არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 2

უერთგულეთ ერთმანეთს

უერთგულეთ ერთმანეთს

„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მარკოზი 10:9).

იეჰოვა ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს (მიქა 6:8, სქოლიო). ქორწინებაში ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთგულების გარეშე არ არსებობს ნდობა. სიყვარულის გასაღრმავებლად კი ნდობა აუცილებელია.

დღეს მეუღლეთათვის რთულია ერთგულების შენარჩუნება. თქვენს ქორწინებას ბზარი რომ არ გაუჩნდეს, ორი რამის გათვალისწინება გმართებთ:

 1 ქორწინებას ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს

ბიბლიის თვალსაზრისი: „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). ქრისტიანის ცხოვრებაში ქორწინება პრიორიტეტთაგან ერთ-ერთია. ამიტომ ქორწინებას ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვანი ადგილი უნდა ეკავოს.

იეჰოვას სურს, რომ თქვენს მეორე ნახევარზე ყოველთვის იფიქროთ და დატკბეთ მასთან თანაცხოვრებით (ეკლესიასტე 9:9). იეჰოვა ბიბლიის ფურცლებიდან ნათლად და მკაფიოდ გვეუბნება, რომ არასოდეს ვაქციოთ ზურგი ჩვენს მეუღლეს. ის მოგვიწოდებს, რომ მის გასაბედნიერებლად ყველაფერი გავაკეთოთ (1 კორინთელები 10:24). აგრძნობინეთ მეუღლეს, რომ იგი თქვენთვის საჭირო და ძვირფასია.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • რეგულარულად გაატარეთ დრო თქვენს მეორე ნახევართან და შეეცადეთ, რომ მთელი ეს დრო მხოლოდ მას დაუთმოთ.

  • ნაცვალსახელი „მე“ ჩაანაცვლეთ ნაცვალსახელით „ჩვენ“.

 2 გულს გაუფრთხილდით

ბიბლიის თვალსაზრისი: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). თუ ერთ-ერთი მეუღლე გონებას უზნეო ფიქრებით კვებავს, შეიძლება ითქვას, რომ ის ღალატობს თავის მეორე ნახევარს.

იეჰოვა მოგვიწოდებს: „გულს გაუფრთხილდი“ (იგავები 4:23; იერემია 17:9). ეს რჩევა რომ გავითვალისწინოთ, თვალი სუფთად უნდა შევინახოთ (მათე 5:29, 30). ჩვენ უნდა მივბაძოთ პატრიარქ იობს, რომელმაც საკუთარ თვალებს შეთანხმება დაუდო, რომ ქალს გულისთქმით არ შეხედავდა (იობი 31:1). არასოდეს უყუროთ პორნოგრაფიას. ნურასოდეს განივითარებთ რომანტიკულ გრძნობებს სხვის მიმართ.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ყველას დაანახვეთ, რომ გსურთ, ბოლომდე უერთგულოთ თქვენს მეუღლეს.

  • გაითვალისწინეთ მეუღლის გრძნობები და დაუყოვნებლივ დაუსვით წერტილი ნებისმიერ ურთიერთობას, რამაც შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარი უხერხულ და არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააგდოს.