არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 6

ერთგული იობი

ერთგული იობი

სატანა ეჭვქვეშ აყენებს იობის ერთგულებას, მაგრამ ის იეჰოვას ერთგული რჩება.

დარჩებოდა ვინმე ღვთის ერთგული უკიდურესი განსაცდელების დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მორჩილების სანაცვლოდ ღვთისგან ვერაფერს მიიღებდა? ამ კითხვას პასუხი გასცა ერთმა კაცმა, რომელსაც იობი ერქვა.

იობი აბრაამის ნათესავი იყო და ცხოვრობდა დღევანდელი არაბეთის ტერიტორიაზე. მაშინ ისრაელები ეგვიპტეში იყვნენ. ერთ დღეს ანგელოზები ღვთის წინაშე წარდგნენ, მათ შორის იყო სატანაც. იეჰოვამ იობის ერთგულებაზე დაიწყო საუბარი და თქვა, რომ მასავით ერთგული არავინ იყო. მაგრამ სატანის მტკიცებით იობი ერთგული იმიტომ იყო, რომ ღმერთი მფარველობდა და კურთხევას არ აკლებდა. სატანა ირწმუნებოდა, რომ თუ იეჰოვა იობს ყველაფერს წაართმევდა, ის დაგმობდა ღმერთს.

ღმერთმა სატანას ნება დართო, გამოეცადა იობი. იობმა ჯერ მთელი ქონება დაკარგა, შემდეგ შვილები, ბოლოს კი — ჯანმრთელობა. მან არ იცოდა, რომ სატანა სცდიდა და ვერ გაეგო, რატომ გაიმეტა ღმერთმა ამდენი ტანჯვისთვის. ყველაფრის მიუხედავად, იობს ღმერთი არ დაუგმია.

იობის მოსანახულებლად მისი სამი ვაიმეგობარი მივიდა. ბიბლიის წიგნ „იობში“ ჩაწერილია მათი საუბრები. ისინი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ იობი, რომ ღმერთი მას მალულად ჩადენილი ცოდვებისთვის სჯიდა. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ ღმერთი არ ენდობოდა თავის მსახურებს და მისი მოსაწონი ვერავინ იქნებოდა. იობმა უარყო მათი არასწორი შეხედულებები. მან მტკიცედ თქვა, რომ ვიდრე ცოცხალი იყო, არ დათმობდა უმწიკვლობას.

იობის შეცდომა ის იყო, რომ ზედმეტად იმართლებდა თავს. ერთი ახალგაზრდა კაცი, ელიჰუ, რომელიც ყურს უგდებდა მათ საუბარს, მსჯელობაში ჩაება. ელიჰუმ უსაყვედურა იობს და უთხრა, რომ მას ერთი რამ გამორჩა მხედველობიდან — რომელიმე ადამიანის სიმართლის დამტკიცებაზე უფრო მნიშვნელოვანი, იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება იყო. ელიჰუმ იობის ვაიმეგობრებიც მკაცრად გაკიცხა.

ბოლოს იობს იეჰოვა ღმერთი დაელაპარაკა და თვალსაზრისი შეუსწორა. მან იობს სასწაულებრივად შექმნილ სამყაროზე გაუმახვილა ყურადღება და დაანახვა, ღმერთთან შედარებით რამდენად პატარაა ადამიანი. იობი თავმდაბალი იყო და ყურად იღო ღვთის სიტყვები. იეჰოვამ, რომელსაც სათუთი გრძნობები აქვს და გულმოწყალეა, იობი გამოაჯანმრთელა და იმაზე ორჯერ მეტი სიმდიდრე მისცა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. გარდა ამისა, იობს სხვა ათი შვილი შეეძინა (იაკობი 5:11). იობმა გაუძლო მძიმე განსაცდელებს და ღვთის ერთგული დარჩა. ამგვარად, მან სიცრუეში ამხილა სატანა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ განსაცდელების დროს არც ერთი ადამიანი არ დარჩებოდა ღვთის ერთგული.

იობი

გაიგეთ მეტი

დაუახლოვდი იეჰოვას

„ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან?“

თუკი იეჰოვას სძულს უსამართლობა, მაშინ რაღატომ არის მთელ მსოფლიოში ამდენი უსამართლობა?