვებებოდნენ ისრაელები მანანით, როგორ გამოიცადნენ და რას ვსწავლობთ აქედან? (გამ. 16:35; რიცხ. 11:4—6; 1 კორ. 10:10, 11)

მოთხრობა 35

ისრაელისთვის მიცემული კანონები

  1. სად დაბანაკდა ისრაელი ეგვიპტის დატოვებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ?

  2. რა მოითხოვა იეჰოვამ ხალხისგან და რა უპასუხა ხალხმა?

  3. რატომ მისცა იეჰოვამ მოსეს ქვის ორი ფილა?

  4. ათი მცნების გარდა, კიდევ რა კანონები მისცა იეჰოვამ ისრაელებს?

  5. იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, რომელი ორი კანონია უდიდესი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 19:1—25; 20:1—21; 24:12—18 და 31:18.

    როგორ გვეხმარება გამოსვლის 19:8, გავიგოთ, რა იგულისხმება ქრისტიანულ მიძღვნაში? (მათ. 16:24; 1 პეტ. 4:1—3)

  2. წაიკითხე კანონის 6:4—6; ლევიანების 19:18 და მათეს 22:36—40.

    როგორ ავლენენ ქრისტიანები ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულს? (მარკ. 6:34; საქმ. 4:20; რომ. 15:2)

მოთხრობა 36

ოქროს ხბო

  1. რას აკეთებს ხალხი და რატომ? (იხილე სურათი)

  2. რატომ განრისხდა იეჰოვა და როგორ მოიქცა მოსე, როცა დაინახა, რას სჩადიოდა ხალხი?

  3. რა დაავალა მოსემ ზოგიერთ კაცს?

  4. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 32:1—35.

    1. ა) როგორ უყურებს იეჰოვა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ცრუ რელიგიის შერევას? (გამ. 32:4—6, 10; 1 კორ. 10:7, 11)

    2. ბ) რას უნდა უფრთხილდნენ ქრისტიანები, როცა სიმღერით ან ცეკვით ერთობიან? (გამ. 32:18, 19; ეფეს. 5:15, 16; 1 იოან. 2:15—17)

    3. გ) სამართლიანობის რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ლევის ტომმა? (გამ. 32:25—28; ფსალმ. 18:25)

მოთხრობა 37

თაყვანისმცემლობის კარავი

  1. რა ნაგებობაა ეს და რისთვის გამოიყენებოდა? (იხილე სურათი)

  2. რატომ უთხრა იეჰოვამ მოსეს, რომ კარავი ადვილად დასაშლელი უნდა ყოფილიყო?

  3. რა იდგა კარვის ბოლოს პატარა ოთახში და რა ინახებოდა მასში?

  4. ვინ აირჩია იეჰოვამ მღვდელმთავრად და რას აკეთებდა ის?

  5. ჩამოთვალე ნივთები, რომლებიც კარვის დიდ ოთახში იდგა.

  6. რა იდგა კარვის ეზოში და რა დანიშნულება ჰქონდა მათ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე გამოსვლის 25:8—40; 26:1—37; 27:1—8 და 28:1.

    რას განასახიერებდა „მოწმობის კიდობანზე“ დამაგრებული ქერუბიმები? (გამ. 25:20, 22; რიცხ. 7:89; 2 მეფ. 19:15)

  2. წაიკითხე გამოსვლის 30:1—10, 17—21; 34:1, 2 და ებრაელების 9:1—5.

    1. ა) რატომ ანიჭებდა იეჰოვა დიდ მნიშვნელობას კარავში მომსახურე მღვდლების ფიზიკურ სისუფთავეს და რა გავლენას უნდა ახდენდეს ეს ჩვენზე? (გამ. 30:18—21; 40:30, 31; ებრ. 10:22)

    2. ბ) როგორ ჩანს ებრაელების მიმართ პავლეს წერილიდან, რომ კარავი და კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება უკვე ძალაში აღარ იყო? (ებრ. 9:1, 9; 10:1)

მოთხრობა 38

თორმეტი მზვერავი

  1. რით არის განსაკუთრებული ეს ყურძნის მტევანი და საიდან მოიტანეს ის? (იხილე სურათი)

  2. რატომ გაგზავნა მოსემ 12 მზვერავი ქანაანის მიწაზე?

  3. რა ამბავი მოუტანა მოსეს ათმა მზვერავმა?

  4. როგორ გამოავლინა ორმა მზვერავმა იეჰოვასადმი ნდობა და ვინ იყვნენ ისინი?

  5. რატომ განრისხდა იეჰოვა და რა უთხრა მოსეს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე რიცხვების 13:1—33.

    1. ა) ვინ აირჩიეს ქანაანის მიწის დასაზვერად და რა შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ მათ? (რიცხ. 13:2, 3, 18—20)

    2. ბ) რატომ ჰქონდათ იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს დანარჩენი მზვერავებისგან განსხვავებული თვალსაზრისი და რას ვსწავლობთ აქედან? (რიცხ. 13:28—30; მათ. 17:20; 2 კორ. 5:7)

  2. წაიკითხე რიცხვების 14:1—38.

    1. ა) როგორ გვაფრთხილებს ბიბლია, რომ არ ვიდრტვინოთ იეჰოვას მიწიერი მსახურების წინააღმდეგ? (რიცხ. 14:2, 3, 27; მათ. 25:40, 45; 1 კორ. 10:10)

    2. ბ) როგორ ცხადყოფს რიცხვების 14:24, რომ იეჰოვა თითოეულ მსახურზე ზრუნავს? (1 მეფ. 19:18; იგავ. 15:3)

მოთხრობა 39

აარონის კვერთხი აყვავდა

  1. ვინ წავიდნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ და რა უთხრეს მათ მოსეს?

  2. რა უთხრა მოსემ კორახსა და მის 250 თანამოაზრეს?

  3. რა უთხრა მოსემ ხალხს და რა მოხდა მისი სიტყვების თქმისთანავე?

  4. რა დაემართათ კორახსა და მის 250 თანამოაზრეს?

  5. რა გააკეთა აარონის ვაჟმა, ელეაზარმა საცეცხლურებისგან და რატომ?

  6. რატომ აყვავდა აარონის კვერთხი? (იხილე სურათი)

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე რიცხვების 16:1—49.

    1. ა) რა გააკეთეს კორახმა და მისმა თანამოაზრეებმა და რატომ იყო ეს იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყება? (რიცხ. 16:9, 10, 18; ლევ. 10:1, 2; იგავ. 11:2)

    2. ბ) რა არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ კორახსა და კრებულის 250 თავკაცს? (რიცხ. 16:1—3; იგავ. 15:33; ეს. 49:7)

  2. წაიკითხე რიცხვების 17:1—11 და 26:10.

    1. ა) რისი ნიშანი იყო აარონის აყვავებული კვერთხი და რატომ უთხრა იეჰოვამ, რომ ის კიდობანში შეენახათ? (რიცხ. 17:5, 8, 10; ებრ. 9:4)

    2. ბ) რატომ არის ჩვენთვის საგულისხმო აარონის კვერთხის აყვავება? (რიცხ. 17:10; საქმ. 20:28; ფილ. 2:14; ებრ. 13:17)

მოთხრობა 40

მოსემ კლდეს ჯოხი დაარტყა

  1. როგორ ზრუნავდა იეჰოვა ისრაელებზე უდაბნოში?

  2. რაზე დრტვინავდა ხალხი კადეშში?

  3. როგორ მისცა იეჰოვამ წყალი ხალხსა და ცხოველებს?

  4. ვინ არის ეს კაცი, რომელიც ყურადღებას იქცევს და რატომ აკეთებს ამას? (იხილე სურათი)

  5. რატომ გაუბრაზდა იეჰოვა მოსესა და აარონს და როგორ დასაჯა ისინი?

  6. რა მოხდა ჰორის მთასთან და ვინ გახდა ისრაელის ახალი მღვდელმთავარი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე რიცხვების 20:1—13, 22—29 და კანონის 29:5.

    1. ა) როგორ ზრუნავდა იეჰოვა ისრაელებზე უდაბნოში და რას ვსწავლობთ აქედან? (კან. 29:5; მათ. 6:31; ებრ. 13:5; იაკ. 1:17)

    2. ბ) რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას, როცა მოსემ და აარონმა არ განადიდეს ისრაელის წინაშე? (რიცხ. 20:12; 1 კორ. 10:12; გამოცხ. 4:11)

    3. გ) როგორ მიიღო მოსემ იეჰოვასგან დასჯა და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან? (რიცხ. 12:3; 20:12, 27, 28; კან. 32:4; ებრ. 12:7—11)

მოთხრობა 41

სპილენძის გველი

  1. რა არის ბოძზე დამაგრებული და რატომ გააკეთებინა იეჰოვამ მოსეს ის? (იხილე სურათი)

  2. საიდან ჩანს, რომ ხალხი არ აფასებდა ღვთის მზრუნველობას?

  3. რა სთხოვა ხალხმა მოსეს, როცა იეჰოვამ დასასჯელად შხამიანი გველები შეუსია?

  4. რატომ დაავალა იეჰოვამ მოსეს სპილენძის გველის გაკეთება?

  5. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე რიცხვების 21:4—9.

    1. ა) რას ვსწავლობთ იმ ისრაელების შემთხვევიდან, რომლებიც არ აფასებდნენ იეჰოვას მზრუნველობას და დრტვინავდნენ? (რიცხ. 21:5, 6; რომ. 2:4)

    2. ბ) რისთვის იყენებდნენ ისრაელები სპილენძის გველს საუკუნეების შემდეგ და რა გააკეთა მეფე ხიზკიამ? (რიცხ. 21:9; 2 მეფ. 18:1—4)

  2. წაიკითხე იოანეს 3:14, 15.

    როგორ განასახიერებდა ბოძზე სპილენძის გველის დამაგრება იესო ქრისტეს ძელზე გაკვრას? (გალ. 3:13; 1 პეტ. 2:24)

მოთხრობა 42

ვირი ალაპარაკდა

  1. ვინ იყო ბალაკი და რატომ გაუგზავნა ხალხი ბალაამს?

