წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 17

იესო ქადაგებს ღვთის სამეფოზე

იესო ქადაგებს ღვთის სამეფოზე

იესო თავის მოწაფეებს ბევრ რამეს ასწავლის. ძირითადად, ის ღვთის სამეფოზე ქადაგებს.

რა იყო დედამიწაზე იესოს მოსვლის მიზანი? ერთხელ მან თავად თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). განვიხილოთ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული ოთხი ძირითადი საკითხი, რასაც იესო ასწავლიდა.

1. იესო ღვთის სამეფოს მეფე იქნებოდა. იესოს არ დაუმალავს, რომ თვითონ იყო ნაწინასწარმეტყველები მესია (იოანე 4:25, 26). მან ისიც თქვა, რომ ის იყო მეფე, რომელიც დანიელ წინასწარმეტყველმა ნახა ხილვაში. თავის მოციქულებს იესომ უთხრა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის „დიდებულ ტახტზე“ დაჯდებოდა და ისინიც ტახტებზე დასხდებოდნენ (მათე 19:28). მათ იესომ „მცირე სამწყსო“ უწოდა. იესომ აღნიშნა, რომ მას „სხვა ცხვარიც“ ჰყავდა. ისინი არ მიეკუთვნებოდნენ „მცირე სამწყსოს“ (ლუკა 12:32; იოანე 10:16).

2. ღვთის სამეფო აღადგენდა სამართალს. იესომ აღნიშნა, რომ ღვთის სამეფო განწმენდდა ღვთის სახელს და დაამტკიცებდა, რომ სატანის ყველა ბრალდება, რაც მან ღმერთს ედემის ბაღში წაუყენა, უსაფუძვლოა. ასე მოეღებოდა ბოლო ყველაზე დიდ უსამართლობას (მათე 6:9, 10). იესო მიუკერძოებელი იყო და ყველას ასწავლიდა — ქალსა თუ კაცს, მდიდარსა თუ ღარიბს. მართალია, მას ძირითადად ებრაელებისთვის უნდა ესწავლებინა, მაგრამ ის არაებრაელებთანაც ქადაგებდა, მაგალითად სამარიელებთან და სხვებთან. რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით მას არავისზე ჰქონდა ცუდი წარმოდგენა და ერთ ადამიანს მეორეზე მაღლა არ აყენებდა.

3. ღვთის სამეფოს საერთო არაფერი ექნებოდა ქვეყნიერებასთან. იესოს დროს ისრაელში დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო. მისი ქვეყანა სხვა ქვეყანას ჰყავდა დამორჩილებული. ხალხის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, იესო არ ჩარეულა პოლიტიკაში (იოანე 6:14, 15). ერთ მმართველს მან ასეთი სიტყვები უთხრა: „ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). თავის მიმდევრებს კი უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19). მან უფლება არ მისცა თავის მოწაფეებს, საომარი იარაღი გამოეყენებინათ, თუნდაც მის დასაცავად (მათე 26:51, 52).

„ის დადიოდა . . . სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1)

4. ქრისტე მოსიყვარულე მმართველი იქნებოდა. იესო დაჰპირდა ხალხს, რომ გამოაცოცხლებდა და ტვირთს შეუმსუბუქებდა (მათე 11:28—30). ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებდა. მისი რჩევები ყოველთვის პრაქტიკული იყო ისეთ ცხოვრებისეულ საკითხებზე, როგორებიცაა ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვა, სხვებთან კარგი ურთიერთობა, სიხარბესთან ბრძოლა და ბედნიერების ძიება (მათე, თავები 5—7). ხალხს არ უჭირდა მასთან მისვლა, რადგან მის სიყვარულს გრძნობდნენ. მასთან დაჩაგრული ადამიანებიც კი მიდიოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ის კეთილად მოეპყრობოდა და მათ ღირსებას არ შელახავდა. ადვილი წარმოსადგენია, როგორი მეფე იქნება იესო.

იესომ სხვა რამითაც აჩვენა ხალხს, რას გააკეთებდა ღვთის სამეფო. ის მრავალ სასწაულს ახდენდა. თუ რატომ, ამაზე შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

მათე; მარკოზი; ლუკა; იოანე

გაიგეთ მეტი

ღვთის სამეფო — რატომ ანიჭებს იესო მას დიდ მნიშვნელობას

შემთხვევითი არ იყო, რომ იესო ყველაზე ხშირად ღვთის სამეფოზე საუბრობდა.

რა არის ღვთის სამეფო?

ბევრმა ზეპირად იცის „მამაო ჩვენო“. რას ნიშნავს სიტყვები: „მოვიდეს შენი სამეფო“?