წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 14

ღვთის წინასწარმეტყველები

ღვთის წინასწარმეტყველები

ღვთის მიერ არჩეული წინასწარმეტყველები საუბრობენ ღვთის განაჩენზე, წმინდა თაყვანისმცემლობასა და მესიის გამოჩენაზე.

ისრაელისა და იუდას მეფეების პერიოდში ღმერთს ამორჩეული ჰყავდა კაცები, რომლებიც მისი სახელით წინასწარმეტყველებდნენ. ეს ადამიანები ღვთის განაჩენს აცხადებდნენ და თავიანთი რწმენითა და გამბედაობით გამოირჩეოდნენ. მოდი, განვიხილოთ, რა ოთხ ძირითად თემაზე წინასწარმეტყველებდნენ ისინი.

1. იერუსალიმის განადგურება. ღვთის წინასწარმეტყველები, კერძოდ ესაია და იერემია, იერუსალიმის განადგურებამდე დიდი ხნით ადრე აფრთხილებდნენ ხალხს, რომ ეს ქალაქი განადგურდებოდა და გაპარტახდებოდა. ისინი არც იმას მალავდნენ, რატომ დაატყდებოდა მას ღვთის რისხვა. ეს ქალაქი იეჰოვას სახელით იწოდებოდა, მაგრამ მისი მკვიდრნი ცრურელიგიური რიტუალებით, გარყვნილებითა და ძალადობით იბილწავდნენ თავს (2 მეფეები 21:10—15; ესაია 3:1—8, 16—26; იერემია 2:1—3:13).

2. წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინება. ღვთის ხალხი ბაბილონში გადასახლებიდან 70 წლის შემდეგ თავის გაპარტახებულ მიწა-წყალს დაუბრუნდებოდა. ისინი აღადგენდნენ იეჰოვას ტაძარს იერუსალიმში (იერემია 46:27; ამოსი 9:13—15). 200 წლით ადრე ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მეფე, რომელიც ბაბილონს დაიპყრობდა და ღვთის ხალხს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის საშუალებას მისცემდა, კიროსი იქნებოდა. ესაიამ ისიც კი იწინასწარმეტყველა, რა საბრძოლო ტაქტიკას გამოიყენებდა კიროსი (ესაია 44:24—45:3).

3. მესიის მოსვლა და ცხოვრება. მესია ქალაქ ბეთლემში დაიბადებოდა (მიქა 5:2). ის თავმდაბალი იქნებოდა და იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული შევიდოდა (ზაქარია 9:9). თავისი სიკეთისა და რბილი ხასიათის მიუხედავად მას ბევრი მოიძულებდა (ესაია 42:1—3; 53:1, 3). მას სასტიკად მოკლავდნენ, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრდებოდა. მისი მსხვერპლით მრავალს უნდა მიტევებოდა ცოდვები (ესაია 53:4, 5, 9—12). ეს კი მხოლოდ მისი აღდგომის შემთხვევაში მოხდებოდა.

4. მესიის მმართველობა მთელ დედამიწაზე. მესიას ეწოდება მშვიდობის მთავარი. ის არ იქნებოდა არასრულყოფილი ადამიანივით, რომელსაც საკუთარი თავის მართვაც კი არ შეუძლია (ესაია 9:6, 7; იერემია 10:23). მისი მმართველობის დროს ყველა მშვიდობიანად იცხოვრებდა, მათ შორის ცხოველებიც (ესაია 11:3—7). აღარ იარსებებდა ავადმყოფობა (ესაია 33:24). სიკვდილიც კი სამუდამოდ გაქრებოდა (ესაია 25:8). მესიის მეფობის დროს, მკვდრები გაცოცხლდებოდნენ და დედამიწაზე იცხოვრებდნენ (დანიელი 12:13).

ესაია; იერემია; დანიელი; ამოსი; მიქა; ზაქარია