  2. რატომ დაწვა ბალაამის ვირი გზაზე?

  3. რა უთხრა ვირმა ბალაამს?

  4. რა უთხრა ანგელოზმა ბალაამს?

  5. რა გააკეთა ბალაამმა ისრაელის დაწყევლის ნაცვლად?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე რიცხვების 21:21—35.

    რატომ დაამარცხა ისრაელმა ამორეველების მეფე სიხონი და ბაშანის მეფე ოგი? (რიცხ. 21:21, 23, 33, 34)

  2. წაიკითხე რიცხვების 22:1—40.

    რატომ უნდოდა ბალაამს ისრაელის დაწყევლა და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? (რიცხ. 22:16, 17; იგავ. 6:16, 18; 2 პეტ. 2:15; იუდ. 11)

  3. წაიკითხე რიცხვების 23:1—30.

    თუმცა ბალაამს იეჰოვას თაყვანისმცემლად მოჰქონდა თავი, რაზე მეტყველებდა მისი საქმეები? (რიცხ. 23:3, 11—14; 1 სამ. 15:22)

  4. წაიკითხე რიცხვების 24:1—25.

    როგორ გვიმტკიცებს ეს ბიბლიური ცნობა იმის რწმენას, რომ იეჰოვა თავის განზრახვას ასრულებს? (რიცხ. 24:10; ეს. 54:17)

მოთხრობა 43

ისრაელის ახალი წინამძღოლი

  1. ვინ არიან მოსეს გვერდით მდგომი კაცები? (იხილე სურათი)

  2. რა უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს?

  3. რატომ ავიდა მოსე ნებოს მთაზე და რა უთხრა იეჰოვამ?

  4. რამდენი წლისა მოკვდა მოსე?

  5. რამ დაამწუხრა ისრაელი ხალხი და რამ გაახარა ისინი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე რიცხვების 27:12—23.

    რა საპასუხისმგებლო დავალება მიიღო იესო ნავეს ძემ იეჰოვასგან და როგორ ზრუნავს იეჰოვა დღეს თავის ხალხზე? (რიცხ. 27:15—19; საქ. 20:28; ებრ. 13:7)

  2. წაიკითხე კანონის 3:23—29.

    რატომ არ შეიყვანა იეჰოვამ მოსე და აარონი აღთქმულ მიწაზე და რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? (კან. 3:25—27; რიცხ. 20:12, 13)

  3. წაიკითხე კანონის 31:1—8, 14—23.

    როგორ ჩანს მოსეს ბოლო სიტყვებიდან, რომ მან თავმდაბლურად მიიღო იეჰოვასგან დასჯა? (კან. 31:6—8, 23)

  4. წაიკითხე კანონის 32:45—52.

    როგორ უნდა იმოქმედოს ღვთის სიტყვამ ჩვენს ცხოვრებაზე? (კან. 32:47; ლევ. 18:5; ებრ. 4:12)

  5. წაიკითხე კანონის 34:1—12.

    თუმცა მოსეს პირდაპირი გაგებით არ უნახავს იეჰოვა, რას ვიგებთ კანონის 34:10-დან იეჰოვასთან მისი ურთიერთობის შესახებ? (გამ. 33:11, 20; რიცხ. 12:8)

მოთხრობა 44

რახაბი და მზვერავები

  1. სად ცხოვრობდა რახაბი?

  2. ვინ არიან ეს კაცები და რას აკეთებენ იერიხონში? (იხილე სურათი)

  3. რა უბრძანა იერიხონის მეფემ რახაბს და რა უპასუხა მას რახაბმა?

  4. როგორ დაეხმარა რახაბი ორ მზვერავს და რა სთხოვა მათ?

  5. რას დაჰპირდნენ მზვერავები რახაბს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იესო ნავეს ძის 2:1—24.

    როგორ შესრულდა იეჰოვას დაპირება, რომელიც ჩაწერილია გამოსვლის 23:28-ში, როცა ისრაელებმა იერიხონის წინააღმდეგ გაილაშქრეს? (იესო. 2:9—11)

  2. წაიკითხე ებრაელების 11:31.

    როგორ ცხადყოფს რახაბის მაგალითი, რომ რწმენა მნიშვნელოვანია? (რომ. 1:17; ებრ. 10:39; იაკ. 2:25)

მოთხრობა 45

მდინარე იორდანის გადაკვეთა

  1. რა სასწაული მოახდინა იეჰოვამ, რომ ისრაელებს მდინარე იორდანე გადაეკვეთათ?

  2. როგორ უნდა გამოევლინათ რწმენა ისრაელებს მდინარის გადაკვეთისას?

  3. რატომ დაავალა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს მდინარის კალაპოტიდან 12 დიდი ქვის ამოტანა?

  4. რა მოხდა, როცა მღვდლები ნაპირზე გავიდნენ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იესო ნავეს ძის 3:1—17.

    1. ა) როგორც ამ შემთხვევიდან ჩანს, რა არის საჭირო, რომ იეჰოვასგან დახმარება და კურთხევები მივიღოთ? (იესო. 3:13, 15; იგავ. 3:5; იაკ. 2:22, 26)

    2. ბ) როგორი იყო მდინარე იორდანე, როცა ისრაელებს უნდა გადაეკვეთათ, და როგორ განდიდდა მაშინ იეჰოვას სახელი? (იესო. 3:15; 4:18; ფსალმ. 66:5—7)

  2. წაიკითხე იესო ნავეს ძის 4:1—18.

    რაზე მოწმობდა მდინარე იორდანიდან აღებული 12 ქვა, რომლებიც გილგალში დააწყვეს? (იესო. 4:4—7)

მოთხრობა 46

იერიხონის გალავანი

  1. იეჰოვას მითითების თანახმად, რა უნდა გაეკეთებინათ მეომრებსა და მღვდლებს ექვსი დღის მანძილზე?

  2. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი მეშვიდე დღეს?

  3. რა დაემართა იერიხონის გალავანს? (იხილე სურათი)

  4. რატომ არის გადმოკიდებული სარკმელზე წითელი თოკი?

  5. იესო ნავეს ძის მითითების თანახმად, რა უნდა გაეკეთებინათ მეომრებს ქალაქისა და მისი მოსახლეობისთვის, და რა უნდა მიეტანათ იეჰოვას საგანძურში?

  6. რა დავალება მიიღო ორმა მზვერავმა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იესო ნავეს ძის 6:1—25.

    1. ა) რით ჰგავს მეშვიდე დღეს ისრაელების მიერ იერიხონის შემოვლა ამ ბოლო დღეებში იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობას? (იესო. 6:15, 16; ეს. 60:22; მათ. 24:14; 1 კორ. 9:16)

    2. ბ) როგორ შესრულდა იესო ნავეს ძის 6:26-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება დაახლოებით 500 წლის შემდეგ და რას ვიგებთ აქედან იეჰოვას სიტყვაზე? (1 მეფ. 16:34; ეს. 55:11)

მოთხრობა 47

ქურდი ისრაელში

  1. ვინ არის ეს კაცი, რომელიც იერიხონიდან წამოღებულ ნივთებს მალავს, და ვინ ეხმარება მას? (იხილე სურათი)

  2. რამდენად სერიოზული იყო აქანისა და მისი ოჯახის დანაშაული?

  3. რა იყო აისთან დამარცხების მიზეზი?

  4. როგორ დაისაჯნენ აქანი და მისი ოჯახი?

  5. რას ვსწავლობთ აქანისთვის გამოტანილი განაჩენიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იესო ნავეს ძის 7:1—26.

    1. ა) რას ცხადყოფს იესო ნავეს ძის ლოცვები შემოქმედთან მის ურთიერთობაზე? (იესო. 7:7—9; ფსალმ. 119:145; 1 იოან. 5:14)

    2. ბ) რას ცხადყოფს აქანის შემთხვევა და რატომ არის ის ჩვენთვის გამაფრთხილებელი? (იესო. 7:11, 14, 15; იგავ. 15:3; 1 ტიმ. 5:24; ებრ. 4:13)

  2. წაიკითხე იესო ნავეს ძის 8:1—29.

    რა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულს ქრისტიანული კრების წინაშე? (იესო. 7:13; ლევ. 5:1; იგავ. 28:13)

მოთხრობა 48

გონიერი გაბაონელები

  1. რით განსხვავდებოდნენ გაბაონელები სხვა ქანაანელებისგან?

  2. რა გააკეთეს გაბაონელებმა და რატომ? (იხილე სურათი)

  3. რას შეჰპირდნენ იესო ნავეს ძე და ისრაელის სხვა თავკაცები გაბაონელებს და რა გაიგეს სამი დღის შემდეგ?

  4. როგორ მოიქცნენ სხვა ქალაქების მეფეები, როცა ისრაელთან გაბაონელების შეთანხმების შესახებ გაიგეს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იესო ნავეს ძის 9:1—27.

    1. ა) თუმცა იეჰოვამ დაავალა ისრაელებს, მოესპოთ ქანაანის მკვიდრნი, მის რომელ თვისებებზე მეტყველებს ის, რომ მან არ გასწირა გაბაონელები? (იესო. 9:22, 24; მათ. 9:13; საქ. 10:34, 35; 2 პეტ. 3:9)

    2. ბ) რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იესო ნავეს ძემ იმით, რომ არ დაარღვია გაბაონელებთან დადებული შეთანხმება? (იესო. 9:18, 19; მათ. 5:37; ეფეს. 4:25)

  2. წაიკითხე იესო ნავეს ძის 10:1—5.

    როგორ ჰბაძავს დღეს „უამრავი ხალხი“ გაბაონელებს და ვისი სამიზნე არიან ისინი? (იესო. 10:4; ზაქ. 8:23; მათ. 25:35—40; გამოცხ. 12:17)

მოთხრობა 49

მზე გაჩერდა

  1. რას ამბობს იესო ნავეს ძე და რატომ? (იხილე სურათი)

  2. როგორ დაეხმარა იეჰოვა იესო ნავეს ძესა და მის მეომრებს?

