არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 20

იესოს სიკვდილი

იესოს სიკვდილი

იესო ახალ დღესასწაულს აწესებს. მას გასცემენ და სიკვდილით სჯიან.

იესო სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდა და ასწავლიდა. მან იცოდა, რომ დედამიწაზე მისი მსახურების დრო იწურებოდა. იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ ხალხის ეშინოდათ, რადგან მას წინასწარმეტყველად თვლიდნენ. სატანამ იესოს ერთ-ერთი მოციქული, იუდა ისკარიოტელი აღძრა, გაეცა ის. რელიგიურმა წინამძღოლებმა მისი გაცემისთვის იუდას 30 ვერცხლის მონეტა შესთავაზეს.

სიცოცხლის ბოლო ღამეს იესომ მოციქულები პასექის აღსანიშნავად შეკრიბა. მან ჯერ იუდა გაუშვა, შემდეგ მოციქულებს თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა დაავალა. იესომ აიღო პური, ილოცა, დარჩენილ 11 მოციქულს გადააწოდა და უთხრა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. შემდეგ ღვინო აიღო, იგივე გააკეთა და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“ (ლუკა 22:19, 20).

იესოს იმ ღამით მოციქულებისთვის ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. იესომ მათ მისცა ახალი მცნება — უანგაროდ ჰყვარებოდათ ერთმანეთი. მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35). მათ გული არ უნდა აფორიაქებოდათ იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რომლებიც წინ ელოდათ. იესომ მათთვის მხურვალედ ილოცა. მათ ერთად იმღერეს ღვთის სადიდებელი და გეთსემანეს ბაღში წავიდნენ.

გეთსემანეს ბაღში იესო მუხლმოყრილი, მთელი გულით ლოცულობდა. მალე მის შესაპყრობად მღვდლები და შეიარაღებული ჯარისკაცები მივიდნენ. მათთვის ნიშანი რომ მიეცა, იუდა იესოს მიუახლოვდა და ეამბორა. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა იესო შეიპყრეს, მოციქულები გაიქცნენ.

იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წინაშე იესომ განაცხადა, რომ ღვთის ძე იყო. მას ღვთის გმობაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. შემდეგ იესო რომაელ მმართველ პონტიუს პილატესთან წაიყვანეს. მან იესო უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ ხალხის დაჟინებული მოთხოვნის გამო, ის მათ მოსაკლავად გადასცა.

იესო მიიყვანეს გოლგოთად წოდებულ ადგილზე, სადაც რომაელმა ჯარისკაცებმა ბოძზე გააკრეს. შუადღისას საოცარი რამ მოხდა; უცბად უკუნი სიბნელე ჩამოწვა. იესოს სიკვდილს დიდი მიწისძვრა მოჰყვა. მისი სხეული კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენეს. მეორე დღეს მღვდლებმა სამარხი დალუქეს და შესასვლელთან მცველები დააყენეს. მაგრამ ღმერთს იესო სამარხში არ დაუტოვებია. მან უდიდესი სასწაული მოახდინა.

მათე, თავები 26, 27; მარკოზი, თავები 14, 15; ლუკა, თავები 22, 23; იოანე, თავები 12—19

^ აბზ. 15 დამატებითი ინფორმაცია იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე–5 თავი.

გაიგეთ მეტი

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

გამოსასყიდი ღვთის უძვირფასესი საჩუქარი

რა არის გამოსასყიდი? როგორ ემსახურება ის შენს კეთილდღეობას?

დაუახლოვდი იეჰოვას

იეჰოვამ „მრავალთა გამოსყიდვაზე“ იზრუნა

მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც დაგეხმარებათ, უფრო მეტად დაუახლოვდეთ ღმერთს.