არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!

 ნაწილი 7

როგორ უნდა აღზარდოთ შვილი

როგორ უნდა აღზარდოთ შვილი

„გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს“ (კანონი 6:6, 7).

როდესაც იეჰოვამ ოჯახს დასაბამი მისცა, შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა მშობლებს დააკისრა (კოლოსელები 3:20). მშობლებო, თქვენი მოვალეობაა, შვილი ღვთის მოყვარულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოაყალიბოთ (2 ტიმოთე 1:5; 3:15). თქვენი პასუხისმგებლობა იმის ცოდნასაც მოიცავს, თუ რაზე ფიქრობს და რით სუნთქავს თქვენი შვილი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პირადი მაგალითიც. თქვენ იმ შემთხვევაში ჩაუბეჭდავთ შვილებს გულში იეჰოვას სიტყვას, თუ უპირველესად თავად გექნებათ გულში ჩაბეჭდილი (ფსალმუნი 40:8).

 1 გაუადვილეთ შვილებს თქვენთან საუბარი

ბიბლიის თვალსაზრისი: „იყავით სწრაფი მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკობი 1:19). ცხადია, გსურთ, რომ შვილი თქვენთან თავს თავისუფლად გრძნობდეს და უადვილდებოდეს თქვენთან საუბარი. შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ მათ მოსასმენად. შექმენით მშვიდი გარემო, რათა მათ ადვილად გაგანდონ გულისნადები (იაკობი 3:18). თუ მათ ეცოდინებათ, რომ უხეშად მოექცევით ან კრიტიკულნი იქნებით, შესაძლოა საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტონ. მოთმინების ძაფი ნუ გაგიწყდებათ და ხშირად დაარწმუნეთ შვილები სიყვარულში (მათე 3:17; 1 კორინთელები 8:1).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ყოველთვის გამოითავისუფლეთ დრო, როცა შვილები თქვენთან საუბარს მოისურვებენ.

  • შვილებს ესაუბრეთ არა მხოლოდ პრობლემების დროს, არამედ — ყოველთვის.

2 ეცადეთ გაიგოთ, რას გულისხმობენ

ბიბლიის თვალსაზრისი: „ვინც საქმეში წვდომის უნარს ავლენს, ყოველივე კარგს პოვებს“ (იგავები 16:20). ზოგჯერ იმისათვის, რომ გაიგოთ, სინამდვილეში რას გრძნობენ თქვენი შვილები, უნდა ჩასწვდეთ, თუ რა დგას მათ მიერ ნათქვამი სიტყვების მიღმა. ზოგადად, ახალგაზრდებს სჩვევიათ რაღაცის გაზვიადება და ხშირად იმას ამბობენ, რაც არ უგულისხმიათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავები 18:13). ასე რომ, სწრაფად ნუ განაწყენდებით (იგავები 19:11).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შვილმა რაც არ უნდა გითხრათ, საუბარს ნუ შეაწყვეტინებთ და ნურც მწვავე რეაქცია გექნებათ.

  • ეცადეთ, გაიხსენოთ, მათ ასაკში რა გრძნობები გეუფლებოდათ და რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი.

 3 მშობლებო, დაანახვეთ შვილებს, რომ ერთი აზრისანი ხართ

ბიბლიის თვალსაზრისი: „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავები 1:8). იეჰოვამ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა ორივე მშობელს დააკისრა. მშობლებო, ასწავლეთ შვილებს, რომ პატივი გცენ და დაგემორჩილონ (ეფესოელები 6:1—3). ბავშვები გრძნობენ, როცა მშობლები გაერთიანებულნი არ არიან გონებითა და აზრით (1 კორინთელები 1:10). თუ რომელიმე საკითხში ერთმანეთს არ ეთანხმებით, ეცადეთ, რომ თქვენი დამოკიდებულება ბავშვების თანდასწრებით არ გამოხატოთ, რადგან მათ შესაძლოა თქვენ მიმართ პატივისცემა დაკარგონ.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • იმსჯელეთ და შეთანხმდით, როგორ აღზრდით შვილებს.

  • თუ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გაქვთ, ეცადეთ, გაუგოთ მეუღლეს.

 4 შეიმუშავეთ აღზრდის მეთოდები

ბიბლიის თვალსაზრისი: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“ (იგავები 22:6). ბავშვის აღზრდას ბრმა შემთხვევას ნუ მიანდობთ. შეიმუშავეთ აღზრდის მეთოდები, რომელთა შორის ერთ-ერთი დასჯაც იქნება (ფსალმუნი 127:4; იგავები 29:17). ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვა „დასჯაში“ შვილისთვის იმ მიზეზების დანახვებაც იგულისხმება, თუ რა დგას ამა თუ იმ წესის მიღმა (იგავები 28:7). ამასთანავე, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვას სიტყვა და დაეხმარეთ, ჩასწვდნენ მასში მოცემულ პრინციპებს (ფსალმუნი 1:2). შედეგად, შვილებს სინდისს გაუწაფავთ, რაც მათ სწორის არასწორისგან გარჩევაში დაეხმარებათ (ებრაელები 5:14).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • დაეხმარეთ შვილებს, რომ ღმერთი რეალურ და სანდო პიროვნებად აღიქვან.

  • დაეხმარეთ მათ იმ საფრთხეების ამოცნობასა და თავიდან არიდებაში, რომლებსაც ისინი შესაძლოა ინტერნეტსა თუ სოციალურ ქსელებში გადააწყდნენ. ასწავლეთ, როგორ დააღწიონ თავი სექსუალურ მოძალადეებს.

„ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“

გაიგეთ მეტი

რჩევები ოჯახებს

ბავშვებისთვის

იხილე სახალისო სასწავლო სავარჯიშოები, რომ ჩაუნერგო შენს შვილებს ბიბლიური ფასეულობები.

საგუშაგო კოშკი

რა აღმზრდელობით ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა?

ბიბლია მოგვიწოდებს, დასჯის დროს გამოვიყენოთ 3 ფაქტორი.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სექსზე?

ბიბლიაში ბევრი სასარგებლო რჩევაა ჩაწერილი, რაც დაგეხმარებათ, ესაუბროთ შვილებს სექსზე და დაიცვათ ისინი სექსუალური მოძალადეებისგან.

გამოიღვიძეთ!

ჩაუნერგეთ შვილებს ჯანსაღი ფასეულობები

როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური პრინციპები, ასწავლოთ თქვენს შვილებს მაღალზნეობრივი ნორმები?