  3. რამდენი ქანაანელი მეფე დაამარცხა იესო ნავეს ძემ და რამდენი წელი დასჭირდა ამას?

  4. რატომ დაანაწილა იესო ნავეს ძემ ქანაანის მიწა?

  5. რამდენი წლისა მოკვდა იესო ნავეს ძე და რა დაემართა ხალხს მისი სიკვდილის შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იესო ნავეს ძის 10:6—15.

    რაში გვარწმუნებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ მზე და მთვარე გააჩერა ისრაელის გულისთვის? (იესო. 10:8, 10, 12, 13; ფსალმ. 18:3; იგავ. 18:10)

  2. წაიკითხე იესო ნავეს ძის 12:7—24.

    სინამდვილეში ვისი დახმარებით დაამარცხეს ისრაელებმა 31 ქანაანელი მეფე და რას ვსწავლობთ აქედან? (იესო. 12:7; 24:11—13; კან. 31:8; ლუკ. 21:9, 25—28)

  3. წაიკითხე იესო ნავეს ძის 14:1—5.

    როგორ დანაწილდა მიწა ისრაელის ტომებს შორის და რაზე მიანიშნებს ეს მათ, ვინც სამოთხეს დაიმკვიდრებს? (იესო. 14:2; ეს. 65:21; ეზეკ. 47:21—23; 1 კორ. 14:33)

  4. წაიკითხე მსაჯულების 2:8—13.

    იესო ნავეს ძის მსგავსად, დღეს ვინ უშლის ხელს განდგომილებას? (მსაჯ. 2:8, 10, 11; მათ. 24:45—47; 2 თეს. 2:3—6; ტიტ. 1:7—9; გამოცხ. 1:1; 2:1, 2)

მოთხრობა 50

ორი მამაცი ქალი

  1. ვინ არიან მსაჯულები და რა ერქვა ზოგ მათგანს?

  2. რა განსაკუთრებული დავალება ჰქონდა დებორას?

  3. როდესაც ისრაელს მეფე იაბინი და მისი მხედართმთავარი სისარა ემუქრებოდნენ, იეჰოვას რა ცნობა გადასცა დებორამ მსაჯულ ბარაკს და ვინ მიიღებდა გამარჯვების დიდებას?

  4. როგორ გამოავლინა იაელმა სიმამაცე?

  5. რა მოხდა მეფე იაბინის სიკვდილის შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე მსაჯულების 2:14—22.

    რატომ დაიტეხა ისრაელმა იეჰოვას რისხვა და რას ვსწავლობთ აქედან? (მსაჯ. 2:20; იგავ. 3:1, 2; ეზეკ. 18:21—23)

  2. წაიკითხე მსაჯულების 4:1—24.

    რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიან ქალებს დებორასა და იაელის მაგალითიდან? (მსაჯ. 4:4, 8, 9, 14, 21, 22; იგავ. 31:30; 1 კორ. 16:13)

  3. წაიკითხე მსაჯულების 5:1—31.

    რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბარაკისა და დებორას გამარჯვების სიმღერა მოახლოებულ არმაგედონთან დაკავშირებული ლოცვაა? (მსაჯ. 5:3, 31; 1 მატ. 16:8—10; გამოცხ. 7:9, 10; 16:16; 19:19—21)

მოთხრობა 51

რუთი და ნაომი

  1. რატომ ცხოვრობდა ნაომი მოაბის მიწაზე?

  2. ვინ იყვნენ რუთი და ორფა?

  3. როგორ მოიქცნენ რუთი და ორფა, როცა ნაომიმ სახლში დაბრუნება ურჩია?

  4. ვინ იყო ბოაზი და როგორ დაეხმარა ის რუთსა და ნაომის?

  5. რა ერქვა ბოაზისა და რუთის შვილს და რატომ უნდა ვიცოდეთ მისი სახელი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე რუთის 1:1—17.

    1. ა) როგორი სიტყვებით გამოხატა რუთმა ერთგული სიყვარული? (რუთ. 1:16, 17)

    2. ბ) როგორ გამოხატავს რუთის დამოკიდებულება ცხებულების მიმართ „სხვა ცხვრების“ დამოკიდებულებას? (იოან. 10:16; ზაქ. 8:23)

  2. წაიკითხე რუთის 2:1—23.

    რა მაგალითი მისცა რუთმა ახალგაზრდა ქალებს? (რუთ. 2:17, 18; იგავ. 23:22; 31:15)

  3. წაიკითხე რუთის 3:5—13.

    1. ა) როგორ დააფასა ბოაზმა ის, რომ რუთმა მასზე შეაჩერა არჩევანი და არა რომელიმე ახალგაზრდა კაცზე?

    2. ბ) რას ვსწავლობთ რუთის მიერ გამოვლენილი ერთგული სიყვარულიდან? (რუთ. 3:10; 1 კორ. 13:4, 5)

  4. წაიკითხე რუთის 4:7—17.

    როგორ შეუძლიათ ქრისტიან მამაკაცებს მიჰბაძონ ბოაზს? (რუთ. 4:9, 10; 1 ტიმ. 3:1, 12, 13; 5:8)

მოთხრობა 52

გედეონი და 300 მეომარი

  1. რა გასაჭირი დაუდგათ ისრაელებს და რატომ?

  2. რატომ უთხრა იეჰოვამ გედეონს, რომ ბევრი მეომარი ჰყავდა?

  3. რამდენი მეომარი დარჩა გედეონთან მას შემდეგ, რაც მან მშიშრები სახლში გაუშვა?

  4. სურათის დახმარებით ახსენი, როგორ შეამცირებინა იეჰოვამ გედეონს მეომრების რიცხვი 300 კაცამდე.

  5. როგორ მოამზადა გედეონმა 300 მეომარი და როგორ გაიმარჯვა ისრაელმა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე მსაჯულების 6:36—40.

    1. ა) როგორ დარწმუნდა გედეონი, რა იყო იეჰოვას ნება?

    2. ბ) როგორ ვიგებთ დღეს იეჰოვას ნებას? (იგავ. 2:3—6; მათ. 7:7—11; 2 ტიმ. 3:16, 17)

  2. წაიკითხე მსაჯულების 7:1—25.

    1. ა) რას ვსწავლობთ 300 მეომრისგან, რომლებმაც სხვებისგან განსხვავებით სიფხიზლე შეინარჩუნეს? (მსაჯ. 7:3, 6; რომ. 13:11, 12; ეფეს. 5:15—17)

    2. ბ) როგორ შეგვიძლია იმ 300 მეომრის მსგავსად, რომლებიც გედეონს ჰბაძავდნენ, მივბაძოთ დიდ გედეონს, იესო ქრისტეს? (მსაჯ. 7:17; მათ. 11:29, 30; 28:19, 20; 1 პეტ. 2:21)

    3. გ) როგორ გვეხმარება მსაჯულების 7:21, კმაყოფილები ვიყოთ იეჰოვას ორგანიზაციაში მიღებული დავალებით? (1 კორ. 4:2; 12:14—18; იაკ. 4:10)

  3. წაიკითხე მსაჯულების 8:1—3.

    როგორ მოაგვარა გედეონმა უთანხმოება ეფრემელებთან და რას ვსწავლობთ აქედან? (იგავ. 15:1; მათ. 5:23, 24; ლუკ. 9:48)

მოთხრობა 53

იფთახის დაპირება

  1. ვინ იყო იფთახი და როდის ცხოვრობდა?

  2. რას დაჰპირდა იფთახი იეჰოვას?

  3. რამ დაამწუხრა გამარჯვებული იფთახი, როცა სახლში დაბრუნდა?

  4. რა თქვა იფთახის ქალიშვილმა, როცა მამის დაპირება გაიგო?

  5. რატომ უყვარდა ხალხს იფთახის ქალიშვილი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე მსაჯულების 10:6—18.

    რა უნდა ვისწავლოთ ორგული ისრაელის მაგალითზე? (მსაჯ. 10:6, 15, 16; რომ. 15:4; გამოცხ. 2:10).

  2. წაიკითხე მსაჯულების 11:1—11, 29—40.

    1. ა) საიდან ვიცით, რომ იფთახის დაპირება, თავის ქალიშვილს „დასაწვავ შესაწირავად“ მისცემდა, პირდაპირი გაგებით მის მსხვერპლად შეწირვას არ ნიშნავდა? (მსაჯ. 11:31; ლევ. 16:24; კან. 18:10, 12)

    2. ბ) რა გაგებით გაიღო იფთახმა მსხვერპლად თავისი ქალიშვილი?

    3. გ) რას ვსწავლობთ იეჰოვასთვის მიცემული აღთქმისადმი იფთახის დამოკიდებულებიდან? (მსაჯ. 11:35, 39; ეკლ. 5:4, 5; მათ. 16:24)

    4. დ) რატომ არის კარგი იფთახის ქალიშვილის მაგალითი ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის, რომ მიზნად დაისახონ სრული დროით მსახურება? (მსაჯ. 11:36; მათ. 6:33; ფილ. 3:8)

მოთხრობა 54

უძლიერესი კაცი

  1. ვინ იყო ყველაზე ძლიერი კაცი და ვინ მისცა მას ძალა?

  2. რა უყო ერთხელ სამსონმა ლომს? (იხილე პირველი სურათი)

  3. რა საიდუმლო გაუმხილა სამსონმა დალილას და რა მოჰყვა ამას? (იხილე მეორე სურათი)

  4. როგორ გაანადგურა სამსონმა 3 000 ფილისტიმელი და თვითონაც შეეწირა? (იხილე მესამე სურათი)

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე მსაჯულების 13:1—14.

    რატომ არიან მანოახი და მისი ცოლი მშობლებისთვის სამაგალითონი? (მსაჯ. 13:8; ფსალმ. 127:3; ეფეს. 6:4)

  2. წაიკითხე მსაჯულების 14:5—9 და 15:9—16.

    1. ა) რას ვიგებთ იეჰოვას წმინდა სულის მოქმედებაზე სამსონის შემთხვევებიდან, როცა ლომი მოკლა, თოკები დაწყვიტა და ვირის ყბით 1 000 კაცი მოკლა?

    2. ბ) როგორ გვეხმარება დღეს წმინდა სული? (მსაჯ. 14:6; 15:14; ზაქ. 4:6; საქ. 4:31)

  3. წაიკითხე მსაჯულების 16:18—31.

    როგორ იმოქმედა სამსონზე ცუდმა საზოგადოებამ და რას ვსწავლობთ აქედან? (მსაჯ. 16:18, 19; 1 კორ. 15:33)

მოთხრობა 55

ღვთის პატარა მსახური

  1. რა ჰქვია პატარა ბიჭს, რომელსაც სურათზე ხედავ, და ვინ არიან სხვები?

  2. რის შესახებ ილოცა ხანამ იეჰოვას კარავში და როგორ უპასუხა იეჰოვამ?

  3. რამდენი წლისა იყო სამუელი, როცა იეჰოვას კარავში მსახურება დაიწყო, და რას უმზადებდა დედა ყოველ წელს?

  4. რა ერქვათ ელის ვაჟებს და როგორი ადამიანები იყვნენ ისინი?

  5. როგორ უხმობდა იეჰოვა სამუელს და რა ამცნო მას?

  6. ვინ გახდა სამუელი და რა მოხდა, როცა ის მოხუცდა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 სამუელის 1:1—28.

    1. ა) ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღების რა შესანიშნავი მაგალითი მისცა ელკანამ ოჯახისთავებს? (1 სამ. 1:3, 21; მათ. 6:33; ფილ. 1:10)

    2. ბ) როგორ გაუმკლავდა ხანა მტანჯველ პრობლემას და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან? (1 სამ. 1:10, 11; ფსალმ. 55:22; რომ. 12:12)

  2. წაიკითხე 1 სამუელის 2:11—36.

    როგორ სცემდა ელი იეჰოვაზე მეტ პატივს თავის ვაჟებს და რატომ არის ეს ჩვენთვის გამაფრთხილებელი? (1 სამ. 2:22—24, 27, 29; კან. 21:18—21; მათ. 10:36, 37)

  3. წაიკითხე 1 სამუელის 4:16—18.

    რომელი ოთხი ცუდი ამბავი მიუტანეს ელის ბრძოლის ველიდან და როგორ იმოქმედა ამან მასზე?

  4. წაიკითხე 1 სამუელის 8:4—9.

    როგორ შეურაცხყო ისრაელმა იეჰოვა და როგორ შეგვიძლია ჩვენ მისი სამეფოსადმი ერთგულების გამოვლენა? (1 სამ. 8:5, 7; იოან. 17:16; იაკ. 4:4)

მოთხრობა 56

ისრაელის პირველი მეფე

  1. რას აკეთებს სამუელი და რატომ? (იხილე სურათი)

  2. რატომ მოეწონა იეჰოვას საული და ვინ იყო ის?

  3. რა ერქვა საულის ვაჟს და რა გააკეთა მან?

  4. ნაცვლად იმისა, რომ სამუელს დალოდებოდა, რატომ შესწირა საულმა მსხვერპლი?

  5. რას ვსწავლობთ საულის ცხოვრებიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 სამუელის 9:15—21 და 10:17—27.

    როცა საულის მიმართ უპატივცემულობას ავლენდნენ, როგორ დაიცვა ის მოკრძალებულობამ დაუფიქრებელი საქციელისგან? (1 სამ. 9:21; 10:21, 22, 27; იგავ. 17:27)

  2. წაიკითხე 1 სამუელის 13:5—14.

    როგორ შესცოდა საულმა გილგალში? (1 სამ. 10:8; 13:8, 9, 13)

  3. წაიკითხე 1 სამუელის 15:1—35.

    1. ა) რა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა საულმა, როცა ამალეკის მეფე აგაგი დაამარცხა? (1 სამ. 15:2, 3, 8, 9, 22)

    2. ბ) როგორ ცდილობდა საული თავის მართლებას და სხვების დადანაშაულებას? (1 სამ. 15:24)

    3. გ) რას უნდა მოვერიდოთ, როცა რჩევას გვაძლევენ? (1 სამ. 15:19—21; ფსალმ. 141:5; იგავ. 9:8, 9; 11:2)

მოთხრობა 57

ღმერთმა აირჩია დავითი

  1. რა ჰქვია ამ ბიჭს და საიდან ვიცით, რომ მამაცი იყო? (იხილე სურათი)

  2. სად ცხოვრობდა დავითი და რა ერქვათ მამამისსა და პაპამისს?

  3. რატომ უთხრა იეჰოვამ სამუელს, ბეთლემში იესეს სახლში წასულიყო?

  4. რა თქვა სამუელმა, როცა იესემ შვიდი ვაჟი მიუყვანა?

  5. რა უთხრა იეჰოვამ სამუელს დავითზე?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 სამუელის 17:34, 35.

    როგორ ცხადყოფს ეს შემთხვევები, რომ დავითი მამაცი იყო და ენდობოდა იეჰოვას? (1 სამ. 17:37)

  2. წაიკითხე 1 სამუელის 16:1—14.

    1. ა) როგორ გვეხმარება 1 სამუელის 16:7, რომ მიუკერძოებლები ვიყოთ და გარეგნობით არ შევაფასოთ ადამიანები? (საქ. 10:34, 35; 1 ტიმ. 2:4)

    2. ბ) როგორ ცხადყოფს საულის შემთხვევა, რომ ადამიანი შეიძლება ბოროტმა სულმა შეიპყროს ან შეიძლება მას ბოროტების ჩადენის სურვილი გაუჩნდეს, როცა იეჰოვა წმინდა სულს ართმევს? (1 სამ. 16:14; მათ. 12:43—45; გალ. 5:16)

მოთხრობა 58

დავითი და გოლიათი

  1. როგორ იწვევდა ბრძოლაში გოლიათი ისრაელთა ჯარს?

  2. რამხელა იყო გოლიათი და რას მიიღებდა ის, ვინც მას მოკლავდა?

  3. რა თქვა დავითმა, როცა საული გოლიათთან საბრძოლველად არ უშვებდა?

  4. როგორ ჩანდა გოლიათისთვის გაცემული პასუხიდან, რომ დავითი იეჰოვაზე იყო მინდობილი?

  5. რით მოკლა დავითმა გოლიათი და რა დაემართათ ფილისტიმელებს? (იხილე სურათი)

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 სამუელის 17:1—54.

    1. ა) რატომ იყო დავითი უშიშარი და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას? (1 სამ. 17:37, 45; ეფეს. 6:10, 11)

    2. ბ) რატომ უნდა მოერიდონ ქრისტიანები გართობისას მეტოქეობის სულს, რომელსაც გოლიათი ავლენდა? (1 სამ. 17:8; გალ. 5:26; 1 ტიმ. 4:8)

    3. გ) როგორ ცხადყოფს დავითის სიტყვები, რომ მას ღვთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა? (1 სამ. 17:45—47; 2 მატ. 20:15)

    4. დ) როგორ ჩანს ამ შემთხვევიდან, რომ ეს იყო ცრუ ღვთაებებისა და ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას ბრძოლა, და არა უბრალოდ ორი ჯარის დაპირისპირება? (1 სამ. 17:43, 46, 47)

    5. ე) როგორ ენდობიან ცხებულები იეჰოვას დავითის მსგავსად? (1 სამ. 17:37; იერ. 1:17—19; გამოცხ. 12:17)

მოთხრობა 59

რატომ გაიქცა დავითი?

  1. რატომ შეშურდა საულს დავითის და რას ფიქრობდა იონათანი დავითზე?

  2. რა მოხდა ერთ დღეს, როცა დავითი ქნარზე უკრავდა?

  3. რა მოსთხოვა საულმა დავითს მიქალის სანაცვლოდ და რატომ?

  4. რა მოხდა მესამედ, როცა დავითი ქნარზე უკრავდა? (იხილე სურათი)

  5. როგორ დაეხმარა მიქალი დავითს და რას აკეთებდა დავითი შვიდი წლის განმავლობაში?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 სამუელის 18:1—30.

    1. ა) როგორ განასახიერა იონათანისა და დავითის ურყევმა სიყვარულმა „სხვა ცხვარსა“ და „მცირე სამწყსოს“ შორის სიყვარული? (1 სამ. 18:1; იოან. 10:16; ლუკ. 12:32; ზაქ. 8:23)

    2. ბ) თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იონათანი საულის მემკვიდრე იყო, როგორ ჩანს 1 სამუელის 18:4-დან, რომ ის ემორჩილებოდა იეჰოვას დანიშნულ მეფეს?

    3. გ) როგორ ცხადყოფს საულის შემთხვევა, რომ შურს შეუძლია სერიოზული ცოდვა ჩაადენინოს ადამიანს და რას ვსწავლობთ აქედან? (1 სამ. 18:7—9, 25; იაკ. 3:14—16)

  2. წაიკითხე 1 სამუელის 19:1—17.

    როგორ ჩაიგდო იონათანმა სიცოცხლე საფრთხეში, როცა საულს შეეწინააღმდეგა? (1 სამ. 19:1, 4—6; იგავ. 16:14)

მოთხრობა 60

აბიგაილი და დავითი

  1. რა ჰქვია ქალს, რომელიც დავითს ეგებება და როგორი ადამიანია ის? (იხილე სურათი)

  2. ვინ იყო ნაბალი?

  3. რატომ სთხოვდა დავითი ნაბალს დახმარებას?

  4. რა უთხრა ნაბალმა დავითის ხალხს და რა რეაქცია ჰქონდა დავითს?

  5. რაში გამოავლინა აბიგაილმა გონიერება?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 სამუელის 22:1—4.

    ერთმანეთის მხარდაჭერის რა მაგალითი მოგვცა დავითის ოჯახმა ქრისტიანებს? (იგავ. 17:17; 1 თეს. 5:14)

  2. წაიკითხე 1 სამუელის 25:1—43.

    1. ა) რატომ არის ნაბალი ბიბლიაში ცუდად დახასიათებული? (1 სამ. 25:2—5, 10, 14, 21, 25)

    2. ბ) რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიან ცოლებს აბიგაილისგან? (1 სამ. 25:32, 33; იგავ. 31:26; ეფეს. 5:24)

    3. გ) რა ორი დანაშაულის ჩადენისგან შეაკავა აბიგაილმა დავითი? (1 სამ. 25:31, 33; რომ. 12:19; ეფეს. 4:26)

    4. დ) როგორ დაეხმარება დღეს ქრისტიან მამაკაცებს აბიგაილის სიტყვებზე დავითის რეაქცია, რომ იეჰოვას თვალსაზრისი ჰქონდეთ ქალებზე? (საქ. 21:8, 9; რომ. 2:11; 1 პეტ. 3:7)

მოთხრობა 61

დავითის გამეფება

  1. რა გააკეთეს დავითმა და აბიშაიმ, როცა საულს ბანაკში ეძინა?

  2. რა ჰკითხა დავითმა საულს?

  3. სად წავიდა დავითი საულთან საუბრის შემდეგ?

  4. რატომ დაწერა დავითმა სამგლოვიარო სიმღერა?

  5. რამდენი წლისა გამეფდა დავითი ხებრონში და რა ერქვა მის ზოგ ვაჟს?

  6. რომელი ქალაქი გახდა მოგვიანებით სატახტო ქალაქი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 სამუელის 26:1—25.

    1. ა) როგორ ცხადყოფს 1 სამუელის 26:11 თეოკრატიული წესრიგისადმი დავითის დამოკიდებულებას? (ფსალმ. 37:7; რომ. 13:2)

    2. ბ) როგორ დაგვეხმარება 1 სამუელის 26:23-ში ჩაწერილი სიტყვები სწორი თვალსაზრისის შენარჩუნებაში, როცა სიკეთეზე უმადურობით გვპასუხობენ? (1 მეფ. 8:32; ფსალმ. 18:20)

  2. წაიკითხე 2 სამუელის 1:26.

    როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს დავითისა და იონათანის მსგავსად ‘გულითადად უყვარდეთ ერთმანეთი’? (1 პეტ. 4:8; კოლ. 3:14; 1 იოან. 4:12)

  3. წაიკითხე 2 სამუელის 5:1—10.

    1. ა) სულ რამდენი წელი იმეფა დავითმა? რამდენი იმეფა აქედან ხებრონში და რამდენი — იერუსალიმში? (2 სამ. 5:4, 5)

    2. ბ) ვინ განადიდა დავითი და დღეს რას შეგვახსენებს ეს? (2 სამ. 5:10; 1 სამ. 16:13; 1 კორ. 1:31; ფილ. 4:13)

მოთხრობა 62

უამრავი უბედურება დავითის სახლში

  1. იეჰოვას დახმარებით, ვისი საკუთრება გახდა ქანაანის მიწა?

  2. რა მოხდა ერთ საღამოს, როცა დავითი სასახლის ბანზე იყო?

  3. რატომ განრისხდა იეჰოვა დავითზე?

  4. ვინ გაუგზავნა იეჰოვამ დავითს სამხილებლად და რა უთხრა მან დავითს? (იხილე სურათი)

  5. რა და რა უბედურება დაატყდა დავითს?

  6. ვინ გამეფდა ისრაელში დავითის შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 2 სამუელის 11:1—27.

    1. ა) როგორ გვიცავს იეჰოვას მსახურებაში გულმოდგინება?

    2. ბ) რამ მიიყვანა დავითი ცოდვამდე და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან? (2 სამ. 11:2; მათ. 5:27—29; 1 კორ. 10:12; იაკ. 1:14, 15)

  2. წაიკითხე 2 სამუელის 12:1—18.

    1. ა) რის სწავლა შეუძლიათ უხუცესებსა და მშობლებს იქიდან, თუ როგორ მისცა ნათანმა რჩევა დავითს? (2 სამ. 12:1—4; იგავ. 12:18; მათ. 13:34)

    2. ბ) რატომ გამოავლინა იეჰოვამ გულმოწყალება დავითის მიმართ? (2 სამ. 12:13; ფსალმ. 32:5; 2 კორ. 7:9, 10)

მოთხრობა 63

ბრძენი მეფე სოლომონი

  1. რა შესთავაზა იეჰოვამ სოლომონს და რა უპასუხა მან?

  2. თხოვნის შესრულების გარდა, კიდევ რას დაჰპირდა იეჰოვა სოლომონს?

  3. რა სერიოზული უთანხმოების მოსაგვარებლად მივიდა ორი ქალი სოლომონთან?

  4. როგორ მოაგვარა სოლომონმა უთანხმოება? (იხილე სურათი)

  5. როგორი იყო სოლომონის მმართველობის პერიოდი ხალხისთვის და რატომ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 მეფეების 3:3—28.

    1. ა) რის სწავლა შეუძლიათ ღვთის ორგანიზაციაში პასუხისმგებელ მამაკაცებს 1 მეფეების 3:7-დან? (ფსალმ. 119:105; იგავ. 3:5, 6)

    2. ბ) სოლომონის ლოცვის თანახმად, რის შესახებ ლოცვაა მართებული? (1 მეფ. 3:9, 11; იგავ. 30:8, 9; 1 იოან. 5:14)

    3. გ) თუ გავითვალისწინებთ, როგორ გადაჭრა სოლომონმა ორ ქალს შორის არსებული უთანხმოება, როგორი იქნება უფრო დიდი სოლომონის, იესო ქრისტეს მმართველობა? (1 მეფ. 3:28; ეს. 9:6, 7; 11:2—4)

  2. წაიკითხე 1 მეფეების 4:29—34.

    1. ა) როგორ უპასუხა იეჰოვამ სოლომონის თხოვნას, რომ მორჩილი გული მიეცა? (1 მეფ. 4:29)

    2. ბ) თუ გავითვალისწინებთ, როგორ ცდილობდა ხალხი სოლომონის სიბრძნის მოსმენას, ჩვენ როგორ უნდა მოვეკიდოთ ღვთის სიტყვის შესწავლას? (1 მეფ. 4:29, 34; იოან. 17:3; 2 ტიმ. 3:16)

მოთხრობა 64

ტაძრის მშენებლობა

  1. რამდენ ხანში დაასრულა სოლომონმა იეჰოვას ტაძრის მშენებლობა და რატომ დაიხარჯა მასზე ბევრი ფული?

  2. რამდენი მთავარი ოთახი იყო ტაძარში და რა დადგეს შიდა ოთახში?

  3. რა თქვა სოლომონმა ტაძრის დასრულების შემდეგ თავის ლოცვაში?

  4. რით აჩვენა იეჰოვამ, რომ მოიწონა სოლომონის ლოცვა?

  5. რისკენ უბიძგეს ცოლებმა სოლომონს და როგორ იმოქმედა ამან მასზე?

  6. რატომ განრისხდა იეჰოვა სოლომონზე და რა უთხრა მას?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 მატიანეს 28:9, 10.

    1 მატიანეს 28:9, 10-ის თანახმად, რის გაკეთებას უნდა ვეცადოთ ყოველდღე? (ფსალმ. 19:14; ფილ. 4:8, 9)

  2. წაიკითხე 2 მატიანეს 6:12—21, 32—42.

    1. ა) სოლომონის რომელმა სიტყვებმა ცხადყო, რომ ხელთქმნილი ტაძარი ვერ დაიტევდა უზენაეს ღმერთს? (2 მატ. 6:18; საქ. 17:24, 25)

    2. ბ) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ სოლომონის სიტყვებიდან, რომლებიც 2 მატიანეს 6:32, 33-შია ჩაწერილი? (საქ. 10:34, 35; გალ. 2:6)

  3. წაიკითხე 2 მატიანეს 7:1—5.

    იმ ისრაელების მსგავსად, რომლებმაც იეჰოვას დიდება იხილეს, რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას ხალხის კურთხევებზე ფიქრმა? (2 მატ. 7:3; ფსალმ. 22:22; 34:1; 96:2)

  4. წაიკითხე 1 მეფეების 11:9—13.

    როგორ ცხადყო სოლომონის ცხოვრებამ, რომ ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ? (1 მეფ. 11:4, 9; მათ. 10:22; გამოცხ. 2:10)

მოთხრობა 65

სამეფოს დაყოფა

  1. ვინ არიან ეს კაცები? (იხილე სურათი)

  2. რა გააკეთა ახიამ და რას ნიშნავდა ეს?

  3. რას უპირებდა სოლომონი იერობოამს?

  4. რატომ გაამეფა ხალხმა იერობოამი ათ ტომზე?

  5. რატომ გააკეთა იერობოამმა ორი ოქროს ხბო და რა მოხდა მალევე ქვეყანაში?

  6. რა დაემართა ორტომიან სამეფოსა და იეჰოვას ტაძარს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 მეფეების 11:26—43.

    როგორი ადამიანი იყო იერობოამი და რას დაჰპირდა იეჰოვა, თუ ის კვლავ ღვთის კანონების მორჩილი იქნებოდა? (1 მეფ. 11:28, 38)

  2. წაიკითხე 1 მეფეების 12:1—33.

    1. ა) რის სწავლა შეუძლიათ მშობლებსა და უხუცესებს რობოამის ცუდი მაგალითიდან? (1 მეფ. 12:13; ეკლ. 7:7; 1 პეტ. 5:2, 3)

    2. ბ) სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას, ვის უნდა მიმართონ ახალგაზრდებმა საიმედო რჩევისთვის? (1 მეფ. 12:6, 7; იგავ. 1:8, 9; 2 ტიმ. 3:16, 17; ებრ. 13:7)

    3. გ) რატომ შემოიღო იერობოამმა ხბოს თაყვანისმცემლობა და როგორ ცხადყო ამით, რომ იეჰოვასადმი რწმენა აკლდა? (1 მეფ. 11:37; 12:26—28)

    4. დ) ვინ უბიძგა ათტომიან სამეფოს, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას განდგომოდა? (1 მეფ. 12:32, 33)

მოთხრობა 66

ბოროტი დედოფალი იზებელი

  1. ვინ იყო იზებელი?

