არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რას გვამცნობს ბიბლია?

 ნაწილი 4

აბრაამთან დადებული შეთანხმება

აბრაამთან დადებული შეთანხმება

აბრაამი ემორჩილება ღმერთს, რითაც ამტკიცებს, რომ ძლიერი რწმენა აქვს. იეჰოვა მას ჰპირდება, რომ აკურთხებს და მის შთამომავლობას გაამრავლებს.

ნოეს დროს მომხდარი წარღვნის შემდეგ 350 წელი გავიდა. მდიდარ ქალაქ ურში (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) ცხოვრობდა პატრიარქი აბრაამი. მას ძლიერი რწმენა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ მისი რწმენა გამოიცადა.

იეჰოვამ აბრაამს უთხრა, დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და უცხო ქვეყანაში წასულიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ქვეყანა ქანაანი იყო. აბრაამი ღმერთს უყოყმანოდ დაემორჩილა. მან თან წაიყვანა თავისი ცოლი სარა, ძმისშვილი ლოტი, მთელი სახლეულობა და ქანაანში კარვებში დასახლდა. ღმერთმა შეთანხმება დაუდო აბრაამს და დაჰპირდა, რომ მას დიდ ერად გადააქცევდა, მისით აკურთხებდა დედამიწის ყველა ოჯახს და მის შთამომავლებს ქანაანის მიწას მისცემდა.

აბრაამი და ლოტი ძალიან გამდიდრდნენ. მათ უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდათ. აბრაამმა უანგაროდ შესთავაზა ლოტს, პირველი მას აერჩია საცხოვრებელი ადგილი. ლოტმა მდინარე იორდანის ნაყოფიერი მხარე აირჩია და ქალაქ სოდომთან დასახლდა. სოდომელები გარყვნილები იყვნენ და სცოდავდნენ იეჰოვას.

მოგვიანებით იეჰოვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა აბრაამი, რომ მის შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა. აბრაამი ერწმუნა ღმერთს. დრო გადიოდა, აბრაამის საყვარელ ცოლს, სარას კი შვილი არ უჩნდებოდა. როცა აბრაამი 99 წლის იყო, სარა კი — დაახლოებით 90-ის, ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ მათ ვაჟი შეეძინებოდათ. ღვთის სიტყვისამებრ, სარას ისაკი შეეძინა. აბრაამს სხვა შვილებიც ჰყავდა, მაგრამ ედემში ნაწინასწარმეტყველები აღთქმული მხსნელი ისაკის შთამომავალი უნდა ყოფილიყო.

მართალია ლოტი თავის ცოლ-შვილთან ერთად სოდომში ცხოვრობდა, მაგრამ იმ ქალაქის გარყვნილ მკვიდრებს არ დამსგავსებია. იეჰოვამ სოდომის განადგურება გადაწყვიტა, მაგრამ ლოტთან ანგელოზები გაგზავნა და გარდაუვალი განადგურების შესახებ გააფრთხილა. ანგელოზებმა ლოტსა და მის ოჯახს ურჩიეს, სოდომიდან გაქცეულიყვნენ და უკან არ მიეხედათ. ამის შემდეგ ღმერთმა ცეცხლი და გოგირდი აწვიმა სოდომსა და მის მეზობელ ქალაქ გომორას. ასე გაანადგურა ღმერთმა ამ ქალაქებში მცხოვრები ბოროტი ხალხი. მხოლოდ ლოტი და მისი ორი ქალიშვილი გადარჩნენ, რადგან ლოტის ცოლმა უკან მიიხედა. როგორც ჩანს, მას გული დასწყდა იქ დატოვებულ ქონებაზე. დაუმორჩილებლობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

დაბადება 11:10—19:38

გაიგეთ მეტი

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

აბრაამი — მორწმუნის მამა“

როგორ დაანახვა აბრაამმა თავისი რწმენა? რაში გინდათ მიჰბაძოთ აბრაამის რწმენას?