წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 3

წარღვნას გადარჩენილები

წარღვნას გადარჩენილები

ღმერთი ანადგურებს ბოროტ ადამიანებს. ცოცხლები მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი რჩებიან.

ადამიანების გამრავლებასთან ერთად დედამიწაზე ცოდვამ და ბოროტებამ იმძლავრა. იმ დროს ენოქი ერთადერთი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს აფრთხილებდა, რომ ერთ დღესაც ღმერთი გაანადგურებდა ბოროტებს. მიუხედავად ამისა, ბოროტება უფრო ვრცელდებოდა და ხალხი უფრო ბოროტდებოდა. ზოგი ანგელოზი განუდგა იეჰოვას. ისინი ზეციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ, ადამიანის სახე მიიღეს და ცოლები შეირთეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. ასეთი არაბუნებრივი ურთიერთობის შედეგად მათ შეეძინათ ჰიბრიდული შთამომავლობა, ბუმბერაზები, რომლებსაც ნეფილიმები ეწოდათ. ამის გამო, ძალადობამ და სისხლისღვრამ კიდევ უფრო იმატა დედამიწაზე. ღმერთს გული ატკინა თავისი მიწიერი ქმნილებების ასეთმა გადაგვარებამ.

ენოქის სიკვდილის შემდეგ ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც არ ჰბაძავდა სხვებს ბოროტებაში. მას ნოე ერქვა. ის და მისი ოჯახის წევრები ღვთისმოსაწონად იქცეოდნენ. ამიტომ, როცა ღმერთმა ბოროტი ადამიანების განადგურება განიზრახა, ნოეს კიდობნის აშენება უბრძანა. მას მართკუთხა ფორმის, უზარმაზარი კიდობანი უნდა აეშენებინა, რათა მოსალოდნელი წარღვნის დროს თავისი ოჯახი და ცხოველები გადაერჩინა. ნოემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა უბრძანა. ის ათეულობით წელი აშენებდა კიდობანს და თან ‘სიმართლეს ქადაგებდა’ (2 პეტრე 2:5). ის ხალხს მოსალოდნელი წარღვნის შესახებ აფრთხილებდა, მაგრამ მას ყურს არავინ უგდებდა. მოვიდა დრო და ნოე და მისი ოჯახი ცხოველებთან ერთად კიდობანში შევიდნენ. ამის შემდეგ, ღმერთმა დახურა კიდობნის კარი და წვიმაც წამოვიდა.

ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, სანამ დედამიწა მთლიანად წყლით არ დაიფარა. ბოროტები დაიხოცნენ. თვეების შემდეგ, როცა წყლის დონემ დაიკლო, კიდობანი მთებზე გაჩერდა. ყველას, ვინც კიდობანში იყო, მთელი წელი მოუწია იქ ყოფნა, ვიდრე ხმელეთზე გადმოვიდოდნენ. მადლიერების ნიშნად ნოემ ღმერთს მსხვერპლი შესწირა. ღმერთი ნოესა და მის ოჯახს დაჰპირდა, რომ წარღვნით აღარ მოსპობდა ცოცხალ არსებებს. ამის დასტურად მან ცაზე ცისარტყელა გამოაჩინა.

წარღვნის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს ახალი მითითებები მისცა. ღმერთმა მათ ცხოველის ხორცის ჭამის ნება დართო, მაგრამ სისხლის ჭამა აუკრძალა. ღვთის მითითებისამებრ ნოეს შთამომავლები უნდა გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა. მაგრამ ზოგი არ დაემორჩილა ღვთის ამ მითითებას. ნიმროდის თაოსნობით ხალხმა დაიწყო დიდი კოშკის მშენებლობა ბაბელში, იგივე ბაბილონში. ამგვარად, ისინი არ დაემორჩილნენ ღვთის ბრძანებას, მთელ დედამიწაზე დასახლებულიყვნენ. მაგრამ ღმერთმა მათ ენები აურია და ასე ჩაშალა მათი გეგმები. ისინი ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ, ამიტომ მიატოვეს მშენებლობა და მთელი დედამიწის ზურგზე გაიფანტნენ.

დაბადება, თავები 6—11; იუდა 14, 15

გაიგეთ მეტი

ნოე „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“

შვილების აღზრდისას რა სირთულეების წინაშე იდგნენ ნოე და მისი ცოლი? როგორ გამოავლინეს მათ რწმენა იმით, რომ კიდობანი ააშენეს?