  2. რამ დააღონა ერთ დღეს მეფე ახაბი?

  3. რა გააკეთა იზებელმა, რომ ახაბი ნაბოთის ვენახს დაუფლებოდა?

  4. ვინ გაგზავნა იეჰოვამ იზებელის დასასჯელად?

  5. რა მოხდა, როცა იეჰუ იზებელის სასახლესთან მივიდა? (იხილე სურათი)

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 მეფეების 16:29—33 და 18:3, 4.

    რა მდგომარეობა იყო ისრაელში ახაბის მეფობის დროს? (1 მეფ. 14:9)

  2. წაიკითხე 1 მეფეების 21:1—16.

    1. ა) როგორ გამოავლინა ნაბოთმა სიმამაცე და იეჰოვასადმი ერთგულება? (1 მეფ. 21:1—3; ლევ. 25:23—28)

    2. ბ) თუ გავითვალისწინებთ ახაბის შემთხვევას, რის გაკეთება შეგვიძლია გულგატეხილობასთან გასამკლავებლად? (1 მეფ. 21:4; რომ. 5:3—5)

  3. წაიკითხე 2 მეფეების 9:30—37.

    როგორ შეგვიძლია იეჰუს მსგავსად მოშურნეობა გამოვავლინოთ იეჰოვას ნების შესრულებისას? (2 მეფ. 9:4—10; 2 კორ. 9:1, 2; 2 ტიმ. 4:2)

მოთხრობა 67

იეჰოშაფატი იეჰოვას მიენდო

  1. ვინ იყო იეჰოშაფატი და როდის ცხოვრობდა ის?

  2. რამ შეაშფოთა ისრაელები და როგორ მოიქცნენ ისინი?

  3. როგორ უპასუხა იეჰოვამ იეჰოშაფატს ლოცვაზე?

  4. რა მოიმოქმედა იეჰოვამ ბრძოლის დაწყებამდე?

  5. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოშაფატს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 2 მატიანეს 20:1—30.

    1. ა) იეჰოშაფატის მსგავსად, როგორ უნდა მოიქცნენ ღვთის ერთგული მსახურები საფრთხის დროს? (2 მატ. 20:12; ფსალმ. 25:15; 62:1)

    2. ბ) თუ გავითვალისწინებთ, რომ იეჰოვა ყოველთვის ვინმეს მეშვეობით ხელმძღვანელობდა თავის ხალხს, დღეს ვისი მეშვეობით გვხელმძღვანელობს ჩვენ? (2 მატ. 20:14, 15; მათ. 24:45—47; იოან. 15:15)

    3. გ) როგორ აღმოვჩნდებით „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ იეჰოშაფატის მსგავს მდგომარეობაში? (2 მატ. 20:15, 17; 32:8; გამოცხ. 16:14, 16)

    4. დ) რა წვლილი შეაქვთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაში პიონერებსა და მისიონერებს და რა მსგავსებაა მათსა და ლევიანებს შორის? (2 მატ. 20:19, 21; რომ. 10:13—15; 2 ტიმ. 4:2)

მოთხრობა 68

მკვდრეთით აღდგენილი ორი ბიჭი

  1. ვის ხედავ სურათზე და რა მოუვიდა ბიჭუნას?

  2. რა სთხოვა ელიამ ლოცვაში იეჰოვას და როგორ უპასუხა იეჰოვამ?

  3. რა ერქვა ელიას დამხმარეს?

  4. რატომ სთხოვა შუნემელმა ქალმა ელისეს, სახლში გაჰყოლოდა?

  5. რა გააკეთა ელისემ და რა დაემართა მკვდარ ბავშვს?

  6. რისი ძალა შესწევს იეჰოვას, როგორც ეს ელიასა და ელისეს შემთხვევებიდან ჩანს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 1 მეფეების 17:8—24.

    1. ა) როგორ გამოიცადა ელიას მორჩილება და რწმენა? (1 მეფ. 17:9; 19:1—4, 10)

    2. ბ) როგორ გამოავლინა სარეფთელმა ქვრივმა დიდი რწმენა? (1 მეფ. 17:12—16; ლუკ. 4:25, 26)

    3. გ) როგორ ასახავს სარეფთელი ქვრივის შემთხვევა მათეს 10:41, 42-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას? (1 მეფ. 17:10—12, 17, 23, 24)

  2. წაიკითხე 2 მეფეების 4:8—37.

    1. ა) რას ვსწავლობთ შუნემელი ქალის სტუმართმოყვარეობიდან? (2 მეფ. 4:8; ლუკ. 6:38; რომ. 12:13; 1 იოან. 3:17)

    2. ბ) რა სიკეთე შეგვიძლია გავუკეთოთ დღეს ღვთის მსახურებს? (საქ. 20:35; 28:1, 2; გალ. 6:9, 10; ებრ. 6:10)

მოთხრობა 69

გოგონა დაეხმარა მხედართმთავარს

  1. რაზე ელაპარაკა პატარა გოგონა ქალბატონს? (იხილე სურათი)

  2. ვინ იყო ეს ქალბატონი და რატომ იყო გოგონა მის სახლში?

  3. რა შეუთვალა ელისემ მსახურის პირით ნაამანს და რატომ გაბრაზდა ის?

  4. რა მოხდა, როცა ნაამანმა მსახურებს დაუჯერა?

  5. რატომ არ აიღო ელისემ ნაამანის საჩუქარი და რა გააკეთა გეხაზიმ?

  6. რა დაემართა გეხაზის და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 2 მეფეების 5:1—27.

    1. ა) რატომ არის ებრაელი გოგონას მაგალითი პატარებისთვის წამახალისებელი? (2 მეფ. 5:3; ფსალმ. 8:2; 148:12, 13)

    2. ბ) რატომ უნდა გვახსოვდეს ნაამანის შემთხვევა, როცა რჩევას გვაძლევენ? (2 მეფ. 5:15; ებრ. 12:5, 6; იაკ. 4:6)

    3. გ) რას ვსწავლობთ ელისესა და გეხაზის მოქმედებიდან? (2 მეფ. 5:9, 10, 14—16, 20; მათ. 10:8; საქ. 5:1—5; 2 კორ. 2:17)

მოთხრობა 70

იონა და დიდი თევზი

  1. ვინ იყო იონა და რა დაავალა მას იეჰოვამ?

  2. რა გააკეთა იონამ, რომ იეჰოვას დავალება არ შეესრულებინა?

  3. იონას სიტყვების თანახმად, რა შემთხვევაში ჩადგებოდა ქარიშხალი?

  4. რა მოხდა, როცა იონა იძირებოდა? (იხილე სურათი)

  5. რამდენ ხანს იყო იონა თევზის მუცელში და რა გააკეთა იქ?

  6. სად წავიდა იონა, როცა თევზმა ნაპირზე ამოანთხია, და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იონას 1:1—17.

    როგორც ჩანს, რას ფიქრობდა იონა ნინეველებთან ქადაგებაზე? (იონ. 1:2, 3; იგავ. 3:7; ეკლ. 8:12)

  2. წაიკითხე იონას 2:1, 2, 10.

    როგორ გვარწმუნებს იონას შემთხვევა, რომ იეჰოვა ისმენს ლოცვებს? (ფსალმ. 22:24; 34:6; 1 იოან. 5:14)

  3. წაიკითხე იონას 3:1—10.

    1. ა) თუმცა იონამ თავიდან არ შეასრულა ღვთისგან მიღებული დავალება, როგორ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ არ უარყო ის? (ფსალმ. 103:14; 1 პეტ. 5:10)

    2. ბ) იონას შემთხვევიდან გამომდინარე, რატომ არ უნდა გვქონდეს წინასწარ შექმნილი აზრი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხზე? (იონ. 3:6—9; ეკლ. 11:6; საქ. 13:48)

მოთხრობა 71

ღვთის დაპირებული სამოთხე

  1. ვინ იყო ესაია, როდის ცხოვრობდა ის და რა ახილვინა მას იეჰოვამ?

  2. რას ნიშნავს სამოთხე და რას შეგახსენებს ეს სიტყვა?

  3. რის დაწერა დაავალა იეჰოვამ ესაიას მომავალი სამოთხის შესახებ?

  4. რატომ დაკარგეს ადამმა და ევამ მშვენიერი საცხოვრებელი?

  5. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის მოყვარულებს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე ესაიას 11:6—9.

    1. ა) როგორ აღწერს ღვთის სიტყვა მშვიდობას, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში ცხოველებსა და ადამიანებს შორის იქნება? (ფსალმ. 148:10, 13; ეს. 65:25; ეზეკ. 34:25)

    2. ბ) სულიერი გაგებით, დღეს როგორ სრულდება ესაიას სიტყვები იეჰოვას ხალხში? (რომ. 12:2; ეფეს. 4:23, 24)

    3. გ) ვისი დამსახურებაა ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლა? (ეს. 48:17, 18; გალ. 5:22, 23; ფილ. 4:7)

  2. წაიკითხე გამოცხადების 21:3, 4.

    1. ა) როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ ღმერთი ადამიანებთან სიმბოლურად დამკვიდრდება და არა პირდაპირი გაგებით? (ლევ. 26:11, 12; 2 მატ. 6:18; ეს. 66:1; გამოცხ. 21:2, 3, 22—24)

    2. ბ) რა ჩაჰბარდება წარსულს? (ლუკ. 8:49—52; რომ. 8:21, 22; გამოცხ. 21:4)

მოთხრობა 72

ღმერთი დაეხმარა მეფე ხიზკიას

  1. ვინ არის ეს კაცი და რატომ არის დამწუხრებული? (იხილე სურათი)

  2. რა წერილები დააწყო ხიზკიამ ღვთის წინაშე და რაზე ლოცულობდა ის?

  3. როგორი მეფე იყო ხიზკია და რა შეატყობინა მას ღმერთმა ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით?

