წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 15

წინასწარმეტყველი, რომელმაც მომავალი იხილა

წინასწარმეტყველი, რომელმაც მომავალი იხილა

დანიელი წინასწარმეტყველებს ღვთის სამეფოსა და მესიის მოსვლაზე. ბაბილონი ეცემა.

ღვთის ერთგული დანიელი ჯერ კიდევ იერუსალიმის განადგურებამდე გადაასახლეს ბაბილონში. ბაბილონელებმა დანიელსა და იუდას სამეფოდან გადასახლებულ სხვა ებრაელებს გარკვეული თავისუფლება მისცეს. დანიელმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბაბილონში გაატარა. ამ ხნის მანძილზე მას ღვთის კურთხევები არ მოჰკლებია. ღმერთმა ის ლომების პირიდანაც დაიხსნა და ისიც აჩვენა, თუ რა მოხდებოდა შორეულ მომავალში. დანიელის ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები მესიის მოსვლასა და მმართველობას ეხება.

დანიელი იგებს, როდის უნდა მოვიდეს მესია. დანიელმა ღვთისგან გაიგო, რომ „მესია ანუ წინამძღოლი“ მაშინ გამოჩნდებოდა, რაც იერუსალიმის გალავნის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გავიდოდა წლებისგან შემდგარი 69 კვირა. ვინაიდან ჩვეულებრივ კვირაში შვიდი დღეა, ამ შემთხვევაში ერთ კვირაში შვიდი წელი იგულისხმებოდა. ეს ბრძანება დანიელის სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ, ძვ. წ. 455 წელს გამოვიდა. სწორედ ამ წლიდან დაიწყო 69 „კვირა“ ანუ 483-წლიანი პერიოდი, რომელიც ახ. წ. 29 წელს დასრულდა. ამ ბროშურაში იმაზეც იქნება საუბარი, თუ რა მოხდა ამ წელს. დანიელმა ისიც იხილა, რომ მესია „მოიკვეთებოდა“, ანუ სიკვდილით დაისჯებოდა, რათა ადამიანები ცოდვის მონობისგან ეხსნა (დანიელი 9:24—26).

მესია — ზეციერი სამეფოს მეფე. დანიელს საოცარი ხილვაც ჰქონდა. მან იხილა ზეცაში იეჰოვას ტახტი, რომელსაც დანიელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“ მიუახლოვდა. ეს მესია იყო. ღმერთმა მას მისცა „მმართველობა, დიდება და სამეფო“. ეს სამეფო მარადიული იქნებოდა. დანიელმა ისიც გაიგო, რომ მესია სამეფოს მარტო არ უხელმძღვანელებდა. მასთან ერთად იმეფებდნენ „უზენაესის წმინდები“ (დანიელი 7:13, 14, 27).

მესიის სამეფო გაანადგურებს დედამიწის ყველა სამეფოს. ღმერთმა დანიელს იმის უნარიც მისცა, რომ სიზმარი აეხსნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისთვის. მან იხილა უზარმაზარი კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, მკერდი და მკლავები — ვერცხლის, მუცელი და ბარძაყები — სპილენძის, ფეხები — რკინის, ტერფები კი — ნაწილობრივ რკინის და ნაწილობრივ თიხის. მთას მოწყვეტილი ქვა კერპს ტერფებზე დაეცა და მტვრად აქცია. სიზმარმა მეფეს მოსვენება დაუკარგა. დანიელმა მეფეს აუხსნა, რომ კერპი განასახიერებდა სხვადასხვა მსოფლიო იმპერიებს. ოქროს თავით პირველი იმპერია, ბაბილონი იყო წარმოდგენილი. დანიელმა იხილა, რომ ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო იმპერიის მმართველობისას, ღვთის სამეფო ამოქმედდებოდა. ის დაამხობდა მსოფლიოს ყველა სამეფოს და თავად მარადიულად იმმართველებდა (დანიელი, თავი 2).

ღრმად მოხუცებულმა დანიელმა საკუთარი თვალით იხილა ბაბილონის დაცემა. ბაბილონი დაიპყრო მეფე კიროსმა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო. ამის შემდეგ ებრაელები მალევე გათავისუფლდნენ ტყვეობიდან. ეს მოხდა მათი გადასახლებიდან ზუსტად 70 წლის შემდეგ. ერთგული გამგებლების, მღვდლებისა და წინასწარმეტყველების დახმარებით იუდეველებმა თანდათანობით აღადგინეს იერუსალიმი და იეჰოვას ტაძარი. მაგრამ, რა უნდა მომხდარიყო 483 წლის შემდეგ?

დანიელი

გაიგეთ მეტი

როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? ნაწილი 1

თუ იცით პასუხი, შეგიძლიათ ეს სხვას აუხსნათ ბიბლიის დახმარებით?