წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 8

ისრაელის შესვლა ქანაანში

ისრაელის შესვლა ქანაანში

იესო ნავეს ძის მეთაურობით ისრაელი ქანაანს იპყრობს. იეჰოვა ძალას აძლევს მსაჯულებს, რომ მისი ხალხი მჩაგვრელებისგან იხსნან.

საუკუნეებით ადრე, სანამ ისრაელი ერი ქანაანში შევიდოდა, იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა, რომ ამ მიწას მის შთამომავლებს მისცემდა. ისრაელები, იესო ნავეს ძის მეთაურობით, ახლა უკვე მზად იყვნენ, აღთქმულ მიწას დაუფლებოდნენ.

ღვთის თვალში ქანაანელები განადგურებას იმსახურებდნენ. მათ წაბილწეს ეს მიწა თავიანთი გარყვნილებით, ძალადობითა და სისხლისღვრით. ამიტომ ისრაელებს ღვთის ბრძანებით მიწასთან უნდა გაესწორებინათ დაპყრობილი ქალაქები.

ქვეყნის დაპყრობამდე იესო ნავეს ძემ ქანაანის დასაზვერად ორი მზვერავი გაგზავნა. ისინი იერიხონში ერთმა ქალმა, რახაბმა შეიფარა, თუმცა იცოდა, რომ ეს კაცები ისრაელები იყვნენ. რახაბს გაგონილი ჰქონდა, როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი, ამიტომ ირწმუნა ისრაელის ღმერთი. მან დააფიცა მზვერავები, რომ მას და მის ოჯახს დაინდობდნენ.

ქანაანში შესვლის შემდეგ ისრაელებმა იერიხონის წინააღმდეგ გაილაშქრეს. იეჰოვამ სასწაულებრივად ჩამოაქცია იერიხონის გალავანი. იესო ნავეს ძე და მისი ლაშქარი ქალაქში შეიჭრნენ და გაანადგურეს ის; რახაბისა და მისი ოჯახისთვის კი ხელი არ უხლიათ. ექვს წელიწადში იესო ნავეს ძემ აღთქმული მიწის უმეტესი ნაწილი დაიპყრო. ამის შემდეგ მიწა ისრაელის ტომებმა დაინაწილეს.

ხანგრძლივი სიცოცხლის დასასრულს, იესო ნავეს ძემ თავის ხალხს მოუხმო და შეახსენა, რა გააკეთა მათთვის იეჰოვამ. შემდეგ მოუწოდა, არ მიეტოვებინათ ღმერთი. მაგრამ იესო ნავეს ძისა და მის დროს მცხოვრები უხუცესების სიკვდილის შემდეგ ისრაელებმა მიატოვეს იეჰოვა და ცრუღმერთებს დაუწყეს მსახურება. 300 წლის განმავლობაში ისრაელები ხშირად არღვევდნენ ღვთის კანონს. ამიტომ იეჰოვა მათ მჩაგვრელთა ხელში აგდებდა, მაგალითად ფილისტიმელების ხელში. მაგრამ, როცა ისრაელი დახმარებას სთხოვდა იეჰოვას, ის მათ მხსნელად მსაჯულებს უგზავნიდა. მთლიანობაში ისრაელებს 12 მსაჯული ჰყავდათ.

ბიბლიის წიგნ „მსაჯულებში“ მოხსენიებულია ისრაელის მსაჯულები, რომელთაგან პირველი ოთნიელი იყო, ბოლო კი — სამსონი. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერი კაცი იყო დედამიწაზე. „მსაჯულებში“ მოთხრობილი ბიბლიური ისტორიები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იეჰოვას მორჩილებას კურთხევები მოაქვს, ურჩობას კი — უბედურება.

იესო ნავეს ძე; მსაჯულები; ლევიანები 18:24, 25