  4. რა დამართა იეჰოვას ანგელოზმა ასურელებს? (იხილე სურათი)

  5. თუმცა ორტომიან სამეფოში დროებით მშვიდობა იყო, რა მოხდა ხიზკიას სიკვდილის შემდეგ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 2 მეფეების 18:1—36.

    1. ა) როგორ ცდილობდა ასურეთის მეფის მსახური რაბშაკე ისრაელების გატეხვას? (2 მეფ. 18:19, 21; გამ. 5:2; ფსალმ. 64:3)

    2. ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ხიზკიას, როცა ვინმე გვეწინააღმდეგება? (2 მეფ. 18:36; ფსალმ. 39:1; იგავ. 26:4; 2 ტიმ. 2:24)

  2. წაიკითხე 2 მეფეების 19:1—37.

    1. ა) როგორ ჰბაძავს იეჰოვას ხალხი ხიზკიას გაჭირვების დროს? (2 მეფ. 19:1, 2; იგავ. 3:5, 6; ებრ. 10:24, 25; იაკ. 5:14, 15)

    2. ბ) როგორ დამარცხდა სამმაგად მეფე სინახერიბი და ვის განასახიერებს ის? (2 მეფ. 19:32, 35, 37; გამოცხ. 20:2, 3)

  3. წაიკითხე 2 მეფეების 21:1—6, 16.

    რატომ შეიძლება ითქვას, რომ მენაშე ერთ-ერთი უბოროტესი მეფე იყო იერუსალიმში? (2 მატ. 33:4—6, 9)

მოთხრობა 73

ისრაელის ბოლო კარგი მეფე

  1. რამდენი წლისა გამეფდა იოშია და რა გააკეთა გამეფებიდან შვიდი წლის შემდეგ?

  2. რას აკეთებს იოშია პირველ სურათზე?

  3. რა იპოვა მღვდელმთავარმა ტაძრის შეკეთების დროს?

  4. რატომ შემოიხია იოშიამ ტანსაცმელი?

  5. იეჰოვას რომელი სიტყვები გადასცა ხულდამ იოშიას?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 2 მატიანეს 34:1—28.

    1. ა) რა მაგალითს აძლევს იოშია მათ, ვისაც რთული ბავშვობა ჰქონდა? (2 მატ. 33:21—25; 34:1, 2; ფსალმ. 27:10)

    2. ბ) რა მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთა იოშიამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად თავისი მეფობის მე-8, მე-12 და მე-18 წლებში? (2 მატ. 34:3, 8)

    3. გ) თაყვანისმცემლობის ადგილებზე ზრუნვის რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს მეფე იოშიამ და მღვდელმთავარმა ხილკიამ? (2 მატ. 34:9—13; იგავ. 11:14; 1 კორ. 10:31)

მოთხრობა 74

უშიშარი კაცი

  1. ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი? (იხილე სურათი)

  2. რას ფიქრობდა იერემია საკუთარ თავზე, როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველად აირჩია და რაში დაარწმუნა ღმერთმა ის?

  3. რას უცხადებდა იერემია ხალხს?

  4. როგორ ცდილობდნენ მღვდლები იერემიას შეჩერებას და რით ცხადყო მან, რომ არ ეშინოდა მათი?

  5. რა მოხდა, როცა ისრაელებმა არ მოიშალეს ბოროტების ჩადენა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე იერემიას 1:1—8.

    1. ა) როგორც იერემიას მაგალითიდან ჩანს, ვინ ხდის ადამიანს იეჰოვას მსახურებისთვის გამოსადეგს? (2 კორ. 3:5, 6)

    2. ბ) რით არის გამამხნევებელი იერემიას მაგალითი ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის? (ეკლ. 12:1; 1 ტიმ. 4:12)

  2. წაიკითხე იერემიას 10:1—5.

    რა თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იერემიამ იმის დასანახვებლად, რომ კერპებზე მინდობა ამაოებაა? (იერ. 10:5; ეს. 46:7; აბაკ. 2:19)

  3. წაიკითხე იერემიას 26:1—16.

    1. ა) გამაფრთხილებელი ცნობის გაცხადებისას, როგორ ითვალისწინებენ ცხებული ქრისტიანები იერემიას 26:2-ში ჩაწერილ მითითებას? (კან. 4:2; საქ. 20:27)

    2. ბ) ერებისთვის იეჰოვას განაჩენის გაცხადების რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იერემიამ? (იერ. 26:8, 12, 14, 15; 2 ტიმ. 4:1—5)

  4. წაიკითხე 2 მეფეების 24:1—17.

    რა სავალალო შედეგები მოჰყვა იეჰოვასადმი იუდას ორგულობას? (2 მეფ. 24:2—4, 14)

მოთხრობა 75

ბაბილონში გადასახლებული ოთხი ბიჭი

  1. ვინ არის ეს ოთხი ბიჭი და რატომ არიან ისინი ბაბილონში? (იხილე სურათი)

  2. რა გეგმა ჰქონდა ნაბუქოდონოსორს ოთხ ახალგაზრდასთან დაკავშირებით და რა დაავალა თავის მსახურებს?

  3. როგორი საჭმელ-სასმელი ითხოვა დანიელმა თავისთვის და თავისი სამი მეგობრისთვის?

  4. ათი დღის მანძილზე ბოსტნეულის ჭამის შემდეგ, როგორ გამოიყურებოდნენ დანიელი და მისი სამი მეგობარი სხვა ახალგაზრდებთან შედარებით?

  5. რატომ დატოვა მეფემ სასახლეში მსახურებისთვის დანიელი და მისი სამი მეგობარი და რით იყვნენ ისინი ქურუმებსა და ბრძენკაცებზე უკეთესები?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დანიელის 1:1—21.

    1. ა) რა ძალისხმევა გვჭირდება, რომ გავუმკლავდეთ ცდუნებებს და დავძლიოთ სისუსტეები? (დან. 1:8; დაბ. 39:7, 10; გალ. 6:9)

    2. ბ) როგორ შეიძლება აღმოჩნდნენ დღეს ახალგაზრდები ცდუნების წინაშე ან ზეწოლის ქვეშ, გასინჯონ ეგრეთ წოდებული ნუგბარი? (დან. 1:8; იგავ. 20:1; 2 კორ. 6:17—7:1)

    3. გ) რას ვიგებთ ოთხი ებრაელის შემთხვევიდან ქვეყნიურ განათლებაზე? (დან. 1:20; ეს. 54:13; 1 კორ. 3:18—20)

მოთხრობა 76

იერუსალიმის განადგურება

  1. რა დაემართა იერუსალიმსა და ისრაელებს? (იხილე სურათი)

  2. ვინ იყო ეზეკიელი და რა შემაძრწუნებელი ხილვა ანახვა იეჰოვამ?

  3. ვინაიდან ისრაელები პატივს არ სცემდნენ იეჰოვას, რა უთხრა იეჰოვამ მათ?

  4. რა გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ისრაელების აჯანყების შემდეგ?

  5. რატომ დაუშვა იეჰოვამ ისრაელების ასეთი საშინელი განადგურება?

  6. რატომ და რამდენი ხნით გაუკაცრიელდა ისრაელის მიწა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე 2 მეფეების 25:1—26.

    1. ა) ვინ იყო ციდკია, რა დაემართა და როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება? (2 მეფ. 25:5—7; ეზეკ. 12:13—15)

    2. ბ) იეჰოვას აზრით, ვინ იყო ისრაელის ორგულობაზე პასუხისმგებელი? (2 მეფ. 25:9, 11, 12, 18, 19; 2 მატ. 36:14, 17)

  2. წაიკითხე ეზეკიელის 8:1—18.

    რით ჰგავს ქრისტიანული სამყარო განდგომილ ისრაელებს, რომლებიც მზეს სცემდნენ თაყვანს? (ეზეკ. 8:16; ეს. 5:20, 21; იოან. 3:19—21; 2 ტიმ. 4:3)

მოთხრობა 77

მათ თაყვანი არ სცეს კერპს

  1. რა ბრძანება გასცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა?

  2. რატომ არ დაემხო დანიელის სამი მეგობარი ოქროს კერპის წინაშე?

  3. როცა ნაბუქოდონოსორმა ხელმეორედ უბრძანა, დამხობილიყვნენ, როგორ გამოავლინეს მათ იეჰოვასადმი ნდობა?

  4. რა უბრძანა მეფემ ჯარისკაცებს?

  5. რა დაინახა ნაბუქოდონოსორმა, როცა ღუმელში ჩაიხედა?

  6. რატომ განადიდა მეფემ შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს ღმერთი და რა მაგალითი დაგვიტოვეს მათ?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დანიელის 3:1—30.

    1. ა) როგორ შეუძლიათ ღვთის მსახურებს მიბაძონ სამ ახალგაზრდა ებრაელს, როცა მათი ერთგულება იცდება? (დან. 3:17, 18; მათ. 10:28; რომ. 14:7, 8)

    2. ბ) რა დაანახვა იეჰოვა ღმერთმა ნაბუქოდონოსორს? (დან. 3:28, 29; 4:34, 35)

მოთხრობა 78

წარწერა კედელზე

  1. რა მოხდა, როცა ბაბილონის მეფემ დიდი ნადიმი გამართა და სტუმრებთან ერთად იეჰოვას ტაძრიდან წამოღებული სასმისებიდან სვამდა?

  2. რა უბრძანა ბელშაცარმა ბრძენკაცებს და რა ვერ გააკეთეს მათ?

  3. რა ურჩია დედამ მეფეს?

  4. დანიელის სიტყვების თანახმად, რატომ დააწერინა ღმერთმა ხელს კედელზე?

  5. როგორ ახსნა დანიელმა წარწერის მნიშვნელობა?

  6. რა მოხდა, როცა დანიელი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დანიელის 5:1—31.

