არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 1

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

„შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (მათე 19:4).

პირველ ქორწინებას იეჰოვა * ღმერთმა მისცა დასაბამი. ბიბლია მოგვითხრობს, რომ პირველი ქალი შემოქმედმა შექმნა და ის „კაცს მიუყვანა“. ამან ადამი იმდენად აღაფრთოვანა, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“ (დაბადება 2:22, 23). იეჰოვას დღესაც სურს, რომ შეუღლებულნი ბედნიერნი იყვნენ.

როდესაც ოჯახს ქმნიდით, ალბათ ფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად აგეწყობოდათ. თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ მოსიყვარულე ცოლ-ქმარიც კი არაა დაზღვეული პრობლემებისგან (1 კორინთელები 7:28). ამ ბროშურაში გაეცნობით ბიბლიურ პრინციპებს, რომელთა გამოყენების შემთხვევაში თქვენს ოჯახში ბედნიერება დაისადგურებს (ფსალმუნი 19:8—11).

 1 გაითავისეთ იეჰოვას მიერ ბოძებული როლი

ბიბლიის თვალსაზრისი: ქმარი ოჯახის თავია (ეფესოელები 5:23).

ქმრებო, იეჰოვა მოელის, რომ სიყვარულით იზრუნებთ თქვენს ცოლებზე (1 პეტრე 3:7). ღმერთმა ცოლი ქმრის შემავსებლად შექმნა და სურს, რომ ქმარი მას პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდეს (დაბადება 2:18). ქმრებო, ისე უნდა გიყვარდეთ ცოლები, რომ მათი ინტერესები თქვენსაზე წინ დააყენოთ (ეფესოელები 5:25—29).

ცოლებო, იეჰოვა მოელის, რომ ქმრებისადმი ღრმა პატივისცემას გამოავლენთ, რითაც მათ ხელს შეუწყობთ, რომ ღირსეულად გაართვან თავი მათზე დაკისრებულ როლს (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:33). მხარი დაუჭირეთ მეუღლის გადაწყვეტილებებს და მთელი გულით დაუდექით გვერდში (კოლოსელები 3:18). თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ქმრისთვისაც ძვირფასნი იქნებით და იეჰოვასთვისაც (1 პეტრე 3:1—6).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ჰკითხეთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრს, რის გაკეთება გმართებთ, რომ უკეთესი მეუღლე გახდეთ. მოუსმინეთ ყურადღებით და ყოველი ღონე იხმარეთ, რათა გაუმჯობესდეთ.

  • იყავით მომთმენი. დროა საჭირო იმის სასწავლად, თუ როგორ მიანიჭოთ ბედნიერება ერთურთს.

2 გაუფრთხილდით ერთმანეთის გრძნობებს

ბიბლიის თვალსაზრისი: თქვენ უნდა იზრუნოთ მეუღლის კეთილდღეობაზე (ფილიპელები 2:3, 4). სათუთად მოეპყარით თქვენს მეუღლეს; გახსოვდეთ, იეჰოვა თავის მსახურთაგან მოითხოვს, რომ ყველასთან თავაზიანები იყვნენ (2 ტიმოთე 2:24). ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“. ასე რომ, დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ სიტყვები (იგავები 12:18). იეჰოვას სული დაგეხმარებათ, რომ თქვენი ბაგიდან სიკეთე და სიყვარული იღვრებოდეს (გალატელები 5:22, 23; კოლოსელები 4:6).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • მეუღლესთან სერიოზულ საკითხებზე საუბრის დაწყებამდე ილოცეთ, რათა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გონიერება.

  • კარგად დაფიქრდით, რას და როგორ იტყვით.

 3 თქვენ ერთი გუნდი ხართ

ბიბლიის თვალსაზრისი: დაქორწინების შემდეგ თქვენ და თქვენი მეუღლე „ერთი ხორცი“ გახდით (მათე 19:5). ამის მიუხედავად, თქვენ მაინც განსხვავდებით ერთმანეთისგან და ლოგიკურია, რომ სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული თვალსაზრისი გექნებათ. აქედან გამომდინარე, შრომა და გარჯაა საჭირო იმისათვის, რომ ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი იყოთ (ფილიპელები 2:2). გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბიბლიაში ნათქვამია: „გეგმები რჩევით განმტკიცდება“ (იგავები 20:18). მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ ბიბლიური პრინციპებით (იგავები 8:32, 33).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • მეუღლესთან საუბრის დროს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემითა და საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებით ნუ შემოიფარგლებით; ესაუბრეთ მას თქვენს გრძნობებზე.

  • მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ მეუღლეს შეუთანხმდით.

^ აბზ. 4 ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია.

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

ქმრებო, სუფევს თქვენს ოჯახში სიმყუდროვე?

ოჯახი შეიძლება ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამ აკლდეს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

შეიძლება იყოს ბიბლია ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გასაღები?

ამ 5 ბრძნული ბიბლიური რჩევის წყალობით მილიონობით მამაკაცმა თუ ქალმა შეძლო, შეექმნათ ბედნიერი ოჯახი.