წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 5

როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა ოჯახის წევრებთან

როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა ოჯახის წევრებთან

„შეიმოსეთ . . . სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).

ქორწინებით საფუძველი ეყრება ახალ ოჯახს. მართალია, ქორწინების შემდეგაც უნდა გამოავლინოთ სიყვარული და პატივისცემა თქვენი მშობლების მიმართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ მეუღლე თქვენთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი პიროვნება ხდება მთელი დედამიწის ზურგზე. ამასთან შეგუება შეიძლება თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გაუჭირდეს. მაგრამ ბიბლიური პრინციპების დახმარებით თქვენ შეძლებთ ურთიერთობების გაწონასწორებას — ოჯახის წევრებთანაც შეინარჩუნებთ მშვიდობიან ურთიერთობას და ახლად შექმნილ ოჯახსაც განამტკიცებთ.

 1 სწორი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ

ბიბლიის თვალსაზრისი: „პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:2). რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის პატივი უნდა სცეთ თქვენს მშობლებს. გაითვალისწინეთ, თქვენი მეუღლეც ვალდებულია, რომ ყურადღება მიაქციოს თავის მშობლებს. „სიყვარულს არ შურს“, აქედან გამომდინარე, ნუ შეშფოთდებით თუ თქვენს მეორე ნახევარს ურთიერთობა ექნება თავის მშობლებთან (1 კორინთელები 13:4; გალატელები 5:26).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „შენი ოჯახი ყოველთვის მამცირებს“ ან „დედაშენის მოსაწონი ხომ ვერაფერი გავაკეთე“.

  • ეცადეთ, საკითხებს თქვენი მეუღლის თვალით უყუროთ.

 2 საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინეთ სიმტკიცე

ბიბლიის თვალსაზრისი: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). ქორწინების შემდეგ შესაძლოა თქვენი მშობლები ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ პასუხისმგებელნი არიან, იზრუნონ თქვენზე და შესაბამისად სურთ, იმაზე მეტად ჩაერიონ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში, ვიდრე ეს მათგან მოითხოვება.

თქვენი და თქვენი მეუღლის გადასაწყვეტია ის, თუ რამდენად ჩარევთ მშობლებს თქვენს ოჯახში; მიღებული გადაწყვეტილება მათ თბილად და ტაქტიანად გააცანით. იყავით გულწრფელი და პირდაპირი, უხეშად ნუ ისაუბრებთ (იგავები 15:1). თავმდაბლობის, რბილი ხასიათისა და სულგრძელობის წყალობით ოჯახის წევრებთან თბილი ურთიერთობა გექნებათ და ყოველთვის სიყვარულით მოუთმენთ ერთმანეთს (ეფესოელები 4:2).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • თუ არ გსიამოვნებთ, რომ ოჯახის წევრები თქვენს ცხოვრებაში ერევიან, ამის შესახებ მეუღლეს წყნარ და მშვიდ გარემოში ესაუბრეთ.

  • შეთანხმდით, როგორ მოაგვარებთ ამ საკითხს.

გაიგეთ მეტი

მეუღლის მშობლებთან ურთიერთობა

მუდმივად ერევიან მშობლების თქვენს ცხოვრებაში? გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ სიტუაცია და მოიშოროთ სტრესი ქორწინებაში.