    1. ა) როგორ განსხვავდება ღვთისადმი შიში იმ შიშისგან, რომელმაც ბელშაცარი მოიცვა წარწერის დანახვისას? (დან. 5:6, 7; ფსალ. 19:9; რომ. 8:35—39)

    2. ბ) როგორ გამოავლინა დანიელმა სიმამაცე ბელშაცარისა და მისი დიდებულების წინაშე? (დან. 5:17, 18, 22, 26—28; საქ. 4:29)

    3. გ) როგორ უსვამს ხაზს დანიელის მეხუთე თავი იმას, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი იეჰოვაა? (დან. 4:17, 25; 5:21)

მოთხრობა 79

დანიელი ლომების ხაროში

  1. ვინ იყო დარიოსი და როგორ ეპყრობოდა დანიელს?

  2. რა ურჩიეს დარიოსს შურიანმა კაცებმა?

  3. როგორ მოიქცა დანიელი, როცა ახალი კანონის შესახებ გაიგო?

  4. რატომ გაუკრთა დარიოსს ძილი და რა გააკეთა მეორე დილას?

  5. რა უპასუხა დანიელმა დარიოსს?

  6. რა დაემართათ ბოროტ კაცებს, რომლებსაც დანიელის დაღუპვა სურდათ, და რა ბრძანება გასცა დარიოსმა მთელ სამეფოში?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე დანიელის 6:1—28.

    1. ა) რით ჰგავს დანიელის წინააღმდეგ შეთქმულება იმ ხრიკებს, რომლებსაც დღეს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის შესაჩერებლად იყენებენ? (დან. 6:7; ფსალმ. 94:20; ეს. 10:1; რომ. 8:31)

    2. ბ) როგორ შეუძლიათ ღვთის მსახურებს დანიელის მსგავსად დაემორჩილონ „უმაღლეს ხელისუფალთ“? (დან. 6:5, 10; რომ. 13:1; საქ. 5:29)

    3. გ) როგორ შეგვიძლია დანიელის მსგავსად გამუდმებით ვემსახუროთ იეჰოვას? (დან. 6:16, 20; ფილ. 3:16; გამოცხ. 7:15)

მოთხრობა 80

ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნება

  1. რას აკეთებენ ისრაელები? (იხილე სურათი)

  2. როგორ შეასრულა კიროსმა ესაიას წინასწარმეტყველება?

  3. რა უთხრა კიროსმა ისრაელებს, რომლებსაც იერუსალიმში დაბრუნება არ შეეძლოთ?

  4. რა გაატანა კიროსმა ისრაელებს იერუსალიმში?

  5. რამდენ ხანში ჩავიდნენ ისრაელები იერუსალიმში?

  6. რამდენი წელი გავიდა ქვეყნის განადგურებიდან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე ესაიას 44:28 და 45:1—4.

    1. ა) რით ცხადყო იეჰოვამ, რომ კიროსის შესახებ წინასწარმეტყველება უცილობლად შესრულდებოდა? (ეს. 55:10, 11; რომ. 4:17)

    2. ბ) როგორ ჩანს კიროსის შესახებ წინასწარმეტყველებიდან, რომ იეჰოვა ღმერთს შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს მომავალი? (ეს. 42:9; 45:21; 46:10, 11; 2 პეტ. 1:20)

  2. წაიკითხე ეზრას 1:1—11.

    როგორ შეგვიძლია ხელი გავუმართოთ სრული დროით მსახურებს იმათ მსგავსად, ვისაც იერუსალიმში დაბრუნება არ შეეძლო? (ეზრ. 1:4, 6; რომ. 12:13; კოლ. 4:12)

მოთხრობა 81

ღმერთზე მინდობილნი

  1. რამდენი ადამიანი დაბრუნდა იერუსალიმში და რა მდგომარეობაში დახვდათ ქალაქი?

  2. რის აშენება დაიწყეს ისრაელებმა და რას აკეთებდნენ მტრები?

  3. ვინ იყვნენ ანგია და ზაქარია და რა უთხრეს მათ ხალხს?

  4. რატომ გაგზავნა თათენაიმ წერილი ბაბილონში და რა პასუხი მიიღო?

  5. რა გააკეთა ეზრამ, როცა შეიტყო, რომ ღვთის ტაძარი შეკეთებას საჭიროებდა?

  6. რის შესახებ ილოცა ეზრამ, როგორ უპასუხა ღმერთმა მის ლოცვას და რას ვსწავლობთ აქედან?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე ეზრას 3:1—13.

    როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ისეთ ადგილზე აღმოვჩნდებით, სადაც კრებები არ არის? (ეზრ. 3:3, 6; საქ. 17:16, 17; ებრ. 13:15)

  2. წაიკითხე ეზრას 4:1—7.

    რისი მაგალითი მისცა ზერუბაბელმა იეჰოვას ხალხს რელიგიების გაერთიანებასთან დაკავშირებით? (გამ. 34:12; 1 კორ. 15:33; 2 კორ. 6:14—17)

  3. წაიკითხე ეზრას 5:1—5, 17 და 6:1—22.

    1. ა) რატომ ვერ შეაჩერეს მოწინააღმდეგეებმა ტაძრის მშენებლობა? (ეზრ. 5:5; ეს. 54:17)

    2. ბ) წინააღმდეგობის დროს, რატომ არის სამაგალითო ქრისტიანი უხუცესებისთვის იუდეველი უხუცესების მოქმედება? (ეზრ. 6:14; ფსალმ. 32:8; რომ. 8:31; იაკ. 1:5)

  4. წაიკითხე ეზრას 8:21—23, 28—36.

    როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ეზრას, სანამ რაიმეს კეთებას შევუდგებით? (ეზრ. 8:23; ფსალმ. 127:1; იგავ. 10:22; იაკ. 4:13—15)

მოთხრობა 82

მორდოქაი და ესთერი

  1. ვინ იყვნენ მორდოქაი და ესთერი?

  2. რატომ აირჩია მეფე ახაშვეროშმა ახალი დედოფალი და ვინ იყო ის?

  3. ვინ იყო ჰამანი და რამ განარისხა ის?

  4. რა კანონი გამოსცა მეფემ და როგორ მოიქცა ესთერი, როცა მორდოქაიმ ამის შესახებ შეატყობინა?

  5. როგორ მოექცა მეფე ჰამანს და მორდოქაის?

  6. როგორ გადაურჩნენ ებრაელები მტერს?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე ესთერის 2:12—18.

    როგორ ჩანს ესთერის მაგალითიდან, რომ „სიმშვიდისა და რბილი ხასიათის“ განვითარება მნიშვნელოვანია? (ესთ. 2:15; 1 პეტ. 3:1—5)

  2. წაიკითხე ესთერის 4:1—17.

    როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იეჰოვასადმი ერთგულება ესთერის მსგავსად, რომელმაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა დაიცვა? (ესთ. 4:13, 14; მათ. 5:14—16; 24:14)

  3. წაიკითხე ესთერის 7:1—6.

    ესთერის მსგავსად, როგორ იგდებს თავს საფრთხეში ღვთის მრავალი მსახური? (ესთ. 7:4; მათ. 10:16—22; 1 პეტ. 2:12)

მოთხრობა 83

იერუსალიმის გალავანი

  1. როგორ გრძნობდნენ ისრაელები თავს უგალავნო იერუსალიმში?

  2. ვინ იყო ნეემია?

  3. რა ევალებოდა ნეემიას და რატომ იყო ეს სერიოზული საქმე?

  4. რამ დაამწუხრა ნეემია და როგორ მოიქცა ის?

  5. როგორ გამოავლინა არტაქსერქსემ სიკეთე ნეემიას მიმართ?

  6. რა გააკეთა ნეემიამ, რომ ისრაელებისთვის მტერს ხელი არ შეეშალა მშენებლობაში?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე ნეემიას 1:4—6 და 2:1—20.

    როგორ ეძებდა ნეემია იეჰოვას დახმარებას? (ნეემ. 2:4, 5; რომ. 12:12; 1 პეტ. 4:7)

  2. წაიკითხე ნეემიას 3:3—5.

    რის სწავლა შეუძლიათ უხუცესებსა და მომსახურეებს თეკოელებისა და მათი დიდებულების განსხვავებული მოქმედებიდან? (ნეემ. 3:5, 27; 2 თეს. 3:7—10; 1 პეტ. 5:5)

  3. წაიკითხე ნეემიას 4:1—23.

    1. ა) რა აღძრავდა ისრაელებს, რომ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, შენება არ შეეწყვიტათ? (ნეემ. 4:6, 8, 9; ფსალმ. 50:15; ეს. 65:13, 14)

    2. ბ) როგორ გვამხნევებს ისრაელების მაგალითი?

  4. წაიკითხე ნეემიას 6:15.

    როგორ აჩვენებს რწმენის ძალას ის ფაქტი, რომ იერუსალიმის გალავნის მშენებლობა ორ თვეში დამთავრდა? (ფსალმ. 56:3, 4; მათ. 17:20; 19:26)

მოთხრობა 84

მარიამს ანგელოზი გამოეცხადა

  1. ვინ არის ეს ქალი?

  2. რა უთხრა გაბრიელმა მარიამს?

  3. გაბრიელის სიტყვების თანახმად, როგორ ეყოლებოდა მარიამს ბავშვი მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი არ იყო?

  4. რა მოხდა, როცა მარიამი თავის ნათესავ ელისაბედთან მივიდა?

  5. რა იფიქრა იოსებმა, როცა გაიგო, რომ მარიამი ფეხმძიმედ იყო და მოგვიანებით რატომ შეიცვალა აზრი?

დამატებითი კითხვები:

  1. წაიკითხე ლუკას 1:26—56.

    1. ა) როგორ ცხადყოფს ლუკას 1:35, რომ ღმერთმა თავისი ძის ჩანასახი მარიამის საშვილოსნოში არასრულყოფილებისგან დაიცვა? (ანგ. 2:11—13; იოან. 6:69; ებრ. 7:26; 10:5)

    2. ბ) როგორ მიაგეს პატივი იესოს დაბადებამდე? (ლუკ. 1:41—43)

    3. გ) რა მაგალითი მისცა მარიამმა ქრისტიანებს, რომლებსაც მსახურებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრიათ? (ლუკ. 1:38, 46—49;